Author Archives: admin

ბრიუსელში რუსული გაზის ემბარგოს შესაძლებლობის განხილვა დაიწყეს

ნავთობის შემდეგ, ევროკავშირში ფიქრი რუსული ბუნებრივი გაზის შეზღუდვის შესახებაც დაიწყეს. სპეციფიკიდან გამომდინარე პროცესი უფრო რთული და გრძელვადიანი იქნება. უმთავრეს ჩამნაცვლებლად ამერიკული და ყატარული გათხევადებული გაზი განიხილება, შემდეგ სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან იმპორტის ზრდა. დარჩენილი დეფიციტი კი ქარისა და მზის ენერგიის ათვისების დაჩქარებით უნდა შეივსოს. ევროკავშირი რუსეთისგან წლიურად 150 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს ყიდულობს, რაც საშუალო წლიური მოხმარების დაახლოებით ...

Read More »

სერბეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის იმპორტზე დაწესებული ნაწილობრივი ემბარგო სერბეთს წელიწადში 600 მილიონი დოლარი დაუჯდება

ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის იმპორტზე დაწესებული ნაწილობრივი ემბარგო სერბეთს წელიწადში 600 მილიონი დოლარი დაუჯდება, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან – RTS-თან ინტერვიუში განაცხადა. ვუჩიჩის განმარტებით, ევროკავშირი ემბარგოს გამო, სერბეთს ერაყული ნედლი ნავთობის იმპორტი მოუწევს, რომლის ბარელი დაახლოებით 31 დოლარით ძვირია. სერბეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდება ხორვატიის ომიშის პორტში ტანკერებით ხდებოდა. ევროკავშირის სანქციები კი, რუსული ნავთობის საზღვაო გზით ...

Read More »
როგორ ითვისებს საქართველო არსებულ ენერგოპოტენციალს

საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი გაუძვირდა – სად რამდენად ვყიდულობთ დენს

საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი გაუძვირდა. კერძოდ, თუ 2021 წლის აპრილში ქვეყანამ ერთი კვტ/სთ დენი საშუალოდ 6 ცენტად იყიდა, წელს აპრილში გადახდილი თანხის მოცულობამ 7 ცენტი შეადგინა. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკოს) სტატისტიკის მიხედვით 2021 წლის აპრილში საქართველომ აზერბაიჯანში, რუსეთსა და თურქეთში ჯამში 259.600 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია იყიდა, აქედან – თურქეთში – 50.065 მლნ კვტ/სთ, აზერბაიჯანში კი 36.153 მლნ კვტ/სთ. ...

Read More »

14-15 ივნისს თბილისში რეგიონული ენერგეტიკული კონფერენცია გაიმართება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით 14 -15 ივნისს,  „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ რეგიონული ენერგეტიკული კონფერენცია – „ინვესტიციები და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზები ენერგეტიკაში“ გაიმართება. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების, ენერგეტიკული თანამეგობრობის (Energy Community), სხვადასხვა ქვეყნების ენერგეტიკის სექტორების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დონორი და საინვესტიციო ...

Read More »

თბილისის ზოგიერთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ცნობით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 7 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. სამგორის რაიონში, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, საბურთალოს, ცინცაძის, საირმის, ბურძგლას, ცაგარელის, შმიდტის, დოლიძის, ქაფიანიძის, ბზვანელის, ბოლქვაძის, ბერბუკის, ასლანიდის, ალმასიანის, პანკისის, ბალანჩივაძეების, ალექსიძის ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), წინანდლის, ...

Read More »

ტოკიოს საფონდო ბირჟაზე ნავთობის ფასმა 2008 წლის ივლისის შემდეგ მაქსიმუმს პირველად მიაღწია

ნავთობის ფიუჩერსების ფასმა ტოკიოს სასაქონლო ბირჟაზე მაქსიმუმს თითქმის 14 წლის განმავლობაში პირველად მიაღწია. ინფორმაციას სააგენტო Kyodo ავრცელებს. ორშაბათს დილით, ახლო აღმოსავლეთის ნავთობის ფასმა ტოკიოს სასაქონლო ბირჟაზე 86000 იენს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2008 წლის ივლისის შემდეგ. ენერგიის მაღალი ფასები ენერგომომარაგების სისტემაზე სერიოზულ ზეწოლას ახდენს. ორშაბათს დილით იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივანმა ჰიროკაზუ მაცუნომ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში მოიწვევა მთავრობის სხდომა ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის 3  ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  119.59 (-0.13)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  118.76 (-0.11)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონე ახლა ისეთივე მაღალია, როგორიც ბოლოს ოთხი მილიონი წლის წინ იყო

ატმოსფეროში ნახშირბადის დიოქსიდის კონცენტრაცია მაისში იმაზე 50 პროცენტით მაღალი იყო, ვიდრე ინდუსტრიამდელ ხანაში. მიაღწია ისეთ დონეს, რომელიც დედამიწაზე დაახლოებით 4 მილიონი წელიწადია არ ყოფილა; ამის შესახებ აშშ-ის კლიმატის სააგენტო იუწყება. ოკეანისა და ატმოსფეროს (NOAA), ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, ამის მიზეზია ადამიანების მიერ გამოწვეული გლობალური დათბობა, რასაც იწვევს ძირითადად ელექტროენერგიის წარმოება წიაღისეული საწვავით, ტრანსპორტი, ცემენტის წარმოება, ხე-ტყის ჩეხვა. როგორც წესი, მაისი ის თვეა, ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5.4 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5.4 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 526.6 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა  0.7   მილიონი ბარელით  და შეადგინა  219.00  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა  0,5  მილიონი ბარელით და შეადგინა  106.4 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,9 ...

Read More »

განახლებადი ენერგია ქართული ბიზნესისთვის

თიბისისა და განახლებადი ენერგიიის კომპანია ენოვუსის თანამშრომლობით, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ჩატარდა კონფერენცია „განახლებადი ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები ქართული ბიზნესისთვის“. კონფერენცია გაიმართა 2 ივნისს თიბისი კონცეპტის სივრცეში. კონფერენცია მიზნად ისახავდა საქართველოს ბიზნეს საზოგადოებაში განახლებადი ენერგიის, კერძოდ, მზის, წყლისა და ქარის ენერგიის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მოხმარების გაზრდის მხარდაჭერას. ფორუმში მონაწილება მიიღეს თიბისის, კომპანია ენოვუსის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის ...

Read More »