Author Archives: admin

Samsung-ი, ნახშირბადის ნულოვანი ემისიის მისაღწევად, $5 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

Samsung Electronics-ი 2050 წლისთვის ნახშირბადის წმინდა ნულოვანი ემისიის მისაღწევად $5 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. ტექნოლოგიური გიგანტის მიერ გამოყოფილი თანხა ტექნოლოგიების კვლევასა და განვითარებას მოხმარდება, რაც ჩიპების წარმოების პროცესში წარმოქმნილი სათბური აირების გაფილტვრასა და ნახშირორჟანგის შენახვას უზრუნველყოფს. Samsung-ის ESG-ის სტრატეგიული ჯგუფის ხელმძღვანელის კიმ სუ-ძინის განცხადებით, მიზანი 2030 წლისთვის კომპანიის მოწყობილობების ბიზნესში ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევაა. გარდა ამისა, Samsung-ი გეგმავს, ისეთი რესურსების გადამუშავება გაზარდოს, როგორიც ...

Read More »
ენერგეტიკის ექსპერტი: შესაძლოა, თბილისი ცდილობს, საქართველოსთვის აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასი შეამციროს

რუმინეთი და აზერბაიჯანი გაზის მიწოდებაზე შეთანხმდნენ

რუმინეთი და აზერბაიჯანი, ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციის მიზნით, გაზის მიწოდებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუმინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც აღინიშნა, ამ დროისთვის გაზის ტრანზიტზე, მხოლოდ თურქეთის თანხმობაა საჭირო. რუმინეთი დამოკიდებულია თურქეთზე ტრანსბალკანური მილსადენით მიწოდებისთვის, ხოლო საბერძნეთსა და ბულგარეთზე, რათა დაასრულონ დაგვიანებული ვერტიკალური გაზის დერეფნის პროექტი. მანამდე რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრმა ვირგილ-დანიელ პოპესკუმ Trend-ს განუცხადა, რომ ქვეყანას აზერბაიჯანიდან ქვეყნის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, გაზის იმპორტი სურს. „ჩვენი მთლიანი ...

Read More »
ნორვეგიელები მცურავი გვირაბების აშენებას აპირებენ

ნიგერიამ და მაროკომ წყალქვეშა გაზსადენის პროექტზე მემორანდუმი გააფორმეს, რომლითაც გაზით ევროპა უნდა მომარაგდეს

ნიგერიამ და მაროკომ წყალქვეშა გაზსადენის პროექტზე, მემორანდუმი გააფორმეს. პროექტის თანახმად, წყალქვეშა გაზსადენით, აფრიკიდან ევროპის მიმართულებით გაზის მიწოდება უნდა განხორციელდეს. მედიის ცნობით, მხარეებს შორის მემორანდუმი 15 სექტემბერს გაფორმდა. პროექტის მონაწილეა ნიგერია, მაროკო და დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობის წევრები. მაგისტრალის სიგრძე 5 600 კილომეტრი იქნება და კუნძული ბრასიდან აიღებს სათავეს და აფრიკის კონტინენტის 13 ქვეყანაზე გაივლის, მაროკოს ჩრდილოეთამდე, სადაც უკვე არის გაზსადენი, ...

Read More »
USAID-ის დახმარებით გაზსადენის სამი მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია განხორციელდა

თურქეთი, რუსეთ-პაკისტანის გაზსადენის მშენებლობაში ჩერთვება

ისლამაბადი და ანკარა შეთანხმდნენ, რომ რუსეთიდან პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მიმართულებით, გაზსადენის მშენებლობის საკითხზე ითანამშრომლებენ. კერძოდ, თურქეთი, რუსეთ-პაკისტანის გაზსადენის მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას. შეთანხმება პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შაჰბაზ შარიფსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის, სამარყანდში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის ფარგლებში შეხვედრისას შედგა. მედიის ცნობით, ლიდერებმა „შეთანხმებას ორმხრივი ვაჭრობის განვითარებისა და ფართომასშტაბიანი პროექტების განხორციელებაზე, მათ შორის გაზის მიწოდებაზეც მიაღწიეს“.

Read More »

ქვეყნები, რომლებმაც ევროკავშირის პროტესტის შემდეგ შესაძლოა, რუსული ნავთობი შეიძინონ

ანალიტიკოსებმა დაასახელეს ახალი ბაზრები, რომლებიც შეძლებენ რუსული ნედლი ნავთობის 50%-მდე ყიდვას ევროკავშირის ქვეყნების პროტესტის შემდეგ. ამის შესახებ Bloomberg-ი Kpler-ის კვლევაზე დაყრდნობით წერს. „ინდონეზიას, პაკისტანს, ბრაზილიას, სამხრეთ აფრიკას, შრი-ლანკას და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანას მომავალ ზამთარს შეუძლიათ ერთად შეიძინონ 1 მილიონ ბარელამდე ნედლი ნავთობი რუსეთიდან“, – აცხადებენ ანალიტიკოსები. როგორც Bloomberg-ი წერს, რუსეთს უკვე ემუქრება მნიშვნელოვანი სანქციების კიდევ უფრო გამკაცრება უკრაინაში ომის ...

Read More »

მოლდოვა გაზის მიწოდებაზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

მოლდოვა აზერბაიჯანთან გაზის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ TV8-ს მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განუცხადა. „გაზის ალტერნატიული წყაროების პოვნა რთული არ არის. გაზის შოვნა ხელმისაწვდომ ფასადაა ძნელა. მთავრობა მოლაპარაკებებს რუმინეთთან და აზერბაიჯანთან აწარმოებს. შესაძლებელია, ტექნიკური თვალსაზრისით, ამ გაზმა მოლდოვის ყველა რეგიონამდე მიაღწიოს, მაგრამ ეს ყველაფერი ისევ ფასზეა დამოკიდებული, ”- განმარტა სანდუმ. მანამდე მოლდოვის ვიცე-პრემიერმა ანდრეი სპინუმ განაცხადა, რომ ქვეყანა წელიწადში დაახლოებით 3 მილიარდ ...

Read More »

შოლცი: გარდა ბუნებრივი აირისა, რუსეთს შეუძლია ნავთობის მიწოდებაც შეწყვიტოს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თვლის, რომ რუსეთს შეუძლია შეწყვიტოს ნავთობის მიწოდება გერმანიის ორ ქარხანაში „დრუჯბას“ ნავთობგამტარის მეშვეობით – ისევე როგორც მან შეწყვიტა ბუნებრივი აირის მიწოდება ევროპაში. აღნიშნულის შესახებ შოლცმა რადიოსადგურ Deutschlandfunk-თან ინტერვიუში ისაუბრა. „მე თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ არ შეიძლება იმის იმედის ქონა, რომ რუსეთი თავის  მოვალეობებს შეასრულებს, მაგალითად როდესაც საქმე ეხება ბუნებრივი აირის მიწოდებას. ამიტომ გასული წლის დასასრულიდან ვფიქრობ, თუ ...

Read More »

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური კვლავ უკრაინის ენერგოსისტემასთან არის მიერთებული

ოკუპირებულ ქალაქ ენერგოდარში ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგური კვლავ იღებს ელექტროენერგიას პირდაპირ უკრაინის ელექტრო ქსელიდან. ამის შესახებ შაბათს, 17 სექტემბერს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) განაცხადა. სააგენტოს თქმით, ინჟინერებმა ოთხი ძირითადი ელექტროგადამცემი ხაზიდან ერთ-ერთი შეაკეთეს, რომელიც ატომურ ელექტროსადგურს კიევის მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიასთან აკავშირებს. დარჩენილი სამი ძირითადი ხაზი კი ისევ დაზიანებულია. “ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ექვსივე რეაქტორი ცივ გამორთვაშია, მაგრამ მათ მაინც სჭირდებათ ...

Read More »

პუტინი ევროკავშირს: თუ ენერგოკრიზისი გაქვთ, გააუქმეთ სანქციები გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 2-ზე“

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ევროკავშირს მოუწოდებს, ენერგოკრიზისის დასაძლევად სანქციებისგან გაათავისუფლოს გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“. ამის შესახებ მან უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში შანხაის თანამშრომლობს ორგანიზაციის სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ყველაფერი თუ ასე მძიმედ არის, აიღეთ და მოხსენით სანქციები „ჩრდილოეთ ნაკად 2-ს“, ყოველწლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრი, მხოლოდ ღილაკის დაჭერაა საჭირო და წავიდა“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტმა შექმნილ ენერგოკრიზისზე პასუხისმგებლობა დასავლეთს ...

Read More »

რუსეთმა სლავიანსკის თბოელექტროსადგური დაბომბა

დონეცკის ოლქის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, დღეს დილით რუმა ოკუპანტებმა სლავიანსკის თბოელექტროსადგურს ცეცხლი გაუხსნეს. მისი ინფორმაციით, სადგურის ტერიტორიაზე დაზიანდა ტექნიკა. “მტერი განზრახ უმიზნებს რეგიონში ინფრასტრუქტურულ ობიექტებს და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს მშვიდობიან მოსახლეობას“, – წერს კირილენკო Telegram-ზე.

Read More »