Author Archives: admin

საწვავის ფასებთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განცხადებას ავრცელებს

„გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დროს საწვავის ფასებთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარებს. აქვე, პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ ჩვენი ამოცანა არის და ყოველთვის იქნება დავიცვათ ბიზნესის სამართლიანი და ობიექტური ინტერესები, რაც იმთავითვე გულისხმობს საზოგადოების პროფესიულ და ობიექტურ ინფორმირებას ბიზნესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე. რაც შეეხება საწვავზე ფასების ზრდას – ბუნებრივია, ეს პროცესი ნეგატიურად მოქმედებს როგორც მოსახლეობაზე, ასევე ეკონომიკურ აგენტებზე, რომლებსაც სხვადასხვა მიზნით უწევთ საწვავის მოხმარება. ...

Read More »

მსოფლიოში ნახშირორჟანგის გამოყოფა პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება

მსოფლიოში ნახშირორჟანგის გამოყოფა პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება. Euornews-ის ინფორმაციით, 2020 წლის დასაწყისიდან კორონავირუსის პანდემიის მსოფლიოში გავრცელების შემდეგ ნახშირორჟანგის გამოყოფა პლანეტაზე 5.4%-ით შემცირდა. თუმცა, აკრძალვების ეტაპობრივად მოხსნის შედეგად მიმდინარე წელს ნახშირორჟანგის გამოყოფა 4.9%-ით გაიზრდება და წლის განმავლობაში 36.4 მილიარდ ტონას მიაღწევს. მეცნიერთა კვლევის თანახმად, 2021 წელს ქვანახშირისა და გაზის ემისია 2019 წლის დონეს აღემატება, მაშინ როცა ნავთობიდან გამონაბოლქვი კვლავ დაბალია 2019 წლის ...

Read More »

დავით ნარმანია: რუსეთიდან მიღებული გაზი უმნიშვნელოა, წლიდან წლამდე 90 პროცენტზე მეტ გაზს ვიღებთ აზერბაიჯანიდან

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, რუსეთიდან მიღებული გაზის წილი უმნიშვნელოა. მისივე თქმით, ხანდახან პოლიტიკური ოპონენტები აღნიშნულ საკითხზე პედალირებენ, თუმცა ციფრები სხვა რამეზე მეტყველებს. „ხშირად არის ხოლმე საუბარი იმაზე, რომ საქართველო რუსეთზე არის ჩამოკიდებული გაზის მიწოდების ნაწილში, ჯამში 2020 წელს 2 ნახევარი მილიარდი მეტრ კუბი გაზი იქნა მოხმარებული, საიდანაც რუსეთიდან მიღებული გაზი მხოლოდ 0,2 მილიარდი ...

Read More »

დავით ნარმანია: დღეღამურ ტარიფებამდე მაშინ მივალთ, როდესაც ყველგან დაყენდება ე.წ. ჭკვიანი მრიცხველები, მოხმარებული ენერგიის აღრიცხვა საათობრივად მოხდება

დღეღამურ ტარიფებამდე მას შემდეგ მივალთ, როდესაც ყველგან დაყენდება ე.წ. ჭკვიანი მრიცხველები, მოხმარებული ენერგიის აღრიცხვა საათობრივად მოხდება, – ამის შესახებ განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შესახებ 2020 წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას. მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში დამტკიცდება საინიციატივო გეგმა, რომ შემდგომი რამდენიმე ...

Read More »
გააძვირებს თუ არა გაზის გადასახადს "ყაზტრანსგაზის" გასხვისება

ევროპაში გაზის ფასი 8%-ით გაიზარდა

ევროპაში გაზის ფასი გასული სავაჭრო დღის განმავლობაში 8%-ით გაიზარდა. ამას მოწმობს ICE Futures-ის მონაცემები. დეკემბრის გაზის ფიუჩერსების ღირებულებამ ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 960 აშშ დოლარი შეადგინა. დღის განმავლობაში კი დაკორექტირდა და სავაჭრო დღის დახურვისთვის 951 აშშ დოლარამდე ჩამოვიდა. ზოგადად, ფასების მატების მიზეზებს შორის სახელდება ბოლო გრძელი და ცივი ზამთრის განმავლობაში ბუნებრივი აირის გაზრდილი მოხმარება, ამას ასევე ემატება სამრეწველო საწარმოების ...

Read More »

ჩინეთი ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში დაბრუნებას მიესალმება

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან იმ განაცხადა, რომ ჩინეთი ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში დაბრუნებას მიესალმება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან სატელეფონო საუბრისას ვან იმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-მა ზომები, ვიდრე ირანი შეთანხმების სრულად შესრულებას განაახლებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შეთანხმების შესრულების განახლების მიმართ ირანის პოზიტიური დამოკიდებულება ცხადყო, ხოლო აშშ-მა თავისი პოლიტიკის გამოსასწორებლად ნაბიჯები უნდა გადადგას. ...

Read More »
ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

გაზის კრიზისს ნავთობის დეფიციტიც ემატება – როგორ ითარგმნება ეს გლობალურ ეკონომიკაში

გლობალური ენერგოკრიზისი მძაფრდება, ბუნებრივი აირის დეფიციტსა და მისი ღირებულების გახუთმაგებას, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ნავთობის დეფიციტიც დაემატა. გაზი მსოფლიო ეკონომიკის პოსტპანდემიური ზრდის, „მწვანე ენერგიაზე“ ზედმეტად ფორსირებული გადასვლისა და ევროპის გაზსაცავების არასაკმარისი შევსების გამო გაძვირდა. იმათ, ვისაც გაზი არ ეყო, ენერგიის სხვა, უფრო ბინძურ წყაროებზე, პირველ რიგში, ნავთობზე და ნახშირზე, გადასვლა მოუწია. შედეგად, შავ ოქროზე მოთხოვნა უახლოეს თვეებში დღე-ღამეში 500 000 ბარელით გაიზრდება ...

Read More »
უკრაინამ რუსული გაზის შესყიდვა შეაჩერა

ენერგეტიკის საკითხებში ევროკავშირის კომისარი – ევროკავშირი მიზნად ისახავს ეგვიპტესთან თანამშრომლობის გაძლიერებას ენერგეტიკის სფეროში

ევროკავშირი მიზნად ისახავს ეგვიპტესთან თანამშრომლობის გაძლიერებას ენერგეტიკის სფეროში, – აღნიშნულის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკავშირის კომისარმა კადრი სიმსონმა ეგვიპტის ნავთობისა და მინერალური რესურსების მინისტრთან, თარექ ელ მოლასთან შეხვედრისას განაცხადა. მხარეებმა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის გაზის ფორუმის ფარგლებში შეხვედრისას განიხილეს ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისა და ექსპორტის კოორდინაციის გაზრდის გზები. საუბრისას სიმსონმა ხაზი გაუსვა ეგვიპტის ძალისხმევის მნიშვნელობას აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, რომელიც მხარს უჭერს ამ სივრცის ქვეყნებს ...

Read More »

გრეტა თუნბერგი: გაეროს კლიმატის სამიტი სრული კრახი და პიარზე გათვლილი მოქმედებაა

შვედი გარემოსადამცველი აქტივისტი გრეტა თუნბერგი გაერთიანებული სამეფოს ქალაქ გლაზგოში მიმდინარე კლიმატის ცვლილების სამიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ კონფერენცია სრული კრახი და პიარზე გათვლილი მოქმედებაა. მისი თქმით, მსოფლიო ლიდერები არა მომდევნო ათწლეულების გრძელვადიან გეგმებზე უნდა თანხმდებოდნენ, არამედ სათბური აირების გამოყოფა ახლავე უნდა შეაჩერონ. „ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს შეუძლიათ გააგრძელონ ცხოვრება თავიანთი ფანტაზიებით როგორიცაა მარადიული ეკონომიკური ზრდა და ტექნოლოგიური განვითარება. ეს ყველაფერი მაშინ, როცა ...

Read More »

ბაიდენი: აშშ საჭიროების შემთხვევაში განიხილავს სხვადასხვა ინსტრუმენტს და გამოიყენებს კონტრაქტებს ქვეყნებთან ნავთობის ბაზარზე ფასების სტაბილიზაციისთვის

ამერიკის შეერთებული შტატები საჭიროების შემთხვევაში განიხილავს სხვადასხვა ინსტრუმენტს და გამოიყენებს კონტრაქტებს ქვეყნებთან ნავთობის ბაზარზე ფასების სტაბილიზაციისთვის. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში განაცხადა. „ჩვენს არსენალში გვაქვს სხვა ინტრუმენტები, რომლებთანაც საქმე გვექნება. მე ვისაუბრებ სხვა ქვეყნებთან შესაფერის დროს, რათა მეტი ენერგია მივიღოთ მილსადენით“, – აღნიშნა ბაიდენმა. OPEC+-ის შეთანხმების ქვეყნები ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაზე დარჩნენ თავიანთი გეგმის ერთგულები, აღადგინონ ნავთობის მოპოვება ...

Read More »