Author Archives: admin

ყაზახეთი 2030 წლისთვის ნავთობის მოპოვებას 20%-ზე მეტით გაზრდის

2030 წლისთვის ყაზახეთი ნავთობის მოპოვებას 104,2 მლნ ტონამდე გაზრდის მიმდინარე 85,7 მლნ ტონიდან,  რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრმის მ.მირზაგალიევმის განცხადების საფუძველზე, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ნავთობის მოპოვება გაიზრდება და 2030 წლისთვის 104,2 მლნ ტონას მიაღწევს. მინისტრის თქმით, ნავთობის მოპოვების მიზნის მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება მთელი რიგი პროექტებით. 2021 წლის დეკემბერში OPEC +-ის ფარგლებში ყაზახეთის კვოტა განისაზღვრა ოდენობით 1,556 მილიონი ბარელი ...

Read More »

რა მოცულობის ელექტროენერგიას მოიხმარს კრიპტოვალუტის მწარმოებელი Bitfury საქართველოში

კრიპტოვალუტის მწარმოებელი „ბი ეფ დი სის“ (bitfury-ს) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა იზრდება. თუ 2020 წლის იანვარ-ნოემბერში კომპანიამ 109.8 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია მოიხმარა, წელს ანალოგიურ პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობამ 395.2 მლნ კვტ.სთ შეადგინა, ზრდა 260%-ია. „ბი ეფ დი სის“ მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა ფაქტობრივად, დროში ემთხვევა ბიტკოინზე ფასის მატებას. კერძოდ, ბიტკოინმა გაძვირებას 2020 წლის ნოემბერში დაიწყო, მაშინ ფასმა 15 000-დოლარიან ნიშნულს ...

Read More »

გია ნოდია ნამახვანჰესზე: ქსენოფობიური კომპონენტი ამ კამპანიაში ობიექტურად ძირითადი იყო

პოლიტოლოგი გია ნოდია საკუთარ facebook გვერდზე ნამახვაჰესთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო კამპანიას საფუძვლად ედო ორმაგი მოტივი. ერთი იყო ქსენოფობიური, მეორე კი მემარცხენე, რომელიც, თავის მხრივ იყოფოდა ორ ნაწილად: ანტიკაპიტალიზმი და გარემოს დაცვა (ეს ორი ტრადიციულად გადაბმულია ერთმანეთთან, მაგრამ მთლად იგივეობრივი არ არის). ამ რიტორიკიდან ჩანს, რომ ხელისუფლებამ, ჩემი აზრით, სწორად, შეაფასა სიტუაცია იმ აზრით, რომ ...

Read More »

მესტიას ელექტროენერგია არ მიეწოდება – დიდთოვლობამ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა

ძლიერი თოვის გამო, მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროგადამცემი სადენები დაზიანდა, რის შედეგადაც მესტიას წუხანდლიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. მესტიის მერის მოადგილე ნელი ნავერიანის განცხადებით, აღდგენითი სამუშაოები “ენერგო-პრო ჯორჯიას” წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს. “ხაიში-ლახამულას მონაკვეთზეა ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანებული… ვესაუბრე “ენერგო-პრო ჯორჯიას” წარმომადგენლებს, ადგილზე არიან და მალე აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება”, – განუცხადა რადიო თავისუფლებას ნელი ნავერიანმა. მისივე ინფორმაციით, სხვა განსაკუთრებული პრობლემები უხვ ნალექს არ შეუქმნია. როგორც ...

Read More »
საქართველოს ენერგოსისტემა ენგურჰესის ელექტროენერგიას თანდათანობით კარგავს

ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი საერთაშორისო კულტურულ მარშრუტებში შეიყვანეს

ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი ოფიციალურად „ევროპის საბჭოს, კულტურული მარშრუტების პროგრამის, ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტის“ სერთიფიცირებული წევრი გახდა. კაშხალი პირველი ობიექტია საქართველოდან, რომელიც ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტში გაწევრიანდა. „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი მსოფლიო დონის ატრაქცია“ პროექტის პირველი ეტაპი ენერგეტიკის განვითარების ფონდმა და მისმა შვილობილმა კომპანიამ ენგურის ატრაქციამ დაიწყეს. ენგურჰესის კაშხლის ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა 2 საათია და ვიზიტორებს საშუალება აქვთ დაათვალიერონ კაშხლის ხიდი, დისკური ფარების შენობა, გვირაბი, წყალსაცავის ფარების განყოფილება და სხვა საინტერესო ...

Read More »

აზერბაიჯან-თურქეთის ენერგეტიკულ ფორუმზე ხელი 6 დოკუმენტს მოეწერება

აზერბაიჯან-თურქეთის პირველი ენერგეტიკული ფორუმის ფარგლებში, რომელიც დღეს ბაქოში გაიმართება, 6 დოკუმენტს მოეწერება ხელი. ფორუმს  აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი, ფარვიზ შაჰბაზოვი და თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ფატიჰ დონმეზი უხელმძღვანელებენ. მხარეები აზერბაიჯან-თურქეთის პირველი ენერგეტიკული ფორუმის პროტოკოლს მოაწერენ ხელს.  გარდა ამისა, თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროს შორის ბუნებრივი გაზის მიწოდების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება. ხოლო, “აზერენერჯისა” და თურქეთის სახელმწიფო ელექტროგადამცემ კომპანიას (TEİAŞ) შორის ...

Read More »

2000 აშშ დოლარი – ევროპაში გაზის ფასი რეკორდულ მაქსიმუმზეა

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასმა ათას კუბურ მეტრზე 2 000 აშშ დოლარს გადააჭარბა. აღნიშნულს მოწმობს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE-ის მონაცემები. გაზის იანვრის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში სავაჭრო სესიის გახსნისთვის ათას კუბურ მეტრზე 2 030 აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა, შემდეგ დასტაბილურდა და 1 980 აშშ დოლარამდე შემცირდა. ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათასი კუბური მეტრი გაზი 515 ...

Read More »
გიორგი ფანგანი: Doing Business-ში მომავალ წლებში უკეთესი რეიტინგები გვექნება

გიორგი ფანგანი – ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადების დაწესების ერთ-ერთ- მთავარი საფუძველი პენსიონერთა მომართვაა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის, გიორგი ფანგანის განცხადებით, ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადების დაწესების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი პენსიონერთა მიმართვაა. როგორც გიორგი ფანგანმა განმარტა, საშეღავათო ვადების დაწესებისთვის, საჭირო გახდა მრიცხველების წაკითხვის სისტემის ცვლილება. „არაერთხელ მოგვმართეს პენსიონერებმა გადახდის ვადების ცვლილებაზე, რადგანაც კომპანიები ელექტროენერგიის საფასურის გადახდას ითხოვდნენ იმაზე ადრე, ვიდრე მათ ერიცხებოდათ პენსია. იყო შემთხვევები, როდესაც მათ გადაუხდელობის გამო თიშავდნენ ქსელიდან. ...

Read More »

დიდთოვლობამ მაღალმთიან აჭარაში ელექტრომარაგების პრობლემები შექმნა

მაღალმთიან აჭარაში ინტერსიურად თოვს. თოვლის საფარმა სოფლებში ერთ მეტრს, დაბაში კი ნახევარ მეტრს მოაღწია. პრობლემებია გადაადგილების კუთხით. რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ადგილზე გზებს ინტენსიურად წმენდენ. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ამ ეტაპზე, ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები იწმინდება. ხულოს მუნიციპალიტეტში 15 ერთეული ტექნიკა, შუახევში 10, ქედაში 8, ხოლო ხელვაჩაურში 7 ერთეული მუშაობს.

Read More »

საქართველოში საწვავის გაიაფება დაიწყო

საქართველოში საწვავის გაიაფება დაიწყო. „ვისოლის“ ქსელში ფასმა დღეს 5 თეთრით დაიკლო და როგორც „ბიზნეს ფორმულას“ კომპანიაში განუცხადეს, ფასის შემცირება მომავალი კვირიდან კვლავ გაგრძელდება. „ვისოლის“ ქსელში ეკო სუპერის ფასი 3.33 ლარი გახდა, ეკო პრემიუმის 3.25 ლარი, ეკო დიზელის 3.22 ლარი, ევრო დიზელის 3.17 ლარი, დიზელ ენერჯის კი 3.13 ლარი. ყველაზე მოთხოვნადი ევრო რეგულარის ფასი ჯერჯერობით კვლავ უცვლელია და 3.15 ლარია. რაც შეეხება ...

Read More »