„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” (ესკო) ივნისის თვის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
ესკოს მონაცემების თანახმად, 2022 წლის ივნისში საქართველოს თბო, ქარის და ჰიდროსადგურებმა გამოიმუშავეს 1 მილიარდ 484 მილიონ 742 ათასი კვტსთ ელექტროენერგია, რაც წინა წლის ივნისის მაჩვენებელს (1 მილიარდ 323 მილიონ 094 ათასი მლნ კვტსთ) 12,2%-ით აღემატება.
სულ, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველომ 7 მილიარდ 62 მილიონ 700 ათასი კვტსთ ელექტროენერგია აწარმოვა, რაც გასული წლის პირველ ნახევრის მაჩვენებელზე (5 მილიარდ 530 მილიონ 400 ათასი კვტსთ) 27.7%-ით მეტია.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში წარმოებული ელექტროენერგიის 78.35% ჰიდროელექტროსადგურების წილად მოდის, 21,08% თბოელეტროსადგურების, 0.56% კი ქართლის ქარის ელექტროსადგურის წილია.
2022 წლის ექვს თვეში ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული 5 მილიარდ 533 მილიონ 900 ათასი კვტსთ ელექტროენერგიის 81% (4 483.2 მლრ კვტსთ) 15 ჰიდროელექტროსადგურზე მოდის:
ენგურჰესი – 1 591.9 მლნ კვტსთ
ვარციხე ჰესი – 551.2 მლნ კვტსთ
ვარდნილჰესი – 346.7 მლნ კვტსთ
შუახევი ჰესი – 314.2 მლნ კვტსთ
დარიალჰესი – 226.1 მლნ კვტსთ
ფარავანჰესი – 218.3 მლნ კვტსთ
ლაჯანურჰესი – 215.2 მლნ კვტსთ
გუმათჰესი – 176.8 მლნ კვტსთ
ხრამჰესი 2 – 159.1მლნ კვტსთ
ჟინვალჰესი – 157.9 მლნ კვტსთ
რიონჰესი – 154.4 მლნ კვტსთ
ხელვაჩაური ჰესი 1 – 129.8 მლნ კვტსთ
ხრამჰესი 1 – 87.3 მლნ კვტსთ
ძევრულჰესი – 82.2 მლნ კვტსთ
შაორჰესი – 72.1 მლნ კვტსთ
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში იმპორტირებულია 1 მილიარდ 174 მილიონ 700 ათასი კვტსთ ელექტროენერგია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე (1 მილიარ 706 მილიონ 132 ათასი კვტსთ) 31.1%-ით ნაკლებია.
იმპორტით წლის პირველ ნახევარში შემოტანილი ელექტროენერგიის 55.5% (652 მილიონ 100 ათასი კვტსთ) ოკუპირებულ აფხაზეთს მიეწოდა. შარშან ეს მაჩვენებელი 53.3%-ს (909 მილიონ 89 ათასი მლნ კვტსთ) შეადგენდა
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ექსპორტირებულია 632 მილიონ 300 ათასი კვტსთ ელექტროენერგია, რაც შარშანდელი ექვსი თვის მაჩვენებელზე (339 მილიონ 636 ათასი კვტსთ) 83.5%-ით მეტია.
2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ყოველ კვტსთ ექსპორტზე გატანილ ელექტროენერგიაზე 5.02-ჯერ მეტი შემოჰქონდა იმპორტით, ხოლო 2022 წლის ექვს თვეში ყოველ კვტსთ ექსპორტზე გატანილ ელექტროენერგიაზე 1,88-ჯერ მეტი.
მიმდინარე წლის ექვს თვეში საქართველოდან ტრანზიტით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1367%-ით მეტი ელექტროენერგია გავიდა.
ტრანზიტის 60% (424.4 მლნ კვტსთ) აზერბაიჯანიდან თურქეთში, 28.1% (198.8 მლნ კვტსთ) რუსეთიდან თურქეთში, ხოლო 11.9% სომხეთიდან თურქეთში გატანილი ელექტროენერგიის წილია.
შარშან ექვს თვეში ტრანზიტით (აზერბაიჯანი → თურქეთი) მხოლოდ 48.2 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გავიდა.
მიმდინარე წლის ექვს თვეში მომხმარებელ მიწოდა 7 მილიარდ 315 მილიონ 200 ათასი კვტსთ ელექტროენერგია, რაც წინა წელთან მაჩვენებელზე (6 მილიარდ 672 მილიონ 10 ათასი კვტსთ) 9,6%-ით მეტია.
ოკუპირებულ აფხაზეთს მიმდინარე წლის ექვს თვეში 1 მილიარდ 688 მილიონ 800 ათასი კვტსთ ელექტროენერგია მიეწოდა. შარშანდელზე (1 მილიარდ 583 მილიონ 964 ათასი კვტსთ) 6.6%-ით მეტი.
ოკუპირებული აფხაზეთისთვის წელს მიწოდებულ ელექტროენერგიაში იმპორტით შემოტანილის წილი 38.6%-ს შეადგენს. შარშან ეს მაჩვენებელი 57.4% იყო.
ყველაზე მსხვილმა ბიტკოინმომპოვებელმა კომპანიამ („ბი ეფ დი სი”) მიმდინარე წლის ექვს თვეში 168 მლნ კვტსთ ელექტროენერგია მოიხმარა, შარშანდელთან (198 მილიონ 80 ათასი კვტსთ) შედარებით 15,2%-ით ნაკლები.
წყარო: ipress.ge