Author Archives: admin

ბიტკოინის ფასი მცირდება

ბიტკოინის ღირებულება მიმდინარე დღის განმავლობაში კიდევ 0.85%-ით დაეცა. ამას მოწმობს Binance-ის ბირჟის მონაცემები. კრიპტოვალუტის ფასი ამ დროისათვის  48,931.92 აშშ დოლარს შეადგენს. ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა. აღნიშნულზე საარაუდოდ ინდოეთში კრიპტოვალუტების სრულად აკრძალვამ მოახდინა გავლება. შეგახსენებთ, რომ მანამდე, ინდონეზიის ცენტრალურმა ბანკმა აკრძალა ბიტკოინითა და სხვა კრიპტოვალუტებით ანგარიშსწორება. ბიტკოინის მაინინგი სრულად აიკრძალულია ჩინეთშიც.

Read More »

ელექტრომობილების გაყიდვებით Volkswagen-მა Tesla-ს გადაასწრო

გერმანულმა ავტომწარმოებელმა, Volkswagen-მა რამდენიმე დღის წინ საკუთარი შუალედური შედეგები გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვითაც 2021 წლის პირველ ნახევარში ევროპის ტერიტორიაზე გაყიდული ელექტრომობილებიდან 26% სწორედ მისია. ამ ანგარიშის მიხედვით, Volkswagen-ი ევროპის ტერიტორიაზე ელექტრომობილების გაყიდვების ლიდერი გახდა და ამერიკულ Tesla-საც გადაასწრო. საინტერესოა, რომ ამ დრომდე ევროპაში ყველაზე პოპულარული ელექტრომობილი, Tesla Model 3 გახლდათ. თუმცა, როგორც ჩანს, ბოლო დროს  „ფოლკსვაგენის“ ადგილობრივმა წარმოებამ, ბრენდის სიახლოვემ და ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი შემცირდა

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ღირებულება გასული დღის განმავლობაში დაახლოებით 4%-ით შემცირდა. ამას მოწმობს ICE Futures-ის მონაცემები. ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში გაზის იანვრის ფიუჩერსების ღირებულებამ ათას კუბურ მეტრზე 994 აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, ევროპის ენერგეტიკული კრიზისი პიკს აღწევს, გასულ წელთან შედარებით ფასები ხუთჯერ გაიზარდა. ბუნებრივი გაზის მარაგები იმდენად დაბალია, რომ ნორმალურზე ცივმა ზამთარმა შესაძლებელია ინდუსტრიისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეზღუდვის აუცილებლობა დააყენოს. ენერგიის ხარჯის ზრდის ...

Read More »

ელექტრომობილების ელემენტები ბოლო 10 წელიწადში 90%-ით გაიაფდა

Green Car Congress-ის ექსპერტებმა ჩაატარეს კვლევა და გაარკვიეს, რომ მიუხედავად საავტომობილო ინდუსტრიაში არსებული სირთულეებისა, რომელიც პანდემიამ გამოიწვია, ბოლო 10 წელიწადში ელექტრომობილების ელემენტების ღირებულება 90%-ით არის შემცირებული. თუ 2010 წელს კვტს ლითიუმ იონის ელემენტის ფასი 1200 დოლარი იყო, ამ დროისთვის მისი ფასი მხოლოდ 132 დოლარია. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ტენდენცია სამომავლო პერსპექტივაში გაათანაბრებს ელექტრომობილებისა და შიგაწვისძრავიანი ავტომობილების ფასს. მიუხედავად მიკროჩიპების დეფიციტისა ...

Read More »
ნავთობზე დაბალი ფასები 10 წლის განმავლობაში შენარჩუნდება

Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი გაიზარდა, ხოლო Light Sweet-ის ტიპის – შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe) Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  69,88  (+ 0.21)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) Light Sweet-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  66,26 (- 0,24)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

გარემოს ეროვნული სააგენტო: ყაზბეგში, დისტანციური ზონდირების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, გეოლოგიური საფრთხეების შეფასება განხორციელდა, მომზადდა შესაბამისი რუკა და ანგარიში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოში, პროექტის „ტერიტორიის შეფასება ღვარცოფული პროცესის საფრთხის თვალსაზრისით ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, განხორციელებული სამუშაოების შედეგები განიხილეს. პროექტის ფარგლებში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დისტანციური ზონდირების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა და სხვა) ანალიზი/შეფასება განხორციელდა, ჩატარდა საველე გეოლოგიური კვლევები, ასევე, ტრენინგები თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით მონაცემების დამუშავების შესახებ. პროექტის ბოლო ...

Read More »
თბილისში ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი გაზის ჭარბმა ოდორიზებამ გამოიწვია

8 დეკემბერს, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ცნობით, 8 დეკემბერს, 09:00 დან 17:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს: გამარჯვებასა და აღთაკლიას. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიზეზი სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებაა. „გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 8 დეკემბერს გამარჯვების გაზგამანაწილებელ სადგურში სარეკონსტრუქციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, 09:00 დან 17:00 საათამდე, ბუნებრივი ...

Read More »

“საქართველოს გაზიფიკაციის მაჩვენებელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია”

“ძალიან დიდი კომპონენტი ჩვენი მომავალი წლის ბიუჯეტის არის სწორედ განვითარებაზე ორიენტირებული, მათ შორის განვითარებაზე ორიენტირებულია კაპიტალური ხარჯები, რომლის დონეც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიო ქვეყნებს შორის, დაახლოებით, 8%-ია მშპ-სთან, ეს არის ინფრასტრუქტურა, თუნდაც ჩემი სამინისტროს პაკეტში ეს არის კვლავაც გაზიფიკაცია, რომელიც საქართველოში 93%-ს აჭარბებს, სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ეს არის გზები და განსაკუთრებული აქცენტი გაისად გაკეთდება წყალმომარაგებაზე ...

Read More »

ევროპარლამენტარი: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ახალი აგრესია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტს მოკლავს

ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა, მანფრედ ვებერმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ახალი აგრესია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტს მოკლავს. გერმანელი პოლიტიკოსი მიესალმა ნატოს მიერ დაფიქსირებულ პოზიციას, რომლის თანახმად, რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესიული ქმედება ძვირი დაუჯდება. „თუ პუტინი იარაღის გამოყენებას მიმართავს, ეს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენის დასრულებას ნიშნავს“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა. მისი თქმით, გერმანიის ახალმა მმართველმა კოალიციამ მკაფიოდ უნდა განაცხადოს, ...

Read More »

აშშ-ში ნავთობის 23-ე მსოფლიო კონგრესი გაიხსნა

23-ე მსოფლიო ნავთობის კონგრესი (WPC), რომელიც აშშ-ში, კერძოდ ჰიუსტონში გაიხსნა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმომადგენლობითი ღონისძიებაა ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში. გავრცელებული ინფორმაციით, ფორუმი 9 დეკემბრამდე გაგრძელდება და მასში 70 ქვეყნიდან 5 ათასზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. დამსწრე პირებს შორის იქნებიან: მსხვილი სპეციალიზებული კომპანიების ხელმძღვანელები, მინისტრები და ექსპერტები. პროგრამა მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს კორონავირუსული პანდემიის კონტექსტში განიხილონ პლანეტის ენერგეტიკული სექტორის შემდგომი განვითარების საკითხები. კონგრესის გახსნის ცერემონიაზე WPC-ის საორგანიზაციო ...

Read More »