Author Archives: admin

"გაზპრომი" უკრაინის ანტიმონოპოლიურის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

„გაზპრომი“ მოლდოვას რუსული გაზის გაიაფების სანაცვლოდ, ევროკავშირთან შეთანხმებული რეფორმების გადადებას სთავაზობდა

რუსული „გაზპრომი“ მოლდოვას რუსული გაზის გაიაფების სანაცვლოდ, ევროკავშირთან შეთანხმებული რეფორმების გადადებას სთავაზობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული „ფაინენშალ თაიმსი“ აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, რუსული სახელმწიფო კომპანია კიშინიოვს სთავაზობდა ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში შესწორებები შეეტანა და გადაევადებიან ბრიუსელთან შეთანხმებული ენერგეტიკული სექტორის რეფორმირება. ანონიმურმა წყარომ „ფაინენშალ თაიმსს“ უთხრა, რომ კრემლი ბუნებრივი აირის შესახებ კონტრაქტის გაფორმებას უფრო ფართო პოლიტიკური პროცესის ნაწილად განიხილავს. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში მოლდოვაში რუსულ ...

Read More »

Tesla-ს Model 3 ევროპის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი გახდა

გასულ თვეში Tesla-ს Model 3 ევროპის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი გახდა. ელექტრომობილმა ბენზინის ძრავიან კონკურენტ მოდელებს გაყიდვებით პირველად გაუსწრო. Jato Dynamics-ის თანახმად, ამერიკული ავტომწარმოებლის ყველაზე ხელმისაწვდომმა მოდელმა გაყიდვებში Renault-ს Clio და Volkswagen-ის Golf-იც დაამარცხა. როგორც კვლევითი ფირმის ანგარიშშია ნათქვამი, Model 3-ის გაყიდვები ნაწილობრივ ასახავს კომპანიის ინტენსიურ გაყიდვებს კვარტლის ბოლოს. ყოველთვიური გაყიდვების გვირგვინის მიღება გარდამტეხი ეტაპია ელექტრომობილებისთვის და კიდევ ერთი ნიშანი იმისა, ...

Read More »

Goldman Sachs: 2021 წლის ბოლოსთვის Brent ტიპის ნავთობის ფასმა შესაძლოა 90 დოლარს გადააჭარბოს

ამერიკული საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs მიიჩნევს, რომ ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილების აქტიური აღდგენის ფონზე Brent მარკის ნავთობის ფასმა შესაძლოა გადააჭარბოს 90 დოლარს/ბარელზე. იუწყება  “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბანკის აზრით, ნავთობზე მოთხოვნილება მალე მიაღწევს პანდემიამდელ ოდენობას და კვლავ გახდება 100 მილიონი ბარელი/დღე-ღამეში. გარდა ამისა, მწარმოებელი კომპანიების გადასვლამ გაზიდან ნავთობზე შესაძლოა გაზარდოს მოთხოვნილება მინიმუმ 1 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში. „ეს არ არის ჩვენი საბაზისო სცენარი, მაგრამ ...

Read More »

“ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” რეგისტრაციის პროცესი წინ მიიწევს

გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ” ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” გაზის მიწოდების საიმედოობის ანალიზი შეადგინა და შედეგები ქსელების ფედერალურ ოფისს (Bundesnetzagentur) გადასცა. ამის შესახებ გამოცემა DW წერს. ეკონომიკის სამინისტროს ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ახალი გაზსადენის სერტიფიცირება გერმანიისა და ევროკავშირის გაზის მიწოდების უსაფრთხოებას საფრთხეს არ შეუქმნის. გადაწყვეტილების მიღებამდე დეპარტამენტმა  კონსულტაცია გაიარა სხვა ქვეყნებთანაც, კერძოდ: ესტონეთთან, იტალიასთან, ლატვიასთან, ლიტვასთან, ავსტრიასთან, პოლონეთთან, სლოვაკეთთან, ჩეხეთთან და უნგრეთთან. შემდგომი ნაბიჯია, რომ  ...

Read More »

კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი (CCEH) USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების და ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამებთან იწყებს თანამშრომლობას

2021 წლის 25 ოქტომბერს  კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგმა (CCEH), გურიის რეგიონში სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის განვითარების მიზნით და საქართველოში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად,  USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების და ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამებთან  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ USAID საქართველოს წარმომადგენლები, დევიდ ჰოფმანი, მისიის დირექტორის მოადგილე, მარიკა ოლსენი,  ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი, USAID-ის  ენერგეტიკის უსაფრთხოების პროგრამის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.     USAID-ის ეკონომიკური პროგრამასთან ...

Read More »

სემეკში ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმაზე იმსჯელეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) საბითუმო ბაზრის მონაწილე პირდაპირი მომხმარებლების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გაიმართა. სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა მონაწილეებს გააცნეს ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობის პროცესი და ახალი ბაზრის სტრუქტურის პირობებში ვაჭრობისათვის შემუშავებული საკანონმდებლო ჩარჩო. შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში და მონაწილეებმა იმსჯელეს პირდაპირი მომხმარებლებისათვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. საქართველოს ...

Read More »

ნათია თურნავამ იაპონურ ენერგოკომპანიასთან TEPCO Renewable Power სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ იაპონიის მსხვილი ენერგეტიკული კომპანიის TEPCO Renewable Power (TEPCO RP) მაღალი რანგის მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლის დროსაც იაპონური კომპანიის საქართველოში საქმიანობის გაფართოებისა და სხვა ენერგეტიკულ ობიექტებში შესაძლო ინვესტირების საკითხი განიხილეს. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ TEPCO Renewable Power – ი უკვე ფლობს 31,4 პროცენტიან წილს დარიალი ჰესში. ეს აქტივობა TEPCO RP – ს ...

Read More »
მაკროეკონომიკური რისკებისა და წარმოების ზრდის ფონზე ნავთობის ფასმა დაიკლო

დედოფლისწყაროში ნავთობის დაღვრის პრევენციის სამუშაოები დაიწყო

სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა და სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომლებმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში, ნავთობის შემკრებ პუნქტში ნავთობის ტრანსპორტირების პროცესი დაიწყეს. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის გიორგი ტატიშვილის განცხადებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე მირზაანის ნავთობის საბადოზე მდებარე ჭაბურღილებიდან მოპოვებული ნავთობი გროვდება მირზანიის ნავთობის შემკრებ პუნქტში განლაგებულ მცირე მოცულობის რეზერვუარებში, არსებული მდგომარეობით რეზერვუარები ...

Read More »

ევროპელი ავტომწარმოებლები ევროპაში მიკროჩიპების საწარმოს გახსნას ითხოვენ

ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაცია ACEA გამოდის ინიციატივით უმოკლეს ვადებში შეიქმნას მიკროსქემების საწარმოების ქსელი ევროკავშირის ტერიტორიაზე, რათა დასრულდეს აზიაზე დამოკიდებულება. ამის შესახებ აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ ევროკომისიისადმი გაგზავნილ წერილში. „არსებული კრიზისი ცხადყოფს, რამდენად მოწყვლადია ნახევარგამტარების მიწოდების ჯაჭვი და რამდენად საჭიროა ჩვენი უცხოურ ბაზრებზე დამოკიდებულების მინიმიზება, განსაკუთრებით აზიურისგან. ახლა ჩვენ ვართ უმძიმეს მდგომარეობაში, მაშინ როცა აზიურ ბრენდებს საქმეები უკეთ მისდით, იმიტომ, რომ მათ ...

Read More »

ნავთობის ფასი ისევ გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  86.40 (+ 0.41)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  84.65 (+ 0.89)  დოლარი/ბარელზე.

Read More »