Author Archives: admin

ავსტრიის პრეზიდენტმა ევროპას რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევისკენ მოუწოდა

არჩევნების წინა დღეს ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა ევროპას რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევისკენ მოუწოდა და მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს. ამის შესახებ ვან დერ ბელენი ტვიტერზე წერს. ავსტრიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში თითოეულ ჩვენგან ეხება. „ეს არის თავდასხმა ჩვენი ცხოვრების წესზე, ჩვენს დემოკრატიაზე, ჩვენს იდენტობასა და მომავალზე. ევროპა გაერთიანდა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების საკითხზე, ...

Read More »
“ნაფტოგაზი” "გაზპრომისგან" გაზს აღარ იყიდის

უკრაინის Naftogaz-ი რუსული Gazprom-ის წინააღმდეგ ახალ საარბიტრაჟო პროცესს იწყებს

უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ Naftogaz-მა დაიწყო ახალი საარბიტრაჟო პროცესი რუსული ენერგოგიგანტის, Gazprom-ის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ რუსულმა კომპანიამ ვერ გადაიხადა უკრაინის გავლით გაზის ტრანსპორტირებისთვის გაწეული მომსახურების საფასური. “Gazprom-ს გადახდას ვაიძულებთ. Naftogaz-ი ასევე განიხილავს დამატებითი მოთხოვნების წაყენების შესაძლებლობას”. – თქვა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, იური ვიტრენკომ. მიმდინარე წლის დასაწყისში ვიტრენკომ განაცხადა, რომ Naftogaz-ს შესაძლოა ეჩივლა სატრანზიტო გაზის მოცულობის შემცირების გამო. “Naftogaz-ი ავალდებულებს Gazprom-ს, გადაიხადოს უკრაინის ტერიტორიის გავლით ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისთვის ...

Read More »

აშშ-მა რუსეთისთვის ნავთობის კრიტიკული ფასი დაასახელა

ნავთობის მოპოვება რუსეთში წამგებიანად იქცევა, თუ ბარელის ფასი 44 დოლარს ჩამოსცდება, – თვლიან აშშ-ის ფინანსთან სამინისტროში. რუსული ნავთობმოპოვებისთვის კრიტიკული სწორედ ეს ზღვარი განიხილება ამჟამად G7-ის მიერ გასულ კვირას ფასის ზედა ზღვრის დაწესების შესახებ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, – აცნობა Bloomberg-ს აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ უოლი ადეიმომ, რომელიც უწყებაში რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სასანქციო რეჟიმის შესრულების საკითხებს კურირებს. მისივე განმარტებით, ბარელში 44 დოლარი ...

Read More »

რუსულმა შანტაჟმა არ გაამართლა: ევროპაში გაზის ფასი შემცირდა

12 სექტემბერს ევროპაში გაზის ფასი 7%-ზე მეტით შემცირდა. საწვავის ღირებულება, მიუხედავად Nord Stream გაზსადენის გათიშვისა, სტაბილურად იკლებს. ასეთი მაჩვენებელი განპირობებულია ამერიკის შეერთებული შტატებიდან ბუნებრივი აირის მიწოდების ზრდით და ასევე საწყობების შევსების მნიშვნელოვნად მაღალი დონით. წერს „უნიანი“. მედიასაშუალება წერს, რომ არაერთი  ქვეყანა, მათ შორის ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან პოლონეთი და საფრანგეთი, ზამთარს გარანტირებულად შეხვდებიან გაზმომარაგებით. ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული წევრი გერმანია იქნება. ...

Read More »

საბერძნეთის პრემიერი: მოსახლეობა უნდა მოემზადოს ძალიან რთული ზამთრისთვის, რაც განპირობებული იქნება გაზის ფასის ზრდით

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ მოსახლეობა უნდა მოემზადოს „ძალიან რთული ზამთრისთვის“, რაც განპირობებული იქნება გაზის ფასის ზრდით. ამის შესახებ მიცოტაკისმა თესალონიკის 86-ე საერთაშორისო გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან გაზის საფასურის ზრდაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაადანაშაულა. მიცოტაკისმა ასევე განაცხადა, რომ ვერცერთი მთავრობა ვერ გაუმკლავდება მარტივად საწვავის ათმაგ გაძვირებას. „მოსკოვს სურს, ენერგეტიკული არასტაბილურობა პოლიტიკურ არასტაბილურობად აქციოს. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ, იმიტომ ...

Read More »

ბულგარეთმა აზერბაიჯანს, ბუნებრივი აირის სანაცვლოდ, ელექტროენერგია შესთავაზა

ბულგარეთმა აზერბაიჯანს ელექტროენერგიის ექსპორტი შესთავაზა, თუმცა მისგან სანაცვლოდ ბუნებრივი აირის მიწოდება მოითხოვა. ინფორმაცია ქვეყნებს შორის შესაძლო გარიგების შესახებ ბულგარეთის ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლა სტოიანოვმა კვირას, ბაქოში ვიზიტისას გაასაჯაროვა. ელექტროენერგიის ბუნებრივ აირზე გაცვლით, ბულგარეთი გაზის საჭირო რესურსს მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში მიიღებს – სწორედ მაშინ, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება. „ისინი ენერგიას მხოლოდ ბუნებრივი აირიდან აწარმოებენ, ჩვენ კი ელექტროენერგიის მსხვილი ...

Read More »

სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” დირექტორმა კომპანია ,,MASDAR”-ის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა

სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ არაბთა გაერთიანებული საემიროების სამთავრობო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში ჩამოსულ არაბულ კომპანია ,,MASDAR”-ის დელეგაციასა და კომპანია ,,ETIHAD CREDIT INSURANCE”-ის ხელმძღვანელთან გამართა შეხვედრა. აღნიშნულ შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის წარმომადგენლები. შეხვედრაზე მხარეებმა მზის ელექტროსადგურის პროექტის შემდგომი განვითარების მიზნით, პროექტის ტექნიკური, კომერციული და ფინანსური მიმართულებები განიხილეს. სს ...

Read More »

“ევროკავშირი 6-7 თვეში რუსეთზე ენერგეტიკულ დამოკიდებულებას თავს დააღწევს”

რუსული ენერგეტიკული შანტაჟის საპასუხოდ, ევროკავშირი ექვს-შვიდ თვეში რუსეთის ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევას გეგმავს. ამის შესახებ 8 სექტემბერს, ევროკავშირის პორტალზე გამოქვეყნებულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მან ევროპის რუსეთეზე ენერგეტიკული დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას “აბსოლუტური აუცილებლობა” უწოდა. ამ მიზნით, ევროკავშირი გეგმავს მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციას და მასიური ინვესტიციების განხორციელებას განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაში, თქვა ფონ დერ ლაიენმა. “მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ...

Read More »

რუსეთმა ინდოეთს ნავთობზე ფასდაკლება შესთავაზა, მაგრამ ერთი პირობით

რუსეთმა შეატყობინა გაუგზავნა ინდოეთს, რომ მზად არის მას კიდევ უფრო დიდი ფასდაკლებები დაუწეოს ნავთობის მიწოდებაზე, თუ ის უარს იტყვის G7-ის ინიციატივის მხარდაჭერაზე რუსული ნავთობის ფასის ზღვრის შემოღების შესახებ. ამის შესახებ Business Standard იტყობინება. ”ძირითადად, მოთხოვნაა, რომ ინდოეთი არ დაუჭიროს მხარი G7-ის წინადადებას. ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღება ყველა პარტნიორთან მოლაპარაკების შემდეგ“, – განუცხადა გამოცემას ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. მისი თქმით, ...

Read More »

მაკრონმა პუტინს ზაპოროჟიეს ატომური ელექსტროსადგურიდან რუსეთის ძალების გაყვანისკენ მოუწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან რუსეთის ძალების გაყვანის შესახებ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ამ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით CNN ავრცელებს. „საფრანგეთის პრეზიდენტმა „დაგმო რუსეთის სამხედრო ოპერაციები და გაიმეორა მოთხოვნა, რომ შეწყდეს ის რაც შეიძლება მალე, დაიწყოს მოლაპარაკებები და აღდგეს უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, – ნათქვამია მაკრონის ოფისის განცხადებაში. მისივე თანახმად, ემანუელ მაკრონმა ...

Read More »