Author Archives: admin

შუახევი ჰესის მიერ აპრილში წარმოებული ელენერგიის ოდენობა რეკორდულია ექსპლუატაციის მთელი პერიოდისთვის

„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” (ესკო) აპრილის თვის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. ესკოს მონაცემების თანახმად, 2022 წლის აპრილში საქართველოს თბო, ქარის და ჰიდროსადგურებმა გამოიმუშავეს 1 მილიარდ 125 მილიონ 414 ათასი კვტსთ ელექტროენერგია, რაც წინა წლის აპრილის მაჩვენებელს (825 მილიონ 464 ათასი მლნ კვტსთ) 36,3%-ით აღემატება. აპრილში წარმოებული ელექტროენერგიის ოდენობის 96,3% ჰიდროსადგურების წილად მოდის. შარშან ეს მაჩვენებელი 91,3%-ს შეადგენდა. მიმდინარე ...

Read More »

ექვსწლიანი პაუზის შემდეგ თბილისში ენერგეტიკული კონფერენცია RENEWABLE GEORGIA 2022 გაიმართება

2 და 3 ივნისს თბილისში ენერგეტიკული კონფერენცია “The Renewable Georgia 2022” გაიმართება. ღონისძიება, რომელსაც კერძო და საჯარო სექტორის, საფინანსო ინსტიტუტებისა და დარგში მოღვაწე სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან, ბრიტანული კომპანია “The Voice of Renewables“-ის ორგანიზებით ჩატარდება. კონფერენციის მიზანს საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. ორდღიანი ღონისძიება ითვალისწინებს 8 საპანელო დისკუსიას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: საიხლეები განახლებადი ენერგიის განვითარების პოლიტიკაში; შესაძლებლობები და გამოწვევები ჰიდროენერგიის, ...

Read More »

შალვა გორგობიანი: ჩვენი გუნდის საქმიანობა ხელს უწყობს ქვეყნის ენერგო უსაფრთხოების გაძლიერებას

შალვა გიორგობიანი პროფესიით ინჟინერია, შუახევი ჰესის  ელექტო მექანიკურ გუნდს ხელმძღვანელობს. კომპანია ,,აჭარისწყალ ჯორჯიას’’ 2020 წელს შემოუერთდა, თუმცა მისი კარიერა ენერგო სექტორში 2007 წლიდან იწყება.  მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობის მანძილზე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად მისი და მისი გუნდის მიერ სხალთა ჰესის წარმატებით ოპერირებაში შესვლა მიაჩნია. თვლის, რომ ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ენერგო პროექტში მუშაობს, რომელსაც ყოველდღიურად შეაქვს წვლილი ქვეყნის ენერგო უსაფრთხოების გაძლიერების პროცესში. ...

Read More »

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 მაისს 12:15-დან 19:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდება აბონენტებს ზაჰესში მშვიდობის, სვიმონ შოთაძის, ბესიკ ბელთაძის, შალვა აფხაიძის და მიმდებარე ქუჩებზე. „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ მომხმარებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ახალშენი, ჭილურტი, მჭადიჯვარი, პეტრიანი, ებნისი, ლამოვანი, ციხევდავი, ბუჩუნტლიანი, ბურღულები, წიწამურა, ზემო შუახევი, ქვემო კოდისწყარო, ციხისუბანი, ქისიაანი, დახალი კადოეთი. ...

Read More »

ინდოეთმა რუსული ნავთობის რეკორდული რაოდენობა შეიძინა

რუსეთი გახდა ინდოეთის მეოთხე უმსხვილესი ნავთობის მიმწოდებელი აპრილში. მოცულობა, სავარაუდოდ გაიზრდება მომდევნო თვეებში, რადგან დაბალი ფასები ზრდის ინდოეთიდან მოთხოვნას, იტყობინება Times of India სავაჭრო წყაროებზე დაყრდნობით. სავაჭრო წყაროების მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, რუსეთის წილი ინდოეთის ნავთობის შესყიდვებში გაიზარდა რეკორდულ 6%-მდე, დაახლოებით 277,000 ბარელი დღეში აპრილში, მარტში დაახლოებით 66,000 ბარელით დღეში. აღნიშნულია, რომ ერაყი რჩება ინდოეთის ნავთობის უმსხვილეს მიმწოდებლად, შემდეგ მოდის ...

Read More »
ლევან კალანდაძე: დღესდღეობით, მე ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ, ენერგოუსაფრთხოების კუთხით

ლევან კალანდაძე – საწვავის ფასის მეტნაკლებად შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა არაბრენდირებულ ბენზინგასამართებზე, მსხვილ კომპანიებში პრაქტიკულად არ დაფიქსირდა კლება, საეჭვო კითხვები ჩნდება

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის ლევან კალანდაძის განცხადებით, ნავთობპროდუქტების იმპორტიორებსა და რეალიზატორ კომპანიებთან საწვავის ფასების დარეგულირების საკითხზე შეხვედრები მიმდინარეობს. მისი თქმით, გუშინ შედგა შეხვედრა წვრილ საწარმოებთან, ხვალ კი დაგეგმილია კონსულტაციები მსხვილ საწარმოებთან. ლევან კალანდაძე ამბობს, რომ მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში საქართველოში ნავთობიმპორტიორებმა დაიწყეს შედარებით იაფი საწვავის იმპორტი, თუმცა ბაზარზე ეს ტენდენცია არ აისახა ძირითად მოთამაშეებზე. „კონკურენციის სააგენტომ უკვე დაასრულა მიმდინარე წლის ...

Read More »
საქართველოში საწვავზე ფასმა იმატა

მარჟების შემცირება და მომარაგების იაფი წყარო – მთავრობა საწვავის გაიაფების გზის ძიებაში

მთავრობა საწვავის იაფი წყაროებიდან მომარაგების გზებს ეძებს. ეკონომიკის მინისტრმა საწვავის ბაზარზე კონკურენტული გარემოს არსებობის მნიშვნელობასა და გამოსავლის გზებზე საწვავის დისტრიბუტორ მცირე ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა. კონკურენციის სააგენტოს მიერ საწვავის ბაზარზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებული შუალედური დასკვნის მომზადების ფონზე, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მოსახლეობისთვის ხელსაყრელი პირობებით საწვავის მიწოდების მიზნით ბაზარზე მარჟების მინიმუმამდე შემცირება მნიშვნელოვანია. „მნიშვნელოვანია, რომ საწვავის ბაზარზე გვქონდეს სრულფასოვანი, კონკურენტული გარემო ...

Read More »

ზრდის შემდეგ, ნავთობის ფასი უმნიშვნელოდ შემცირდა

2022 წლის 17  მაისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  114.02 (-0.37)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  113.99 (-0.03)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ექსპერტები: გერმანიამ რუსული ნავთობის მოხმარება 35%-დან 12%-მდე უკვე შეამცირა

გერმანიამ, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსულ ნავთობზე, უკვე შეამცირა რუსული ნავთობის მოხმარების წილი 35%-დან 12%-მდე. ამის შესახებ Twitter-ზე უკრაინელი და უცხოელი ექსპერტების ჯგუფის (Yermak-McFaul group) პრესსამსახურმა განაცხადა, რომელიც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებზე მუშაობს. “ევროკავშირს შეუძლია და უნდა შეწყვიტოს კრემლის დაფინანსება, რომელმაც 20 მილიარდი ევრო გამოიმუშავა ნავთობიდან უკრაინაში სისხლისღვრის 2.5 თვის განმავლობაში“, – აღნიშნა ჯგუფმა. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ მათ მიერ მომზადებული ენერგეტიკული სანქციების საგზაო რუკა ...

Read More »

პუტინი: “ევ­რო­კავ­ში­რი რუ­სულ ენერ­გო­რე­სურ­სებ­ზე უა­რის თქმით, ეკო­ნო­მი­კურ თვით­მკვლე­ლო­ბას სჩა­დის”

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბით, ევ­რო­კავ­ში­რი რუ­სულ ენერ­გო­რე­სურ­სებ­ზე უა­რის თქმით, ეკო­ნო­მი­კურ თვით­მკვლე­ლო­ბას სჩა­დის. მისი თქმით, დღეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბით, “სა­კუ­თა­რი ამ­ბი­ცი­ე­ბის გამო და ამე­რი­კე­ლი მბრძა­ნებ­ლის წნე­ხის ქვეშ ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი აწე­სე­ბენ სულ მეტ ახალ სან­ქცი­ას ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის ბა­ზარ­ზე”. “რუ­სულ ენერ­გო­რე­სურ­სებ­თან ერ­თად ევ­რო­პი­დან მსოფ­ლი­ოს სხვა რე­გი­ო­ნებ­ში გავა მო­მა­ტე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ასე­თი ეკო­ნო­მი­კუ­რი “აუტ­და­ფე“, თვით­მკვლე­ლო­ბა, რა თქმა უნდა, ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის სა­ში­ნაო საქ­მეა“, ...

Read More »