მაღალმთიან აჭარაში ინტერსიურად თოვს. თოვლის საფარმა სოფლებში ერთ მეტრს, დაბაში კი ნახევარ მეტრს მოაღწია. პრობლემებია გადაადგილების კუთხით. რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ადგილზე გზებს ინტენსიურად წმენდენ. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ამ ეტაპზე, ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები იწმინდება.
ხულოს მუნიციპალიტეტში 15 ერთეული ტექნიკა, შუახევში 10, ქედაში 8, ხოლო ხელვაჩაურში 7 ერთეული მუშაობს.