Author Archives: admin

ცნობილია, რა მოცულობის გაზს აწვდის „გაზპრომი“ ევროპას უკრაინის გავლით

რუსული ენერგოგიგანტი „გაზპრომი“ ევროპას უკრაინის გავლით, ტრანზიტით დღე-ღამეში 41,4 მილიონ კუბურ მეტრ გაზს აწვდის. როგორც „გაზპრომის“ წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომპანია უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტისთვის რუსულ გაზს აწვდის უკრაინული მხარის მიერ დადასტურებული ოდენობით „სუჯას“ მილსადენით. 13 აგვისტოს მდგომარეობით დღე-ღამეში უკრაინის გავლით, ევროპაში 41,4 მილიონ კუბური მეტრი გაზი ტრანსპორტირდა. „გაზპრომის“ ცნობით, „სოხანოვკას“ გავლით გაზის ტრანსპორტირებაზე უკრაინული მხარის განაცხადი უარყოფილია. წყარო: europetime.eu

Read More »
გერმანია ენერგოკრიზისის ზღვარზე

ომისა და სიცხის გამო, გერმანიაში ელექტროენერგიის ტარიფი ექვსჯერ გაიზრდება

ომისა და სიცხის გამო, გერმანიაში ელექტროენერგიის ტარიფი ექვსჯერ გაიზრდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს. როგორც სააგენტო წერს, მომავალი წლიდან გერმანიაში მეგავატ-საათის ელექტროენერგიის ღირებულება 477,5 ევრო იქნება. ეს შარშანდელთან შედარებით თითქმის ექვსჯერ მეტია. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ თვეში დენის ტარიფი გერმანიაში თითქმის გაორმაგდა. ენერგორესურსებზე ფასების ზრდას იწვევს მზარდი შიში იმასთან დაკავშირებით, შეძლებს თუ ვერა ევროპა, ბუნებრივი აირის შეზღუდული მარაგით დააკმაყოფილოს მომხმარებელთა მოთხოვნები ზამთრის პერიოდში. ...

Read More »

ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის ბირთვული საფრთხე

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო მოითხოვს, დაუყოვნებლივ მიეცეთ საშუალება, შევიდნენ ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე. შეერთებული შტატები შექმნილ ვითარებაში რუსეთს ადანაშაულებს. რუსეთმა კი, თავის მხრივ, გუშინ, 11 აგვისტოს, გაეროს უსაფრთხოების საგანგებო სხდომა მოიწვია, რათა განეხილათ ატომური ელექტროსადგურის გარშემო განვითარებული მოვლენები. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი შეშფოთებულია ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე შექმნილი ვითარების გამო. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ...

Read More »

„როიტერი“ – კოსოვოში მოქალაქეები ელექტროენერგიას გრაფიკით მიიღებენ

კოსოვში ენერგეტიკული კრიზისის გამო მოქალაქეებს დენს გრაფიკით მიაწვდიან. როგორც კოსოვოს ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის ხელმძღვანელმა დღეს გამართულ საგანაგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქვეყანა მოქალაქეების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ელექტროენერგიას ვერ აწარმოებს, ხოლო იმპორტის ფასები საგრძნობლად არის გაზრდილი. „მომხმარებლებს დენი გრაფიკით მიეწოდებათ. ელექტროენერგია ყოველ ექვს საათში ერთხელ ორი საათით გაითიშება“, – განაცხადეს ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიაში. მათივე თქმით, ქვეყანაში არსებული ელექტროსადგურების და განახლებადი ენერგიის წყაროებიდან გამანაწილებელი კომპანია მხოლოდ 500 მეგავატ/საათ ელექტროენერგიას იღებს, ...

Read More »

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო მოქალაქეებს მოუწოდებს, ზამთრისთვის საბნები და თბილი ტანსაცმელი მოიმარაგონ

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო მოუწოდებს მოქალაქეებს, ზამთრისთვის საბნები და თბილი ტანსაცმელი მოიმარაგონ. ამის შესახებ განცხადება კლიჩკომ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, კიეველები მზად უნდა იყვნენ, რომ ზამთარში უკრაინის დედაქალაქში ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხებებია მოსალოდნელი. „არ მინდა არავის დაწყნარება და არც იმის თქმა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ მკაცრ რეალობაში ვცხოვრობთ და უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა სცენარი. ბუნებრივი აირზე პასუხისმგებელი მთავრობაა და ...

Read More »

“ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საერთაშორისო სააგენტოს სპეციალისტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შევიდნენ და შეაფასონ უკრაინის დესტრუქციული ქმედებები” – მარია ზახაროვა

რუ­სე­თი “ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს“, რათა ატო­მუ­რი ენერ­გი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­გენ­ტოს (IAEA) სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სამ­ხრეთ უკ­რა­ი­ნა­ში ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მურ ელექტრო­სად­გურს ეწ­ვი­ონ. ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სპი­კერ­მა მა­რია ზა­ხა­რო­ვამ გა­ნა­ცხა­და. „სა­ა­გენ­ტოს­თან და მის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რათა IAEA-ს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი შე­ვიდ­ნენ სად­გურ­ზე და მის­ცენ უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რის დესტრუქ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის ჭეშ­მა­რი­ტი შე­ფა­სე­ბა”,- გა­ნა­ცხა­და ზა­ხა­რო­ვამ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი -ყვე­ლა­ზე დიდი ევ­რო­პა­ში, რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა ...

Read More »
ხუდონჰესის გამომუშავებული ენერგია მთელი წელი საქართველოში დარჩება

ირაკლი ღარიბაშვილი – იმპორტიორები საწვავზე ფასის კიდევ დაკლებას შეგვპირდნენ, მაგრამ მეტი გამჭვირვალობაა საჭირო, მოქალაქეებს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რა მარჟებით მუშაობენ, რამდენია მათი მოგება

მიუხედავად იმისა, რომ საწვავზე ივლისსა და აგვისტოში დააკლეს ფასებს 10-10 თეთრით, იმპორტიორები შეგვპირდნენ,  რომ კიდევ უფრო მეტად აპირებენ დაკლებას, ჯამში 20-30 თეთრით აგვისტოს ბოლომდე, მაგრამ უფრო მეტი გამჭვირვალობაა საჭირო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საწვავის ფასებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ის პირადად აკვირდება საწვავის ფასებთან დაკავშირებულ საკითხს. ამასთან, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მიმართა კონკურენციის ...

Read More »

ნავთობის ფასი ვარდნას განაგრძობს, რასაც ჩინეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზის შემცირებას უკავშირებენ

2022 წლის  15 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  98,15 (-  1,45)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  92,09  ( – 2,25)  დოლარი/ბარელზე. აქვე შეგახსენებთ, რომ 1 დოლარით ფასის შემცირება რუსეთს დღეში აკარგვინებს 8 ...

Read More »

დაჯგუფება „თალიბანში“ აცხადებენ, რომ რუსული ნავთობის ყიდვა ბარტერით სურთ

დაჯგუფება „თალიბანს“ რუსული ნავთობის ყიდვა ბარტერით სურს. ამის შესახებ განცხადება ავღანეთის ე.წ. მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა, ნურადინ აზიზიმ რუსულ სახელმწიფო მედიასთან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, „თალიბანი“ განიხილავს ერთი მილიონი ბარელი ნავთობის შეძენას და ბარტერის ვარიანტს, თუ რუსეთს დააინტერესებს რომელიმე ავღანური პროდუქცია და მზად იქნება, ის ენერგორესურსებში გადაცვალოს. „თალიბანის“ წარმომადგენელები მოსკოვში მოსალაპარაკებლად 14 აგვისტოს ჩავიდნენ. შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთის ხელისუფლებაში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც აშშ-ის და ნატო-ს სამხედროები ქვეყნიდან ...

Read More »

ლაშა ხუციშვილი – გასულ კვირას საწვავის ფასი დაახლოებით 10 თეთრით შემცირდა, აგვისტოს ბოლომდე შესაძლებელია, კიდევ მოხდეს ფასის კორექტირება შემცირების მიმართულებით

გასულ კვირას საწვავის ფასი დაახლოებით 10 თეთრით შემცირდა, მოლოდინი გვაქვს, რომ აგვისტოს ბოლომდე კიდევ მოხდება საწვავის ფასის კორექტირება შემცირების მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საწვავის ფასის კორექტირება დამოკიდებულია საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ნავთობის ფასებზეც, რომელიც ხუციშვილის თქმით, შემცირების ტენდენციით ხასიათდება. „საწვავის ფასებთან დაკავშირებით ჩვენ სექტორთან გვქონდა შეხვედრა. განვიხილეთ ...

Read More »