Author Archives: admin

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 24 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, ფეიქართა და ქსნის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის, მონადირის, ავშნისა და ფირცხალავას ქუჩების მოსახლეობას. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, მანჯგალაძისა და ჩაქვის ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონი – ...

Read More »

იაპონია ფუკუშიმას ბირთვული ელექტროსადგურის დაბინძურებულ წყალს ზღვაში ჩაუშვებს

იაპონიის მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომელიც ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან ზღვაში დაბინძურებული წყლის გაშვებას გულისხმობს, ადგილობრივი ინდუსტრიისთვის კომპენსაციების სტანდარტებისა და უსაფრთხოების ანგარიშის გათვალისწინებით. იაპონიამ ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა, რომ 2023 წლის გაზაფხულიდან დაახლოებით 1 მილიონ ტონაზე მეტ დაბინძურებულ წყალს ეტაპობრივად ზღვაში ჩაუშვებს. იაპონიის გადაწყვეტილებამ როგორც ადგილობრივი მეთევზეების, ისე  მეზობელი ჩინეთისა და სამხრეთ კორეის წინააღმდეგობა გამოიწვია. ამის მიუხედავად, დეკემბრის დასაწყისში, ქარხნის ოპერატორმა Tokyo ...

Read More »

ზრდის შემდეგ, აზერბაიჯანული ნავთობის ფასი შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,59%-ით, 1,48 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 91,41 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

თალიბანი თურქმენული გაზის მიწოდებით ყოველწლიურად 500 მილიონ დოლარს მიიღებს

ბუნებრივი აირის მილსადენის TAPI (Turkmenistan–Afghanistan–Pakistan–India) აშენების პროექტში დარჩენილი იყო შვიდი შეთანხმების გაფორმება. სულ პროექტი ითვალისწინებდა 16 შეთანხმების დადებას, აქედან 9 – გააფორმა ავღანეთის წინა ხელისუფლებამ. დარჩენილ შეთანხმებებს უახლოეს დროში გააფორმებს „თალიბანი“;  ის პროექტის რეალიზაციისთვის მიიღებს საერთაშორისო საფინანსო დახმარებას. ამის შესახებ იტყობინება ავღანური ტელეარხი Tolo News, რადიკალური თალიბანის მიერ შექმნილი დროებითი მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით, რომელმაც ავღანეთში ძალაუფლება დაიპყრო (აკრძალულია რუსეთის ფედერაციაში). პროექტში ...

Read More »

Subaru-მ 1073 ცხენის ძალის სიმძლავრის მქონე ელექტრომობილი წარმოადგინა

გასულ კვირას, ტოკიოს ავტომობილების გამოფენაზე, Subaru-მ რბოლისთვის განკუთვნილი საკუთარი წარმოების პირველი ელექტრომანქანა წარმოადგინა. Subaru STI E-RA-ს, რომელიც ამ ეტაპზე კონცეპტუალურ მოდელად რჩება, Yamaha-ს წარმოების ოთხი ელექტროძრავა აქვს, რომლითაც მანქანას 1073 ცხენის ძალის სიმძლავრის გამომუშავება შეუძლია. აღსანიშნავია, რომ Subaru-ს სუპერქარი 60 კვ/სთ-ის მოცულობის ელექტრობატარეითაა აღჭურვილი, კომპანიაში დარწმუნებულები არიან, რომ 2023 წელს ეს მანქანა ნიურბურგრინგის ერთ წრეს 6 წუთსა და 40 წამში დაფარავს.

Read More »
დარიალი ჰესი

დამოუკიდებლობის წლებში აშენებული ყველაზე მძლავრი ჰიდროსადგური 2021 წელს საპროექტო გამომუშავებაზე გავიდა

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო) 2021 წლის თბო, ქარის და ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს. ესკოს მონაცემების თანახმად, 2021 წელს თბო, ქარის და ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია 12 მილიარდ 645 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგია. გამომუშავებული ელექტროენერგიიდან 83 მილიონ 400 ათასი კვტ.სთ ქართლის ქარის სადგურის, 2 მილიარდ 379 მილიონ 600 ათასი კვტ.სთ თბოსადგურების, ხოლო 10 მილიარდ 182 მილიონ 100 ათასი კვტ.სთ ...

Read More »

„ბიტკოინი“ თითქმის 50%-ით გაუფასურდა

2021 წლის ნოემბრის შემდეგ, კრიპტოვალუტა „ბიტკოინი“ თითქმის 50%-ით გაუფასურდა, – ამის შესახებ CNN-ი წერს. CoinDesk-ის მონაცემებით, მხოლოდ 24 საათი აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ კრიპტოვალუტის ფასი 8%-ით დაცემულიყო. ამჟამად, მისი ყიდვა დაახლოებით $35 ათასადაა შესაძლებელი. 2021 წლის დასაწყისთან შედარებით, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტა 20%-ზე მეტითაა გაუფასურებული.

Read More »
როგორ ითვისებს საქართველო არსებულ ენერგოპოტენციალს

2021 წელს საქართველომ $47.6 მილიონის ელექტროენერგია იყიდა – მთავარი მომწოდებელი რუსეთია

საქართველოში ელექტროენერგიის გაზრდილ მოხმარებას ადგილობრივი გენერაცია კვლავ ჩამორჩება, რაც ელექტროენერგიის იმპორტს ზრდის – 2021 წელს ელექტროენერგიის იმპორტი წლიურად 25%-ით გაიზარდა, მთავარი მომწოდებელი კი რუსეთი გახდა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, გასული წლის იანვარ-დეკემბერში საქართველომ 2 მლრდ 006 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა, რაც ქვეყანას $47.6 მილიონი დაუჯდა. საქსტატის მონაცემებით, აქედან $11.9 მილიონი რუსულ ელექტროენერგიაზე დაიხარჯა. მთლიანი იმპორტის დაახლოებით 62%, ანუ 1 მლრდ ...

Read More »

მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასის შემცირების მიუხედავად, აზერბაიჯანული Azeri LT-ის ღირებულება ზრდას აგრძელებს

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,43%-ით, 0,04 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 92,89 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ბიტკოინის ფასი 40 000 აშშ დოლარს კვლავ ჩამოსცდა

ბიტკოინის კურსი კვლავ დაეცა და 40 000 აშშ დოლარის ნიშნულზე ჩამოვიდა. აღნიუშნულს მოწმობს CoinDesk-ის მონაცემები. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტა 3,93%-ით-ით დაეცა და 38 287 აშშ დოლარს შეადგენს. როგორც მედია იუწყება, ამ ფაქტის გამომწვევი ერთეთი მიზეზად  ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებულ შატებში საბაზრო-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრება საახელდება. შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.

Read More »