Author Archives: admin

აზერბაიჯანიდან საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი იზრდება

ყირგიზეთმა ნავთობპროდუქტები ევროპის ორ ქვეყანაში გაიტანა

2022 წლის იანვარ-ივნისში ყირგიზეთმა ექპორტზე $68,4 მილიონის ნავთობპროდუქტებიგაყიდა, რაც გასული წლის ანალიგიურ პერიოდზე 2,5-ჯერ მეტია. ყირგიზეთის ნავთობის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები არიან თურქეთი ($26 მლნ) და ჩინეთი ($9,5 მლნ). ამასთან, სტატისტიკის სამსახურის ცნობით, ყირგიზეთმა საანგარიშო პერიოდში $7,1 მილიონის ნავთობპროდუქტები მალტაში გაყიდა. ამასთან, ყირგიზეთმა ნედლეული ბელგიასა ($4,7 მლნ) და ნიდერლანდებში (4,2 მლნ) გაყიდა.

Read More »

გერმანიამ ბუნებრივი გაზის საცავების 80% უკვე შეავსო და იმპორტს სტაბილურად აგრძელებს

გერმანიის ბუნებრივი გაზის საცავები 80 პროცენტით არის შევსებული და მარაგი სტაბილურად იმატებს. პროცესი რუსეთიდან გაზის მიწოდების მკვეთრად შემცირების პარალელურად გრძელდება. სამშაბათს გამოქვეყნებული სამრეწველო სტატისტიკის ციფრების თანახმად, ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში გაზის მარაგმა საცავების მოცულობის 80.14 პროცენტს მიაღწია. გერმანიის ქსელის მარეგულირებელმა კლაუს მიულერმა“ტვიტერზე“ დაწერა, რომ საცავები „სტაბილურად ივსება“, მაგრამ გამოთქვა გაფრთხილება, რომ შემდეგ კვირაში, რუსეთიდან მომავალ მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის ...

Read More »

ლიბიაში ნავთობის მოპოვებამ 1,211 მილიონი ბარელი შეადგინა დღე/ღამეში

ლიბიაში ნავთობის მოპოვება გაიზარდა 1,211 მილიონ ბარელამდე დღეში, ლიბიის ეროვნული ნავთობის კორპორაციის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ეროვნული ნავთობის კორპორაციის ახალმა ხელმძღვანელმა ფარჰატ ბენგდარამ, რომელიც ეროვნული ერთიანობის მთავრობამ 23 ივლისს დანიშნა, თქვა, რომ ნავთობის მოპოვებამ მიაღწია 860 ათას ბარელს დღე/ღამეში და რომ იგი აპირებდა ორ კვირაში 1,2 მილიონ ბარელამდე გაზრდას. გასულ წელს ნავთობის ექსპორტმა ასევე მიაღწია 1,2 მილიონ ბარელს ...

Read More »

ბოლო 6 თვეში მსოფლიოში საავიაციო ნავთი 70%-ით გაძვირდა

მსოფლიოში საავიაციო ნავთის ფასები მნიშვნელოვნად გაძვირდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, 2022 წლის 6 თვეში საავიაციო საწვავის ფასმა 70%-ით მოიმატა, რამაც უპრეცედენტო ზეწოლა მოახდინა საავიაციო ინდუსტრიაზე. ნავთობის მიწოდება აღდგა ივლისში და IEA (ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო) იმედოვნებს, რომ ეს ტენდენცია მინიმუმ წლის ბოლომდე გაგრძელდება. წყარო: avianews.ge

Read More »

იტალიამ ბუნებრივი აირის საცავები 80%-ით შეავსო

იტალიის სწრაფვამ, შეემცირებინა თავისი დამოკიდებულება რუსულ ბუნებრივ გაზზე, ქვეყანა ნაკლებად დაუცველი გახადა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ ზამთრამდე დააგროვა თავისი გაზის მარაგის 80 პროცენტი და უკვე 90 პროცენტს მიაღწევს. დრაგიმ დაამატა, რომ იტალიამ რუსულ ბუნებრივ გაზზე დამოკიდებულება გასულ წელს დაახლოებით, 40 პროცენტამდე შეამცირა. მისი თქმით, იტალია რუსეთისგან სრულიად დამოუკიდებელი შეიძლება, 2024 წლის შემოდგომაზე გახდეს, თუკი ორ ახალ ...

Read More »
ნავთობის გაიაფებამ უმსხვილეს ნავთობმწარმოებლებს მოგება შეუმცირა

ქვეყნები, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე მეტ ნავთობს მოიპოვებენ – რეიტინგი

რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის ფონზე, ენერგომატარებლებმა, რომელთაც პოლიტიკური დატვირთვა არც ამ დრომდე აკლდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, რაც ნათლად აისახა ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის გაზრდილ ფასებზე, მზარდ ინფლაციასა და ენერგომატარებლების გლობალურ დეფიციტზე. თავად ეს მდგომარეობა, უმეტესწილად რუსეთის ფედერაციის ფაქტორითაა განპირობებული, რომელიც ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში. თუმცა, რუსეთის გარდა ნავთობს სხვა სახელმწიფოებიც აწარმოებენ და რუსეთის მიერ ნავთობისა და სხვა ენერგომატარებლების ...

Read More »

“სტრატეგიულ მილსადენებზეც ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს”

ის საფრთხე, რომ ხანძარი მოსახლეობაზე გადავიდეს და გავრცელდეს, მოხსნილია – აღნიშნულის შესახებ ბორჯომის ხეობაში მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ვახტანგ გომელაურმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ხანძრის ქრობის სამუშაოების შესახებ ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. “ხანძრის გავრცელების არეალი წითელ ზონას არ გასცდენია, თუმცა გუშინ სადაც არ იყო, დღეს გადასულია ცეცხლი და გაჩნდა ახალ-ახალი კერები. სადაც ფიჭვნარია, უფრო მეტად იქ ჩნდებოდა. მთლიანად დავარტყით ახლა წრე, ვნახეთ, დავათვალიერეთ. ...

Read More »

ევროპა რუსული გაზის გარეშეც მზად არის ზამთრისთვის

ევროპის ქვეყნები შემოდგომის მოახლოებასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ რუსეთისგან დამატებითი გაზის შესყიდვის გარეშე უკვე მზად არიან ზამთრისთვის. გერმანიის გაზის საცავები 80,65%-ით არის შევსებული. ეს საკმარისია ზამთარში გაზით ქვეყნის უზრუნველსაყოფად. დიდი ბრიტანეთი კი საერთოდ აღარ აწარმოებს რუსეთის ენერგომატარებლების იმპორტს. გერმანიის ენერგეტიკული ქსელების სააგენტომ (Bundesnetzagentur) განაცხადა, რომ 24 აგვისტოსთვის გერმანიის გაზის საცავები შევსებულია 80%-ზე ოდნავ მეტით. ენერგეტიკული კომპანიების სურვილია, 1 ოქტომბრისთვის საცავების 85%-მდე ...

Read More »

რაჭაში, სოფელ ძირაგეულის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში, ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ განუცხადა. ადგილზე​ მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

Read More »

ისტორიაში პირველად – დიდმა ბრიტანეთმა თვე რუსული საწვავის გარეშე დახურა

ივნისში, ისტორიაში პირველად, ლონდონს რუსეთიდან საწვავი არ შემოუტანია. ეს მოხდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სანქციების დაწესების გამო, იუწყება Sky News. ეროვნული სტატისტიკის ოფისში განაცხადეს, რომ საქონლის იმპორტი 39 მილიონ დოლარამდე დაეცა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1997 წლის იანვარის შემდეგ. გაერთიანებული სამეფო იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. კერძოდ, ქვეყანამ უარი თქვა რუსული ენერგორესურსების შესყიდვაზე. დიდ ბრიტანეთში მიწოდების შეწყვეტის ...

Read More »