სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 5 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, ნაძალადევის და დიდუბის რაიონებში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), დიდუბის დასახლების, მეტრო „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორიას, ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ჭყონდიდელის, ერისთავის, მექანიზაციის, მოლითის, ქსნის, კარალეთის, გაფრინდაშვილის, წიწამურის, ხუთწლედის, სანაპიროს, თევდორე მღვდლის, ფარეხის, ზესტაფონის და ხვინგიას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის III კვარტლის (ნაწილობრივ), ბელიაშვილის, მიქელაძის და ცაბაძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ძმები კაკაბაძეების, ზანდუკელის, ბარნოვის და გურიის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის (ნაწილობრივ) და სოფელი დიდების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის, ლილოს დასახლების, გუმათჰესის (ნაწილობრივ) და ცისკარიშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ივანე ჯავახიშვილის, ქურდიანის, ჩიქობავას, წინამძღვრიშვილის, ნეკრასოვის და ჩერნიშევსკის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), სააკაძის მოედნის, ხვიჩიას, კოსტავას (ნაწილობრივ), საბურთალოს, ბახტრიონის, იოსებიძის და სულაკაურის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორეს მოედნის, ორბელიანის მოედნის, კოლმეურნეობის მოედნის, კვალეთის მოედნის, გულიას, გორგასლის (ნაწილობრივ), იეთიმ გურჯის, ვერცხლის, ჩიკვაიძის, ავლევის, აკოფიანის, ნაკაშიძის, პუშკინის, ვეკუას, ფხოვის, ბარათაშვილის, სანაპიროს და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ევროპის მოედნის, ღვინის აღმართის, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ფურცელაძის, მეტეხის, ისნის, ჩეხოვის, დუტუ მეგრელის, მაჭარის, რუისის და ურბნისის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Leave a Reply