Author Archives: admin

დავით ნარმანია: ბირჟის ამოქმედება ენერგიაზე ფასს გააძვირებდა

ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნა და ბირჟის ამოქმედება გეოპოლიტიკური და საფასო რიკების გამო გადავადდა. სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიას განცხადებით, ევროპის ენერგეტიკული კრიზისის და რეგიონში ელექტროენერგიაზე ფასების ზრდის გამო, ბირჟის ამოქმედება ფასების გაძვირებას ნიშნავდა. ამავდროულად, მისივე თქმით, სისტემა ტექნიკურად ბაზრის გახსნისთვის უკვე მზად არის – როგოც ენერგეტიკული ბირჟის, ასევე სახელმწიფო ელექტროსისტემისა და კომერციული ოპერატორის მხრიდან სრული მზადყოფნაა. „მთავრობამ გადაავადა მომავალი წლის მარტამდე ბაზრის ...

Read More »

გამოიწვევს თუ არა OPEC-ის გადაწყვეტილება ნავთობის ფასის ზრდას?

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) წევრები, ასევე რუსეთი და ნავთობის მომპოვებელი რამდენიმე სხვა ქვეყანა, რომელიც OPEC-ში არ შედის, ვენაში გამართულ მინისტერიალზე შეთანხმდნენ ნოემბრიდან დღე-ღამეში 2 მილიონი ბარელით ნავთობის მოპოვების შემცირებაზე. Reuters-ისა და Bloomberg-ის ცნობები დაადასტურა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა. ეს ნავთობის მოპოვების ყველაზე მსხვილმასშტაბიანი შემცირება იქნება COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ. როგორც მოსალოდნელია, ეს იმას გამოიწვევს, რომ მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასები ...

Read More »

შვედეთის პროკურატურა: შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ შვედეთის ეკონომიკურ ზონაში Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის გაზსადენებზე აფეთქებები მოხდა

შვედეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა დაასრულეს Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის გაზსადენებზე გაჟონვის ადგილების შემოწმება და დაადგინეს, რომ გაჟონვის მიზეზი აფეთქება იყო. „ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ შვედეთის ეკონომიკურ ზონაში Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის გაზსადენებზე აფეთქებები მოხდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა გაზსადენებს. დანაშაულის ადგილის დათვალიერებამ გააძლიერა ეჭვი სერიოზული დივერსიის შესახებ“, – განაცხადეს შვედეთის პროკურატურაში. 29 სექტემბერს, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში განაცხადეს, რომ ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენების დაზიანების ...

Read More »

ბულგარეთმა რუსულ საწვავზე სანქციები გააუქმა

ბულგარეთი საწვავზე მძიმე ვითარებამ აიძულა შეზღუდვები მოეხსნა რუსულ საწვავზე. კერძოდ, ახალმა  მთავრობამ რუსული საწვავის მომწოდებელი კომპანიები სანქციებიდან ამოიღო. 10 ოქტომბრიდან ბულგარულ ფირმებს უფლება ექნებათ დადონ სახელმწიფო კონტრაქტები და ჩარჩო ხელშეკრულებები რუსულ ფირმებთან. აღნიშნული 2024 წლის ბოლომდე იმოქმედებს. წყარო: bfm.ge

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინული ობიექტია

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინული ობიექტია, – განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა, რაფაელ გროსიმ. 5 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა „განკარგულებას“ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსეთის „ფედერალურ საკუთრებაში“ გადაცემის შესახებ. „განკარგულებას“ თანახმად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური „როსენერგოატომის“ 100%-იანი შვილობილი კონცერნი ხდება და „როსატომის“ სახელმწიფო კორპორაციის შემადგენლობაში გადადის. „ეს საერთაშორისო სამართალთან დაკავშირებული საკითხია. ჩვენ გვინდა, რომ ომი დაუყოვნებლივ შეწყდეს და რა თქმა უნდა, ატომური ენერგიის ...

Read More »

ენერგიის განახლებადი წყაროები გლობალური ელექტროენერგიის მოთხოვნის ზრდას სრულად აკმაყოფილებს

2022 წლის პირველ ნახევარში ენერგიის განახლებადმა წყაროებმა ელექტროენერგიის გლობალური მოთხოვნის ზრდა 100%-ით დააკმაყოფილა. Ember-ის Global Electricity Mid-Year Insights-ის ანგარიშის მიხედვით, შედეგად მსოფლიომ ნახშირიდან და გაზიდან ელექტროენერგიის წარმოების შესაძლო 4%-იანი ზრდა, წიაღისეული საწვავის $40-მილიარდიანი ხარჯი და 230 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის ემისია აიცილა თავიდან. ანგარიში ჯამში 75 ქვეყნის მონაცემებს აანალიზებს, რომლებიც ელექტროენერგიის გლობალური მოთხოვნის 90%-ს წარმოადგენს და 2022 წლის პირველი ექვსი თვის ...

Read More »

ევროპულმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი, რომელშიც ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების შეზღუდვაც შედის, დაამტკიცა

ევროპულმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ეს პაკეტი, რომელიც მჭიდროდ იყო კოორდინირებული საერთაშორისო პარტნიორებთან, პასუხობს რუსეთის მხრიდან მუდმივ ესკალაციას და უკრაინის წინააღმდეგ უკანონო ომს, მათ შორის უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსიას ყალბი რეფერენდუმების საფუძველზე, დამატებითი ჯარიმების მობილიზებასა და ღია ბირთვულ საფრთხეებს. „პაკეტს ევროკავშირის კანონმდებლობაში შემოაქვს საფუძველი, დაწესდეს ფასის ლიმიტი, რომელიც დაკავშირებულია მესამე ქვეყნებისთვის რუსული ნავთობის საზღვაო ...

Read More »

ირაკლი ლექვინაძე – კონკურენციის სააგენტოს მოკვლევის მთავარი მიზანია ხუთი მსხვილი რეალიზატორის მხრიდან 2022 წელს დაფიქსირებული ქცევა, როდესაც საწვავის გაიაფებული იმპორტი არ აისახა საცალო ქსელის ფასებზე

აგვისტოს თვეში მნიშვნელოვნად არის დაწყებული საავტომობილო საწვავის ბაზარზე ფასების კლების პროცესი, – ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. როგორც ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, აგვისტოს თვეში ყველა ტიპის სავწვაზე დაახლოებით 30-40 თეთრიანი კლება გვაქვს. მისივე თქმით, ეს პროცესი გრძელდებოდა სექტემბრის თვეშიც, დაახლოებით 10-30 თეთრის ფარგლებშია კლების მაჩვენებელი ყველა ტიპის საწვავზე. ლექვინაძის განმარტებით, ამას ხელს უწყობდა ბუნებრივია საერთაშორისო ბაზარზე არსებული ვითარება და კლების ტენდენცია ...

Read More »

საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 10%-ით გაიზარდა

საქართველოში გენერაცია 9.8%-ითაა გაზრდილი. აღნიშნულის შესახებ განცხადება სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ გააკეთა. მისი თქმით, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.8%-ს შეადგენს, რაც გამოწვეულია უკეთესი ჰიდროლოგიით და ასევე იმითაც, რომ ენგურჰესის რეაბილიტაციის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი გამომუშავება. „მიმდინარე წელს 2021 წელთან შედარებით ელექტროენერგიის წარმოება გაზრდილია 9.8%-ით. წინა წელს ელექტროენერგიის ჯამურმა გამომუშავებამ შეადგინა 12,431 მლრდ კვტ/სთ, ხოლო 2022 წელს –  საპროგნოზო მაჩვენებლების შესაბამისად, ჯამური ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – უახლოეს პერიოდში საზოგადოებას წარედგინება თვისობრივად ახალი მხარდაჭერის მექანიზმები განახლებადი ენერგიების განვითარების წასახალისებლად

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის შეფასებით, მიმდინარე გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობა, რაც ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს. მისი განცხადებით, იმისთვის, რომ შემცირდეს ენერგოდამოკიდებულება მეზობელი ქვეყნების რესურსებზე, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელიც შეთანხმდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ხელს შეუწყობს ადგილობრივი გენერაციის ობიექტების მშენებლობის წახალისებას. მინისტრის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში საზოგადოებას წარედგინება თვისობრივად ახალი მხარდაჭერის მექანიზმები განახლებადი ...

Read More »