Author Archives: admin

რუსეთში, შესაძლოა, კრიპტოვალუტები აიკრძალოს

რუსეთის ცენტრალური ბანკი ქვეყანაში კრიპტოვალუტაში ინვესტიციების აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ Report.ge წერს. მარეგულირებელი მიიჩნევს, რომ კრიპტო ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა რუსეთის ფედერაციის ფინანსური სტაბილურობისთვის რისკებს შეიცავს. ახალი რეგულაციების შემუშავებისთვის ცენტრალური ბანკი  ბაზრის მონაწილეებთან და ექსპერტებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, აკრძალვა გავრცელდება კრიპტოვალუტის ახალ შესყიდვებზე, მაგრამ არა წარსულში შეძენილ ციფრულ აქტივებზე. 13 დეკემბერს რუსეთის ბანკმა გამოაქვეყნა დირექტივის პროექტი, რომელიც აფართოებს საინვესტიციო აქტივების სიას ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი იზრდება

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,73%-ით, 0.05 აშშ დოლარით გაიზარდა. ამღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 77.10 აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ენერგოკრიზისის პირობებში რუსეთი ევროპაში გაზის მიწოდებას ამცირებს

ნოემბერში რუსეთმა ევროპას მხოლოდ 12,7 მლრდ. კუბური მეტრი გაზი მიაწოდა. როგორც წესი, „გაზპრომი“ ევროპის გაზის მოხმარების 1/3-ს უზრუნველყოფს, მაგრამ ნოემბერში მისი წვლილი 6-წლიან მინიმუმამდე შემცირდა. რუსეთის მიერ ევროპაში გაზის მიწოდება პანდემიამდელ მაჩვენებელს უკვე რამდენიმე თვის მანძილზე ჩამორჩება. ეს ხდება მსოფლიოში გაზზე მოთხოვნის ნახტომისებრი ზრდის, მწვავე დეფიციტის და კატასტროფულად მაღალი ფასების ფონზე. ევროპაში გაზის ექსპორტის შემცირება ასევე „დაემთხვა“ რუსულ-უკრაინული ურთიერთობების უკიდურეს ...

Read More »

„თელმიკომ“ დიდ დიღომსა და გლდანში კლიენტთა მომსახურების ცენტრები გახსნა

დღეს თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანია „თელმიკომ“ კლიენტთა მომსახურების ორი ახალი ცენტრი დიდ დიღომსა და გლდანში გახსნა. ამიერიდან, თბილისის მოსახლეობა ელექტროენერგიასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის მომსახურების მიღებას, საბურთალოს გარდა, ორ სხვა ლოკაციაზეც შეძლებს. ახალი ცენტრების მისამართებია: გლდანი – ომარ ხიზანიშვილის №8 და დიდი დიღომი – პეტრე იბერის №16. ცენტრებში მისულ აბონენტებს გაუწევენ ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა: ● ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვა; ● ბრუნვის ისტორიის მიღება; ...

Read More »

EU-ში ნახშირბადის ფასზე დავის გამო ენერგეტიკაზე შეთანხმებას ვერ აღწევენ

ევროკავშირის ლიდერებმა გაზის კრიზისის საპასუხო ზომებზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ბრიუსელში გამართულ სამიტზე ცხარე მოლაპარაკებების შემდეგ, მთავრობების მეთაურებმა უარი თქვეს ენერგეტიკულ კრიზისზე განცხადების გამოქვეყნებაზე. ელექტროენერგიის, ბუნებრივ აირსა და ემისიებზე ფასების ზრდის შესახებ შეფასებებში განსხვავებები გადაულახავი აღმოჩნდა. ასევე საკამათო საკითხი იყო ევროკავშირის დაგეგმილი აღმასრულებელი რეგულაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა კლასიფიცირდეს ბირთვული ენერგია და გაზი ბლოკის მწვანე რეგულაციებში. 27 წევრი ქვეყნიდან უმრავლესობამ ...

Read More »

მოსწავლეებმა ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის ინოვაციური მოწყობილობა გამოიგონეს

დავით რუსია, საბა ხაბურზანია და ანი ესართია– სკოლის მოსწავლეები არიან, რომლებმაც ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის ინოვაციური მოწყობილობა “თერმული წყლები” გამოიგონეს. პროექტი 2021 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის – “ლეონარდო და ვინჩის” გამარჯვებულიც გახდა. დავით რუსია “ბიზნესპარტნიორთან” ამბოობს, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში გუნდმა, მენტორ უტა კილასონიასთან ერთად, უამრავი ეტაპი გაიარა ონლიან შეხვედრებიდან დაწყებული, პროექტის რეალურად დანერგვამდე. მისივე თქმით, გამოგონილი მოწყობილობა ცხოვრებაში ...

Read More »

“აჭარისწყალი ჯორჯიას” სამეთვალყურეო საბჭოს ახალი დირექტორები ჰყავს

„შუახევი ჰესის“ მფლობელი კომპანიის, „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორებად ასბიორნ გრუნდტი და ტრონ ენგბრეტსენი წარადგინეს. ასბიორნ გრუნდტს აქვს საერთაშორისო ჰიდროენერგეტიკულ სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის იყო ევროპის ქარისა და მზის ბაზრის ოპერატორი (EVP), IT და მუშაობდა საერთაშორისო ჰიდროენერგეტიკის საკითხებზე Statkraft-ში. ის ასევე მუშაობდა ექვსი წლის განმავლობაში Norsk Hydro-ს ელექტროენერგიის ბაზრის ოპერაციებზე. ასბიორნ გრუნდტი ასევე იყო SN Power-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. ...

Read More »

საქსტატი – 2020 წელს ენერგორესურსების მოხმარების მაჩვენებელთა კლება განპირობებულია ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის გავრცელებასთან დაკავშირებული შეზღუდვებით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, 5.9 პროცენტით შემცირდა და 11 159.8 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა. ელექტროენერგიის წარმოების შემცირება ძირითადად განპირობებული იყო მშრალი კლიმატური პირობებით და შემცირებული წყალმოდინებით. საქსტატის ცნობით, 2020 წლის განმავლობაში მოპოვებულია 31.3 ათასი ტონა ნედლი ნავთობი, რაც 2019 წელთან შედარებით 10.8 პროცენტით ნაკლები, ასევე 99.3 ათასი ტონა ქვანახშირი, რაც ...

Read More »
ფიქალის ქანებში ენერგოკომპანიები გაზის ახალ წყაროს ხედავენ

შტატებში ფიქალის ნავთობის მოპოვება 2022 წელს რეკორდულად გაიზრდება

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო შტატებში ფიქალის ნავთობის მოპოვების ზრდას 2019 წლის მაქსიმალურ მაჩვენებლებამდე უკვე 2022 წელს ელის. ამის გამო სააგენტო მომავალ წელს, ოპეკ-ის მიერ ნავთობმოპოვების დაგეგმილ მოცულობებში ზრდის შემთხვევაში, დღე-ღამეში 2 მლნ. ბარელი შავი ოქროს პროფიციტს პროგნოზირებს. თუმცა, ამერიკის ენერგეტიკის სამინისტრო და ოპეკი ამ შეფასებას არ იზიარებენ – ისინი მიიჩნევენ, რომ ფიქალის ნავთობის ინდუსტრიამ ზრდის პოტენციალი უკვე ამოწურა და მოპოვების მნიშვნელოვანი ...

Read More »
ენგურჰესის ფინანსური მდგომარეობა

ენგურჰესის როლი ენერგეტიკული ბირჟის ფუნქციონირებაში

საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის დაწყება 2022 წლის პირველ მარტისთვის იგეგმება. ბირჟის სპეციფიკიდან გამომდინარე განსაკუთრებით საინტერესო ენგურჰესის როლია, რომელიც, როგორც ვიცით, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორისთვის,  რადგან  წარმოადგენს იაფი ელექტროენერგიის წყაროს. აღნიშნული განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც წარმოიშვა იმის საშიშროება, რომ დაახლოებით ექვს დღეში სადგური გაჩერდეს. ენგურჰესის გენერალურმი დირექტორის ლევან მებონიას ინფორმაციით, პრობლემა არასაკმარის წყლის რესურსს უკავშირდება და ...

Read More »