Author Archives: admin

აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას უკრაინაში ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას უკრაინაში ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს. „ერთობლივ სატელეფონო საუბარში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისადმი რუსეთის შეჭრის ფონზე“, – ნათქვამია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის განცხადებაში. ...

Read More »

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური – ბორჯომში დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ დროისთვის მოხსნილია

ამ დროისათვის ბორჯომის მუნიციპალიტეტში დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება მოხსნილია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ხანძრის ქრობა დილიდან განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. „ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის, ხანძრის ქრობის ღონისძიებებში ჩართულია 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი. ხანძრის ქრობა დილიდან განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. ...

Read More »

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 22 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის და შოთა ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანის ...

Read More »

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ბორჯომში ხანძრის ქრობის სამუშაოებში 3 ვერტმფრენი და 250-მდე მეხანძრეა ჩართული

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებს რთული კლიმატური პირობები ართულებს. სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის, დავით სუხიშვილის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, რომლებიც ხანძრის ქრობის სამუშაოებს ქარის ჩადგომის შემდეგ განაახლებენ. მისივე თქმით, ცეცხლის ჩასაქრობად 250-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. „ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებს რთული კლიმატური პირობები ართულებს. ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, ...

Read More »

ბულგარეთს აზერბაიჯანისგან მეტი ბუნებრივი გაზის შესყიდვა სურს

ბულგარეთი აზერბაიჯანთან, გაზის იმპორტის მოცულობის ზრდაზე მოლაპარაკებას იწყებს. ამის შესახებ ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა როსენ ხრისტოვმა, აზერბაიჯანულ მედიას განუცხადა. „ჩვენ ამერიკულ Cheniere Energ-თან კონკურენტულ ფასად თხევადი გაზის მიწოდებაზე შეთანხმებას მივაღწიეთ. ნედლეულის გადატვირთვა თურქეთში განხორციელდება. თხევადი გაზით დატვირთული ამერიკული ტანკერი სტამბოლში ოქტომბერში ჩავა“, – განაცხადა ხრისტოვმა. ამასთან, ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ ამერიკულ Cheniere Energ-გან მიღებული თხევადი გაზი, ბულგარეთის მოთხოვნის 1/3 დააკმაყოფილებს. მისი თქმით 1/3 მოცულობის ...

Read More »

გენერალური პროკურატურის შენობაზე მზის ენერგიის პანელები დამონტაჟდა

გენერალური პროკურატურის შენობაზე მზის ენერგიის პანელები დამონტაჟდა. პროექტი ​ლიეტუვურ კომპანია „UAB OKATA”-ს, მისი ადგილობრივი პარტნიორის შპს სოლარ ენერჯი ჯორჯიას და საქართველოს გენერალურ პროკურატურას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა. საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, ლიეტუვას გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებს, ეროვნული პროგრამების მართვის დეპარტამენტის დირექტორს, იონას ბალკევიჩიუს და კომპანია „UAB OKATA”-ს დირექტორს, ტომას რიდიკას ...

Read More »
მსოფლიოში უდიდესი ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია გაკოტრებულია

რუსული ქვანახშირის იმპორტმა ჩინეთში ივლისში, 5 წლის მაქსიმუმს მიაღწია

რუსული ქვანახშირის იმპორტი ჩინეთში, ივლისში, გასულ წელთან შედარებით 14%-ით გაიზარდა და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უმაღლეს დონეს მიაღწია. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. გასულ თვეში ჩინეთმა რუსეთიდან 7,42 მილიონი ტონა ნახშირი შემოიტანა. 2017 წლის დასაწყისიდან ეს ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელია.  2021 წლის ივნისსა და ივლისში ქვანახშირის იმპორტმა შესაბამისად 6,12 მლნ ტონა და 6,49 მლნ ტონა შეადგინა. რუსეთის „შავი ოქროს“ წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ...

Read More »
საწვავის ფასები სხვადასხვა ქვეყნებში (ფასების ცხრილი)

CNN – ამერიკაში 3-დოლარიანი საწვავის პერსპექტივა არც ისე შორსაა

აშშ-ში ბენზინის ფასები ვარდნას განაგრძობს. ექსპერტების ვარაუდით, წლის ბოლომდე ერთი გალონის ფასმა შესაძლოა, 3 დოლარიც შეადგინოს. ერთი გალონის საშუალო მაჩვენებელი ორშაბათს 3,96 დოლარი იყო, რაც მხოლოდ ერთი ცენტით ნაკლები იყო, ვიდრე კვირას. მიუხედავად ამისა, კლებამ შეინარჩუნა გაზის ფასების შემცირების ზედიზედ 62-დღიანი ჯაჭვი. 28 შტატში რეგულარის საშუალო ფასი ახლა 3.99 დოლარი ან ნაკლებია. ქვეყნის მასშტაბით 130 000 ბენზინგასამართი სადგურიდან დაახლოებით ორი ...

Read More »

“ელექტროენერგიის ტარიფი რეგიონში იმდენად მაღალია, რომ გვიღირს, თბოსადგურები ვამუშაოთ”

ენერგეტიკოსები ელექტროენერგიის რეკორდულ მაჩვენებლებს ერთის მხრივ, კარგ ჰიდროლოგიას, მეორეს მხრივ კი, რეგიონში ელექტროენერგიის მაღალ ტარიფებს უკავშირებენ. ენერგეტიკოსი გია ბარამიძე აცხადებს, რომ წელს არსებობს რესურსი, რათა ელექტროენერგიით ვაჭრობა წლიურ ჭრილში დადებითი სალდოთი დასრულდეს. „წელს წინა პერიოდებისგან განსხვავებული სიტუაციაა. ამ სიტუაციას განაპირობებს ის, რომ თურქეთის ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება პანდემიის შემდგომ. შესაბამისად, მზარდია ელექტრულ ენერგიაზე მოთხოვნაც, რაც თავის მხრივ, მაღალ ფასს ...

Read More »

გერმანიამ გაზზე დღგ 7%–მდე შეამცირა

ქვეყნის ენერგომომარაგებაში შექმნილი პრობლემების ფონზე გერმანიის მთავრობამ გაზზე დღგ–ის 7%–მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. „ფედერალურმა მთავრობამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება გაზზე დღგ–ის 7%–მდე შემცირების შესახებ“, – ციტირებს დასავლური მედია კანცლერს. დღემდე გაზზე დღგ გერმანიაში 19%–ს შეადგენდა. შოლცმა აღნიშნა, რომ დღგ–ის ახალი განაკვეთი 2024 წლის 31 მარტამდე დარჩება ძალაში. წყარო: gbc.ge

Read More »