Author Archives: admin

ბიტკოინის ფასი $42,956-მდე გაიზარდა

ბიტკოინის კურსი 3%-ით გაიზარდა და $42,956 შეადგინა. აღნიუშნულს მოწმობს CoinDesk-ის მონაცემები. ბიტკოინის ტექნიკურ ნიშნულზე მაღლა ზრდა ემთხვევა აშშ-ში სამუშაო ადგილების შესახებ მოსალოდნელზე უკეთეს ანგარიშს და Amazon.com-ის მიერ ძლიერი შემოსავლის გამოქვეყნებას. ბოლო თვეებში კრიპტოვალუტა რისკის შემცველ აქტივებთან არის დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ S&P 500 პარასკევს ასევე გაიზარდა 0.5.%-ით, ხოლო Nasdaq 100 1.3%-ით. შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 ...

Read More »

ბრიტანეთში „ხელოვნური მზის“ ექსპერიმენტმა ბირთვული სინთეზით ენერგიის მიღებაში ახალი რეკორდი დაამყარა

გასული საუკუნის ბოლოს, გაერთიანებულ სამეფოში, ოქსფორდის სიახლოვეს, ექსპერიმენტული პროექტის, სახელად Joint European Torus-ის (JET) დანადგარებმა 22 მეგაჯოული ენერგია გამოიმუშავა, რაც იმ დროისათვის რეკორდი იყო ბირთვულ სინთეზში. ამჯერად, ექსპერიმენტული განახლებების წყალობით, დანადგარმა სამჯერ უფრო მეტი ენერგია გამოიმუშავა. მიღწევა წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია ტოკამაკებზე დაფუძნებულ ბირთვულ სინთეზში და სულ უფრო ახლოს მივყავართ იმ მომენტთან, როცა ენერგიის თითქმის დაუსრულებელ ნაკადს მივიღებთ გარემოს დაბინძურების ...

Read More »

ქვანახშირის მოპოვების სამუშაოების გაგრძელების გამო, ევროპული კომისია ევროკავშირის დაფინანსებიდან თანხებს დაუკავებს პოლონეთს

ევროპულმა კომისიამ პოლონეთს აცნობა, რომ ევროკავშირის რეგულარული დაფინანსებიდან დაუკავებს ფულად სახსრებს, რათა დაიფაროს პოლონეთისთვის ევროსასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმები, რომელიც ამ ქვეყანამ არ გადაიხადა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს. როგორც მედია აღნიშნავს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპული კომისია უჩერებს დახმარების გაცემას წევრ სახელმწიფოს, რადგანაც ის არ ემორჩილება ევროკავშირის უმაღლესი სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას. შარშან, სექტემბერში სასამართლოს გადაწყვეტილებით პოლონეთს ყოველდღიურად 500 ათასი ევროს ჯარიმის ...

Read More »

Saudi Aramco საფონდო ბირჟაზე აქციების დამატებით განთავსებას გეგმავს

მსოფლიოს ყველაზე მოგებიანი ნავთობმომპოვებელი კომპანია, Saudi Aramco საფონდო ბირჟაზე აქციების დამატებით განთავსებას გეგმავს – The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, საუბარია $50 მილიარდის მოზიდვაზე, რაც, არსებული შეფასებით, კომპანიის 2.5%-იან წილს შეესაბამება. როგორც ირკვევა, ამ თემაზე Saudi Aramco-მ კონსულტაციები უკვე გამართა: დამატებითი დალისტვა, სავარაუდოდ, ამა წლის მიწურულს ან შემდეგი წლის დასაწყისში, ელ-რიადის საფონდო ბირჟაზე მოხდება – ამასთანავე, მოსალოდნელია მეორეული დალისტვაც. აღსანიშნავია, რომ ...

Read More »

რა ფერის უნდა იყოს გაზის წვისას ალი, რომ CO არ დაგროვდეს

„თბილისი ენერჯის“ Facebook-პოსტის მეშვეობით მოქალაქეებს მიმართავს. „გაზის წვისას ყურადღება მიაქციეთ ალის ფერს. მისი მოყვითალო შეფერილობა არასრული წვის მანიშნებელია, რაც იწვევს CO-ს დაგროვებას. CO კლავს! გაზის სრულ წვას ჟანგბადი სჭირდება, ამიტომ, საფრთხის თავიდან ასარიდებლად, აუცილებელია, ხშირად გაანიავოთ ფართი და ხელოსანს გააწმენდინოთ სანთურა“, – აღნიშნულია ტექსტში.    

Read More »

საავიაციო ნავთზე ფასების ზრდა უკვე საყურადღებო ხდება

ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის მზადებისას ავიაკომპანიები ყურადღებით აკვირდებიან ორ ფაქტორს: ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის განვითარებას და საწვავის ფასების ზრდას. ეს უკანასკნელი კი ანტირეკორდებს ამყარებს. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მონაცემებით, გასული კვირის ბოლოსთვის საავიაციო ნავთის ფასი წინა კვირასთან შედარებით 2,6%-ით გაიზარდა და ბარელზე $105,7 შეადგინა. საავიაციო ნავთის ფასების ზრდამ 12 თვეში 77,8% შეადგინა. IATA-ს შეფასებით, 2022 წელს ავიასაწვავის საშუალო ფასი ბარელზე 102,2 დოლარი ...

Read More »

მოძრაობამ „გავიგუდე“ და 11-მა მოსარჩელემ რუსთავში ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართეს

სამოქალაქო მოძრაობამ „გავიგუდე“ და 11-მა მოსარჩელემ რუსთავში ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, სასამართლოს მიმართა. მოსარჩელეები მორალური ზიანის ანაზღაურებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან და საქვეუწყებო დაწესებულების, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისგან ითხოვენ. მათი განმარტებით, ქალაქ რუსთავში წელიწადში 270 დღის განმავლობაში არის ცუდი ან ძალიან ცუდი ჰაერი, ხოლო სახელწიფო არ დგამს საკმარის ქმედით ნაბიჯებს მდგომარეობის გამოსასწორებლად. როგორც მოსარჩელეები აცხადებენ, ...

Read More »

როგორ დაარეგულირებს სებ-ი კრიპტო ბაზარს – დეტალები

საქართველოში კრიპტო ბაზრის რეგულაციები კრიპტო ბირჟებსა და ე.წ. საფულეებზე გავრცელდება, მაინერებს კი არ შეეხება,- ამის შესახებ “ბიზნეს ფორმულას” ეთერში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში კრიპტო ბაზრის რეგულირების კანონპროექტის ე.წ. დრაფტი უკვე არსებობს და ახალი რეგულაციები სავარაუდოდ, გაზაფხულზე ან შემოდგომაზე შევა ძალაში. „კონსულტაციები ამ პროექტის თაობაზე უკვე გვაქვს “საერთაშორისო სავალუტო ფონდთან”. დაახლოებით, ერთ თვეში შეგვეძლება საჯარო განხილვები დავიწყოთ ...

Read More »

იაპონია ევროპისთვის თხევადი გაზით მომარაგების გაზიარებას დათანხმდა

ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდების შეფერხების შემთხვევაში იაპონია ევროპელებისთვის თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მარაგების გაზიარებას დათანხმდა. იაპონია მსოფლიოში თხევადი ბუნებრივი აირის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია. ტოკიო რამდენიმე ტანკერის, რომელთაგან თითო 70 000 ტონა თხევადი გაზითაა დატვირთული, ევროპისკენ გადამისამართებას დათანხმდა. იაპონიას და ევროკავშირს შორის შუამავლობა ამერიკამ გასწია. „ევროპისთვის დახმარებით ვაშინგტონმა და ტოკიომ აჩვენეს, რომ უკრაინაში რუსული აგრესიის შესაკავებლად და საზიარო ღირებულებების დასაცავად მუშაობენ“, – განაცხადა იაპონიაში აშშ-ს ელჩმა რამ ...

Read More »

რუსეთის წინააღმდეგ ზომებზე საუბრისას ოლაფ შოლცმა თავი აარიდა “ჩრდილოეთის ნაკად 2-ს”

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა CNN-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში თავი აარიდა კომენტარებს რუსული გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ ბედზე, თუკი უკრაინაში ვითარება გამწვავდება. ამავე დროს შოლცმა კვლავ განაცხადა, რომ ბერლინი და ვაშინგტონი „ერთ ტალღაზე“ არიან, როცა საქმე რუსეთსა და უკრაინას ეხება. „ჩვენ მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი ერთობლივი იქნება. როგორც პრეზიდენტმა თქვა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. შეგიძლიათ აბსოლუტურად დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ გერმანია იმოქმედებს ...

Read More »