Author Archives: admin

ნიუ-იორკის შტატის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ბიტკოინის მაინინგს, მინიმუმ ორი წლით კრძალავს

ნიუ-იორკის შტატის სენატმა მაინინგის ამკრძალავი კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც Proof-of-Work (PoW) სისტემის კრიპტოვალუტების, მათ შორის, ბიტკოინის მაინინგს მინიმუმ ორი წლით კრძალავს. კანონმდებლების განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, შესაძლებელი იქნება გარემოზე მიყენებული ზიანის შემცირება და მდგრადი განვითარების სტრატეგიის ხელშეწყობა. ამასთან, ქსპერტების შეფასებით, მაინინგის აკრძალვა, როგორც საკანონმდებლო პრეცედენტი, ნეგატიურად აისახება კრიპტო-ინდუსტრიაზე, რადგან მას, შესაძლოა, ერთგვარი დომინოს ეფექტი მოჰყვეს და აშშ-ის სხვა შტატებმაც მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილება. რაც ...

Read More »

2021 წელს ელექტროენერგიის იმპორტმა ექსპორტს 5-ჯერ გადააჭარბა

ელექტროენერგიის იმპორტმა 5-ჯერ გადააჭარბა ექსპორტს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის 2021 წლის საქმიანობის მიხედვით, საანგარიშო წელს ელექტროენერგიის იმპორტმა 2,006 გვტ.სთ შეადგინა. აღნიშნული წინა წლის მაჩვენებელზე 24.6%- ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 23.3%-ით მეტია. რაც შეეხება ექსპორტს, 2021 წელს საქართველოდან ექსპორტირებულ იქნა 391 გვტ.სთ ელექტროენერგია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 2.5-ჯერ, ხოლო 2018 წლის შესაბამის მონაცემზე 1.6-ჯერ მეტია ელექტროენერგიის იმპორტის 8% – თურქეთიდან, ...

Read More »

რუსეთში ელექტროენერგიის შესყიდვის შეწყვეტის მიზნით, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა შეთანხმება გააფორმეს

ბალტიის ენერგეტიკული სისტემის ოპერატორებმა – ესტონურმა Elering-მა, ლატვიურმა Augstsprieguma tīkls-მა (AST) და ლიეტუვის Litgrid-მახელი მოაწერეს შეთანხმებას რუსეთში ელექტროენერგიის შესყიდვის შეწყვეტის შესახებ. ლატვიური კომპანიის ინფორმაციით, ბალტიისპირეთის ელექტროენერგიის ბაზარი პირველი ივნისიდან მხოლოდ პოლონეთსა და სკანდინავიის ქვეყნებს დაუკავშირდება. კომპანია ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად გადახდებთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებს. რამდენიმე ბანკი, რომლის მეშვეობითაც ადრე ფული ირიცხებოდა რუსეთში, ახლა სანქციების ქვეშაა. ბალტიის ენერგოსისტემა რუსულ სისტემასთან დაკავშირებული იქნება, ...

Read More »

სემეკი: ჰიბრიდული და ელექტრომობილები ბუნებრივ გაზზე მომუშავე ტრანსპორტს ანაცვლებს

2021 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების მაჩვენებელი. როგორც სემეკის ანგარიშში წერია, საყოფაცხოვრებო სექტორში 9 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მოთხოვნა ახალი დასახლებული პუნქტების გაზიფიცირების, მომხმარებლების მიერ დანადგარების სიმძლავრის გაზრდით (ძირითადად, ცენტრალური გათბობის ქვაბებზე გადასვლა) და ზამთრის თვეებში 200 კუბურ მეტრამდე საყოფაცხოვრებო მოხმარების სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებით აიხსნება. შეეხება ავტოგაზგასამართი სადგურების მიერ გაზზე მოთხოვნის მაჩვენებელს, 2015 წლის შემდეგ, როდესაც ბუნებრივი გაზის ...

Read More »

უკრაინაში ატომური ელექტროსადგურების რაოდენობა 9-მდე გაიზრდება

უკრაინის ეროვნული ატომური ენერგოკომპანია (უკრაინის სახელმწიფო საწარმო) Energoatom-ის პრეზიდენტმა პეტრო კოტინმა და ამერიკულმა კომპანიამ, ბირთვული ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიოში წამყვანი მიმწოდებლის Westinghouse Electric Company-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ ფრაგმანმა კომპანიებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ სამ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შედეგად, უკრაინაში, ატომური ელექტროსადგურების რაოდენობა  AP1000 ტექნოლოგიის გამოყენებით, 5-დან 9-მდე გაიზრდება. უკრაინული მედიის ცნობით, ეს იქნება ახალი თაობის რეაქტორები უკეთესი წარმადობითა და მანევრირების რეჟიმში ...

Read More »

სემეკი: სოფლებში გაზს ნაკლებად მოიხმარენ, რადგან გასათბობად ისევ შეშას იყენებენ

საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარება განსხვავებულია როგორც ქალაქისა და სოფლის, ასევე რეგიონების მიხედვით. სემეკის ანგარიშის თანახმად, პატარა ქალაქებში, დაბებსა და განსაკუთრებით სოფლებში, ბუნებრივი გაზის საშუალო მოხმარება ერთი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მნიშვნელოვნად ჩამორჩება დიდ ქალაქებში ანალოგიურ მაჩვენებელს, ვინაიდან ისევ აქტიურად გამოიყენება შეშა სათბობად. გამონაკლისს წარმოადგენს მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის რეგიონები. მცხეთა-მთიანეთში დიდი მოხმარება შეიძლება აიხსნას ამ რეგიონში ბუნებრივი გაზის საფასურის პირდაპირი ...

Read More »
ირანი, პაკისტანი და ჩინეთი ენერგოპარტნიორები ხდებიან

TANAP-ით გაზის ექსპორტი წელიწადში 27 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება

TANAP მილსადენით წელიწადში გაზის ექსპორტის 27 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდა არის დაგეგმილი, საიდანაც 9 მილიარდი კუბური მეტრი იტალიას მიეწოდება. ამის შესახებ ბრიტანული კომპანია bp-ის აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის რეგიონულმა პრეზიდენტმა, გარი ჯონსმა ბაქოში, 27-ე ენერგეტიკულ ფორუმზე განაცხადა, რასაც სააგენტო Trend ავრცელებს. მისი თქმით, ტარდება სამუშაოები გაზის საბადოების გაფართოებისა და წარმოების გაზრდის მიზნით. ამასთან, გაიზრდება გაზის სამხრეთ დერეფნის როლი და ექსპორტი, ...

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

სემეკი: საქართველოში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა 0.9%-ით გაიზარდა

საქართველოში ბუნებრივი გაზი ენერგიაზე საბოლოო მოთხოვნის დაკმაყოფილების უმთავრეს წყაროდ რჩება. როგორც სემეკის ანგარიშში წერია, ბუნებრივი გაზის წილი ენერგიის ჯამურ მოხმარებაში მცირედით, თუმცა ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. 2021 წელს ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99.4% დაკმაყოფილდა იმპორტით, ხოლო დარჩენილი 0.6% – ადგილობრივი მოპოვებით. გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროდ კვლავ რჩება აზერბაიჯანის რესპუბლიკა. ენერგეტიკული ბალანსის თანახმად, ენერგიის ჯამურ მოხმარებაში ბუნებრივი გაზის წილმა 38.5% შეადგინა. “შესამჩნევია ...

Read More »

ემბარგო რუსულ ნავთობზე – ომის შეჩერების მოლოდინში?

მოსკოვისთვის დასავლეთის დაწესებულმა სანქციებმა რუსეთში საკმაოდ მძიმე ეკონომიკური შედეგები გამოიწვია, თუმცა ამ შეზღუდვებმა ომის შეჩერება ჯერჯერობით ვერ შეძლო. რუსული აგრესიის დაწყების პირველივე დღიდან იყო ლაპარაკი, რომ შეჩერების ერთადერთი გზა ენერგეტიკულ რესურსებზე ემბარგოს დაწესება იქნებოდა, რადგან სწორედ მათი ექსპორტიდან მიღებული შემოსავალია მოსკოვისთვის ომის დაფინანსების მთავარი წყარო. სამხედრო აგრესიის გაგრძელებასთან ერთად სულ უფრო გააქტიურდა რუსეთის მთავარ ფინანსურ წყაროზე დარტყმაზე მსჯელობა. ბოლო ერთი ...

Read More »

სემეკი: 2021 წელს ელექტროენერგიის წარმოება 13.6%-ით გაიზარდა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ 2021 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელის მიხედვითაც, ელექტროენერგიის წარმოება წინა წელთან შედარებით 13.6%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვრის მეორე ნახევრიდან მარტამდე ენგურჰესი სარემონტო სამუშაოების გამო გაჩერებული იყო, თუმცა საბოლოო წლიური გამომუშავება, წინა წელთან შედარებით, 30%-ით გაიზარდა. ამასთან, ელექტროენერგიის შიდა მოხმარება წინა წელთან შედარებით 13.3%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 8%-ით გაიზარდა. პუბლიკაციის მმიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის შიდა მოხმარება, ...

Read More »