Author Archives: admin

რუსები ოკუპირებული ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის მოდერნიზაციას იწყებენ

რუსი სპეციალისტები ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის მოდერნიზაციას იწყებენ. როგორც „როსენერგოატომის“ კონცერნის ხელმძღვანელის მრჩეველმა რენატ კარჩაამ „ინტერფაქსთან“ განაცხადა, ატომურმა ელექტროსადგურმა კოლოსალური ზარალი განიცადა, რაც მისი გათვლით 1,5 მლნ დოლარს აღემატება. გამოცემა იმასაც წერს, რომ „ელექტროსადგური უკრაინის შეიარაღებული ძალების დაბომბვით დაზიანდა“. რუსულმა მხარემ სამუშაოების დასაგეგმად, ჯერ აუდიტი უნდა ჩაატაროს. რენატ კარჩაას თქმით, ელექტროსადგურის მოდერნიზაციისთვის ბევრი ფული გამოიყო, მაგრამ რეალურად არაფერი გაკეთებულა. მან ისიც თქვა, ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: გაზპრომის ირგვლივ მიზანმიმართული სპეკულაციები ხორციელდება

პრემიერი: შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრონული კაბელი საინტერესო ინიციატივაა, ამას ვაკეთებთ აზერბაიჯანთან, რუმინეთთან, უნგრეთთან ერთად და ეს ინიციატივა მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ

აზერბაიჯანთან ერთად ჩვენ სხვადასხვა ინიციატივას ვახორციელებთ, მათ შორის არის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრონული კაბელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე -„როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივაა და მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ. „ესეც საინტერესო ინიციატივაა, ამას ვაკეთებთ აზერბაიჯანთან, რუმინეთთან, უნგრეთთან ერთად. ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

20 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის  გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის II კვარტლის, გამსახურდიას II კვარტლის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების, ბროლოსანის, ხვიჩიას, შორსის, შარტავას, მაჭავარიანის, პეტრიწის, მონასტრის, დიღმის ქედის, ძიძიგურის, კვაჭაძის და ღლონტის ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი უმნიშვნელოდ შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,06 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 91,17 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

გრენლანდიაში ჰაერის ტემპერატურამ ბოლო 1000 წლის რეკორდი მოხსნა

გრენლანდიაში ჰაერის ტემპერატურამ 1000 წლის წინანდელ რეკორდს გადააჭარბა. მეცნიერებმა გლობალური დათბობის ნიშნები აღმოაჩინეს. ყინულისნაწილაკების ნიმუშების შესწავლით, ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ტემპერატურის ზრდა 1995 წლიდან დაიწყო. ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ტემპერატურა ჩრდილოეთ გრენლანდიაში მე-20 საუკუნის შემდეგ 1,5 გრადუსით ცელსიუსით (2,7 ფარენჰეიტი) გაიზარდა და დღეისათვის თერმომეტრები ბოლო 1000 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ტემპერატურას აჩვენებს. „ჩვენ კვლავ ვხედავთ ტემპერატურის ზრდას 1990-2011 წლებში. ...

Read More »

თურქეთი შავი ზღვის საბადოდან მომხმარებლისთვის გაზის მიწოდებას მარტში გეგმავს

თურქულმა სახელმწიფო კომპანია BOTAŞ-მა გაზსაზომი სადგურის მშენებლობა დაასრულა და შავი ზღვის გაზს მომხმარებელი Filyos-ის საწარმოდან მიიღებს. თურქეთი განაგრძობს შავი ზღვის შელფზე საკარიას გაზის საბადოს აქტიურ განვითარებას. შავი ზღვის საკარიას საბადოდან გაზის მიწოდება თურქეთში, მომხმარებლებისთვის მიმდინარე წლის პირველ კვარტალში (მარტის ბოლომდე) დაიწყება. გაზის ტრანსპორტირება მოხდება საბადოდან, რომელიც სანაპიროდან დაახლოებით 170 კმ-ში მდებარეობს და ფილოსის ქარხანას სპეციალური მილსადენით უკავშირდება. მედიის ცნობით, პირველ ეტაპზე ...

Read More »
მაისიდან ბენზინისა და დიზელის ხარისხის კონტროლი განხორციელდება

საქართველოში საწვავის საცალო ფასს ჯერჯერობით არავითარი საფრთხე არ ემუქრება

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟებზე ნავთობი მკვეთრად ძვირდება. ერთი ბარელი “ბრენტის” ღირებულება 88 დოლარზე ავიდა, ამერიკული “ლაითი” 82 დოლარამდე გაძვირდა, რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი “ურალსის” ფასიც თითქმის 3%-ითაა გაზრდილი და 57 დოლარს შეადგენს. ირკვევა, რომ მოკლე პერიოდში მიღებულ ფასთა ცვლილებას საქართველოზე ასახვა არ ექნება. მსოფლიოში ნავთობზე ფასის ზრდა გეოპოლიტიკური და მაკროეკონომიკური ფაქტორებითაა განპირობებული. ღირებულების მატება პირდაპირ კავშირშია ჩინეთის მასშტაბით კოვიდრეგულაციების შემსუბუქებასთან ...

Read More »

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ორწლიან მინიმუმამდე დაეცა

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას განაგრძობს. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 3.7%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 692,3 დოლარი შეადგინა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში გაზის ფასი ევროპაში 48%-ით შემცირდა, ხოლო ერთწლიან ჭრილში ბუნებრივი აირი 27%-ითაა გაიაფებული. მკვეთრადაა შემცირებული ბრიტანული ბუნებრივი აირის ფასიც, ერთთვიან ჭრილში ვარდნის მაჩვენებელი 50%-ს აღწევს. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ...

Read More »

ბოსნიელი ინჟინრები უკრაინელებს “მინი ელექტროსადგურების” პროექტირების ტექნოლოგიას უზიარებენ

ბოსნიის აღმოსავლეთით, ქალაქ გორაზდეს მოსახლეობას ძალიან კარგად ესმის ის ტანჯვა, რასაც უკრაინელები გადიან. ოცდაათი წლის წინ მათაც გადაიტანეს მსგავსი პრობლემები, როდესაც 3 წელიწადი უკიდურეს გაჭირვებაში გაატარეს. რადგან ბოსნიელმა სერბებმა მათი ქალაქი რაკეტებით დაბომბეს და არტილერიით ააოხრეს. ბოსნიის 1992-95 წლების ომის გამო, მოსახლეობას დიდი ხნის განმავლობაშ არ ჰქონდა წვდომა ელექტროენერგიაზე, საკვებსა და მედიკამენტებზე. გორაზდეს მაცხოვრებლებმა კრეაატიული გზები გამონახეს, რათა თავი გადაერჩინათ. ისინი ახლა რჩევებს უზიარებენ უკრაინაში რთულ პირობებში მყოფ ...

Read More »

“აზერბაიჯანის მიზანია, ხუთ წელიწადში ევროპაში გაზის ექსპორტი გააორმაგოს”

გასულ წელს ჩვენ ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს ევროკომისიასთან ევროპულ ბაზარზე გაზის მიწოდების გაორმაგების შესახებ და ამ მიზანს ხუთი წლის განმავლობაში მივაღწევთ. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. „ეს შესაძლებელია, თუმცა ადვილი არ იქნება. დიახ, აზერბაიჯანი არ არის ბუნებრივი აირის ძალიან დიდი მიმწოდებელი, მაგრამ ჩვენ გვაქვს საკუთარი ბაზარი აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში და რაც უფრო მეტ გაზს ვაწარმოებთ მომავალში, მით უფრო გავაფართოვებთ ...

Read More »