საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო) 2021 წლის თბო, ქარის და ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს.
ესკოს მონაცემების თანახმად, 2021 წელს თბო, ქარის და ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია 12 მილიარდ 645 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგია.
გამომუშავებული ელექტროენერგიიდან 83 მილიონ 400 ათასი კვტ.სთ ქართლის ქარის სადგურის, 2 მილიარდ 379 მილიონ 600 ათასი კვტ.სთ თბოსადგურების, ხოლო 10 მილიარდ 182 მილიონ 100 ათასი კვტ.სთ ჰიდროსადგურების წილად მოდის.
2021 წელს ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მიხედვით შედგენილ რეიტინგს ასეთი სახე აქვს:
1. ენგურჰესი – 3 518,7 მლნ კვტ.სთ
2. გარდაბნის თბოსადგური 2 – 1 022,9 მლნ კვტ.სთ
3. გარდაბნის თბოსადგური 1 – 961,6 მლნ კვტ.სთ
4. ვარციხე ჰესი – 807,0 მლნ კვტსთ
5. ვარდნილჰესი – 795,9 მლნ კვტ.სთ
6. დარიალი ჰესი – 509,6 მლნ კვტ.სთ
7. ლაჯანურჰესი – 423,4 მლნ კვტ,სთ
8. ფარავანჰესი – 337,8 მლნ კვტ.სთ
9. გუმათჰესი – 324,0 მლნ კვტ.სთ
10. ხრამჰესი 2 – 318,8 მლნ კვტ.სთ
11. რიონჰესი – 310,2 მლნ კვტ.სთ
12. ჟინვალჰესი – 303,5 მლნ კვტ.სთ
13. მტკვარი (თბოსადგური) – 278,5 მლნ კვტ.სთ
14. შუახევი ჰესი – 274,2 მლნ კვტსთ
15. ხრამჰესი 1 – 210,3 მლნ კვტ.სთ
16. ხელვაჩაური ჰესი 1 – 163,7 მლნ კვტსთ
17. ზაჰესი – 145,4 მლნ კვტ.სთ
18. ხადორი ჰესი – 127,0 მლნ კვტ.სთ
19. მესტიაჭალა ჰესი 2 – 103,6 მლნ კვტ.სთ
20. ჩითახევიჰესი – 98,8 მლნ კვტ.სთ
21. ძევრულ ჰესი – 88,9 მლნ კვტ.სთ
22. აწჰესი – 84,7 მლნ კვტ.სთ
23. ქართლის ქარის სადგური – 83,4 მლნ კვტ.სთ
24. ოლდენერჯი ჰესი – 82,7
25. თბილსრესი – 79.1 მლნ კვტ.სთ
სულ, ყველაზე დიდი გამომუშავების მქონე 25 სადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის მოცულობა შეადგენს 11 მილიარდ 453 მილიონ 700 ათასი კვტ.სთ-ს ანუ მთლიანი გამომუშავების 90,58%-ს.
ყველაზე დიდი გამომუშავების მქონე 25 სადგურის მიერ წარმოებულ ელექტროენერგიაში დამოუკიდებლობის წლებში აშენებული ელექტროსადგურების (გარდაბნის თბოსადგური 2, დარიალჰესი, ფარავანჰესი, შუახევი ჰესი, ხელვაჩაური ჰესი 1, ხადორი ჰესი, მესტიაჭალა ჰესი 2, ქართლის ქარის სადგური, ოლდენერჯი ჰესი,) წილი შეადგენს 2 704,9 მლნ კვტ.სთ-ს ანუ 23,62%-ს
2016 წლის ბოლოს ამუშავებული, დამოუკიდებლობის წლებში აშენებული ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური „დარიალჰესი”, 2021 წელს პირველად გავიდა დაგეგმილ საშუალო წლიური გამომუშავებაზე. „დარიალჰესმა” 2017 წელს 244,2 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, 2018 წელს – 262,2 კვტ.სთ., 2019 წელს – 270,5 მლნ კვტ.სთ., 2020 წელს – 445,9 მლნ კვტ.სთ, ხოლო 2021 წელს კი – 509,6 მლნ კვტ. სთ.
„დარიალჰესის” დადგმული სიმძლავრე 108 მეგავატია, ხოლო ელექტროენერგიის დაგეგმილი საშუალო წლიური გამომუშავება 510 მლნ კვტ.სთ.
წყარო: ipress.ge