Author Archives: admin

ბერლინში კლიმატის რიგით მე-13 კონფერენცია მიმდინარეობს

ბერლინში კლიმატთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად სხვადასხვა ქვეყნის ათეულობით დიპლომატი შეიკრიბა. პეტერსბერგის რიგით მე-13 კლიმატის კონფერენცია ორშაბათს, 18 ივლისს დაიწყო. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა კლიმატის საკითხის მნიშვნელობაზე ისაუბრა და შეკრებილებს კლიმატის პრობლემებთან გასამკლავებლად გლობალური ძალისხმევისკენ მოუწოდა. ანალენა ბერბოკის თქმით, გლობალური ემისიების განახევრებამდე 8 წელი დარჩა. ეს არის ის ვალდებულება, რომელიც მათ გლასგოში აიღეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ყურადღება უნდა ...

Read More »

გერმანულმა Uniper-მა უარყო გაზპრომის მოთხოვნა ფორსმაჟორზე

რუსული ბუნებრივი აირის გერმანიის უმსხვილესმა იმპორტიორმა Uniper-მა განაცხადა, რომ მიიღო წერილი “გაზპრომისგან”, რომელშიც ნათქვამია, რომ გაზის მიწოდების გარანტირებას ვერ შეძლებს. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი იუწყება. გერმანულმა კომპანიამ პრეტენზია ოფიციალურად უარყო, როგორც უსაფუძვლო. Uniper-მა არ გაასაჯაროვა წერილის შინაარსი, მაგრამ სააგენტოს წყარომ განმარტა, რომ ფორსმაჟორი დაკავშირებული იყო Nord Stream 1 მილსადენით მიწოდებასთან. ივნისის დასაწყისში, “გაზპრომმა” გამოაცხადა ამ მილსადენით საწვავის ამოტუმბვის შემცირება, Siemens-ის მიერ ბუნებრივი ...

Read More »

ბაიდენის ადმინისტრაცია მზის ენერგიის შიდა წარმოებისთვის დაფინანსებას ზრდის

ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, ქვეყანაში მზის ენერგიის შიდა წარმოების განსავითარებლად $56 მილიონი მოცულობის დაფინანსება გამოიყოფა. ამერიკის შეერთებულ შტატებს ქვეყნის სუფთა ენერგიის სექტორის ჩინეთში დამზადებული საქონლისგან განთავისუფლება სურს. ენერგეტიკის დეპარტამენტის ახალი დაფინანსება კლიმატმეგობრული ტექნოლოგიების, მათ შორის სილიკონზე დაფუძნებული პროდუქციის ალტერნატივების განვითარებას შეუწყობს ხელს. მსგავსი ტიპის პროდუქტები უმეტესწილად აზიაში მზადდება და ბაზარზე კვლავ დომინანტობას ინარჩუნებს. დეპარტამენტი $27 მილიონს კადმიუმის ტელურიდისგან დამზადებული მზის პანელების ...

Read More »

E-SPACE: საქართველოში ელექტრომობილების შემოყვანის ზრდის ტენდენციაა

2022 წელს საქართველოში ელექტრომობილების შემოყვანის ზრდის ტენდენციაა. როგორც E-Space-ის აღმასრულებელი დირექტორი ავთანდილ შავიშვილი ამბობს, ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში დაახლოებით 20-30 ელექტრომობილი შემოდიოდა, 2022 წლის დასაწყისში რაოდენობა გაიზარდა და პირველი სამი თვის განმავლობაში 50-მდე ელექტრომობილს მიაღწია. ბოლო 2 თვის განმავლობაში კი, საქართველოში შემოსული ელექტრომობილების რაოდენობა 70-80-მდე გაიზარდა. “ეს ბევრი არ არის, თუმცა კარგია, რომ ზრდის ტენდენციაა”, – აღნიშნა ავთანდილ შავიშვილმა. მისი ...

Read More »

გერმანიაში აცხადებს, რომ მომავალ ზამთარს რუსული გაზის გარეშე ვერ გადაიტანენ

გერმანია მომავალ ზამთარს რუსული გაზის გარეშე ვერ გადაიტანს. ახლა ქვეყანაში გაზსაცავი მხოლოდ 65%-ითაა სავსეა, მარაგების შევსება Nord Stream 1-ის მეშვეობით საჭიროა. ასეთი განცხადებები გააკეთა ქსელების ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელმა კლაუს მიულერმა Bild am Sontag-თან ბოლო ინტერვიუში. “გაზის საცავი სავსეა თითქმის 65 პროცენტით. ეს უკეთესია, ვიდრე წინა კვირებში, მაგრამ რუსული გაზის გარეშე ზამთრის გადატანისთვის საკმარისი არ არის” – თქვა მიულერმა. ოფიციალური პირის ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის  19 ივლისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  105.48 (-0.84)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  101.76 (-0.84)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ენგურჰესი გარკვეული პერიოდებით მუშაობას შეწყვეტს

2022 წლის ექვს თვეში საქართველომ წინა წლის ექვს თვესთან შედარებით 27,7%-ით მეტი ელექტროენერგია აწარმოვა

„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” (ესკო) ივნისის თვის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. ესკოს მონაცემების თანახმად, 2022 წლის ივნისში საქართველოს თბო, ქარის და ჰიდროსადგურებმა გამოიმუშავეს 1 მილიარდ 484 მილიონ 742 ათასი კვტსთ ელექტროენერგია, რაც წინა წლის ივნისის მაჩვენებელს (1 მილიარდ 323 მილიონ 094 ათასი მლნ კვტსთ) 12,2%-ით აღემატება. სულ, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველომ 7 მილიარდ 62 მილიონ 700 ათასი ...

Read More »

ევროკომისარი: სამხრეთის გაზის დერეფანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირის ბუნებრივი აირის მიწოდების დივერსიფიკაციაში

სამხრეთის გაზის დერეფანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირის ბუნებრივი გაზის მიწოდების დივერსიფიკაციაში, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის. ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, კადრი სიმსონმა განაცხადა. „ჩემი ვიზიტი ბაქოში პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენთან ერთად, უპირველეს ყოვლისა, აზერბაიჯანთან ენერგეტიკულ სფეროში ევროკავშირის თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. გასული თვეების განმავლობაში, ევროკავშირისთვის ცხადი გახდა, რომ რუსეთი და „გაზპრომი“ გამოიყენებდნენ ენერგომომარაგებას, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტს. ამიტომ, ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ძალისხმევას, რათა ...

Read More »

ეგვიპტე ევროპას გაზის კრიზისის შემსუბუქებაში დაეხმარება

ეგვიპტე მზადაა ევროპას გაზის მიმდინარე კრიზისის შემსუბუქებაში დაეხმაროს. განცხადება პრეზიდენტმა აბდელ-ფატაჰ ელ-სისიმ გააკეთა. “ამჟამინდელი გათხევადების ქარხნებით ეგვიპტეს შეუძლია ბუნებრივი აირის ექსპორტი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვიდან. თუ ეგვიპტეს შეუძლია გარკვეული როლი შეასრულოს ნებისმიერი კრიზისის შერბილებაში, ის მზად არის ამისათვის”,- განაცხადა ელ-სისიმ გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. Gazprom-მა ევროპის 3 ქვეყანაში, რომელიც მისგან ბუნებრივ აირს ყიდულობს, მიწოდებაზე ფორს-მაჟორი გამოაცხადა. ნაბიჯი შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ ...

Read More »

აზერბაიჯანი ევროკავშირისთვის გაზის მიწოდებას 49%-ით ზრდის

აზერბიჯანი ევროკავშირთან ენერგეტიკულ თანამშრომლობას ზრდის – 2027 წლამდე ევროკავშირი აზერბაიჯანისგან ყოველწლიურად 20 მილიარდ კუბურ მეტრს შეისყიდეს. ამის შესახებ ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ სტრატეგიული ენერგეტიკული თანამშრომლობის მემორანდუმშია საუბარი. მომერანდუმის ხელმოწერის ცერემონია ბაქოში შედგა, რომელსაც ესწრებოდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. მემორანდუმი სამხრეთ საგაზო კორიდორის (ბაქო-თბილისი-ერზურუმი) გამტარობის გაორმაგებს ითვალისწინებს. ამგვარად 2027 წალმდე ევროგაერთიანება აზერბაიჯანისგან ყოველწლიურად ...

Read More »