Author Archives: admin

ევროპაში გაზის ფასი 1.6%-ით შემცირდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 1.6%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე  1 580 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »

უკრაინის შეფასებით, რუსეთის შეჭრის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზარალი $35 მილიარდს უტოლდება

უკრაინის გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყნის გარემოსდაცვითი ზარალი, გამოწვეული რუსეთის უკრაინაში შეჭრით, $35.3 მილიარდს უტოლდება. ბუნებრივი რეზერვების მილიონობით ჰექტარი კი კვლავ საფრთხის ქვეშ იმყოფება. მინისტრის ინფორმაციით, ამ დრომდე გარემოსთვის ზიანის მიყენების 2,000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, უკრაინის დაცული ტერიტორიების მეხუთედი კი განადგურების საფრთხის წინაშეა. მინისტრმა, რუსლან სტრილეცმა მონაცემები ევროკავშირის დეპუტატებს სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამოსვლისას წარუდგინა. უკრაინული მხარის შეფასებით, ზარალი ჰაერის დაბინძურებიდან, რაც უკრაინაში ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის  14 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  91.91 (-2.65)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  85.98 (-3.13)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ვის დაწყდება გული „თურქულ ნაკადზე“ და რა გეგმები აქვს თურქეთს

უკრაინა: რუსეთი, გაზსადენ „თურქული ნაკადის“ საბოტაჟისთვის ემზადება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია თურქული ნაკადის გაზსადენის საბოტაჟისთვის ემზადება. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარტნიორებს, გამოხატონ მტკიცე პოზიცია და საჯაროდ განაცხადონ, რომ გაზსადენ Nord Stream 2-ის გაშვება ან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება არ მოხდება. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჯაროდ გააფრთხილა, რომ რუსეთი ემზადება უკრაინის გაზის ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურის შესაძლო დაზიანებისთვის, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე პროვოკაციების საბაბით, ...

Read More »

პოლონეთში “დრუჟბას” ნავთობსადენის მონაკვეთის შეკეთება დაიწყო

პოლონეთმა “დრუჟბას” ნავთობსადენის დაზიანებული მონაკვეთის შეკეთება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ Reuters იტყობინება პოლონეთის მთავრობის კომისარზე სტრატეგიული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის საკითხებში, მატეუშ ბერგერზე დაყრდნობით. „მილსადენის სარემონტო სამუშაოები, რომლითაც რუსული ნავთობი გერმანიას მიეწოდებოდა, უკვე დაწყებულია, ასევე, პოლონეთს არ სჯერა, რომ ინციდენტი იყო დივერსია“, – განაცხადა მან. “ყველაფერი მიუთითებს ბუნებრივ მიზეზებზე, მატერიალურ პრობლემებზე, რა თქმა უნდა, გამოკვლეული იქნება ბზარის ადგილი. თუმცა, ამ დროისთვის ჩვენ არ ...

Read More »
აზერბაიჯანიდან საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი იზრდება

ცნობილია, რა რაოდენობის გაზი გაიტანა აზერბაიჯანმა ევროპაში

აზერბაიჯანმა 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ევროპაში 8,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ზე დაწერა. აზერბაიჯანიდან თურქეთში, გაზის ექსპორტმა 6,1 მილიარდი, საქართველოში – 1,9 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. შაჰბაზოვმა აღნიშნა, რომ გაზის ექსპორტი 2022 წელს, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22,6 პროცენტით გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ ევროპას „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გავლით 2020 წლის 31 დეკემბერს მიწოდება. ისტორიაში პირველად, ...

Read More »

“ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ძალების მობილიზაციას ახდენენ”

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში 400-მდე უცხოელი მებრძოლი გადაისროლეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განახლებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „დანაკარგების ასანაზღაურებლად, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა დაქირავებულთა რეკრუტირების პრაქტიკას არ ეშვება. 9 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, დაახლოებით, 400 უცხოელი მებრძოლი ჩაიყვანეს. სამომავლოდ, დაგეგმილია მათი ჩართვა საომარ მოქმედებებში“, – ნათქვამია ანგარიშში. გარდა ამისა, გენშტაბის ინფორმაციით, კრასნოდარის მხარეში პრიმორსკო-ახტარსკში, შეიარაღებული ძალების სასწავლო ...

Read More »

ვის არ მიაწოდებს რუსეთი ნავთობსა და გაზს

რუსეთი არ მიაწოდებს ნავთობს და გაზს იმ ქვეყნებს, რომლებიც მის რესურსებზე შეზღუდვას აწესებენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსული ეკონომიკური კვირის ფორუმზე განაცხადა, წერს რუსული მედია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავ მზადაა მსოფლიო ბაზარს თავისი ენერგორესურსებით მიაწოდოს. თუმცა, ის არ მიყიდის ნავთობს და გაზს იმ ქვეყნებს, რომლებიც მოსკოვს ფასის ზღვარს დაუწესებენ. „რუსეთი არ იმოქმედებს საღი აზრის საწინააღმდეგოდ და ...

Read More »

მერკელმა დაიცვა თავისი მთავრობის გადაწყვეტილება რუსეთიდან დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა დაიცვა თავისი მთავრობის გადაწყვეტილება რუსეთიდან დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ. მერკელმა აღნიშნა, რომ „ყოველთვის მოქმედებთ იმ პერიოდში, რომელშიც იმყოფებით“ და რომ ის არ ნანობს თავის გადაწყვეტილებებს. „იმ დროის გადმოსახედიდან, ძალიან რაციონალური და გასაგები იყო მილსადენებით გაზის მიღება, მათ შორის რუსეთიდან, რომელიც უფრო იაფი იყო, ვიდრე თხევადი გაზი მსოფლიოს სხვა ნაწილებიდან. ცივი ომის დროსაც კი რუსეთი ენერგიის ...

Read More »

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ევროკავშირს შესაძლებლობას მისცემს სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებსაც დაუკავშირდეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთის ქალაქ პრაღაში გამართულ ევროპის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტების სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ენერგეტიკის სფეროში კონტინენტზე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს შეეხებოდა. შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობაზე ევროპასა და აზიას შორის და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკული ...

Read More »