Author Archives: admin

გერმანიის რეგულატორი Nord Stream 2-ის ამუშავებას მინიმუმ 6 თვე გამორიცხავს

გერმანიის ფედერაციული ქსელური სააგენტოს ხელმძღვანელმა იოხენ ხომანმა გაზპრომის მილსადენის, Nord Stream 2-ის სერტიფიცირების საკითხზე ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ Frankfurter Allgemeine Zeitung ავრცელებს. ხომანის თქმით, გაზსადენის სერტიფიცირება როგორც მინიმუმ წლის პირველ ნახევარში გამორიცხულია. გაზსადენის სერტიფიცირებისთვის აუცილებელ წინაპირობას გერმანიაში შვილობილი იურიდიული პირის დაფუძნება წარმოადგენდა. ამის მიუხედავად, ხომანის თქმით, ახალი კომპანიის შესახებ მონაცემები შეტანილია გერმანიის რეესტრში, თუმცა გერმანული მხარე მომდევნო ნაბიჯებს ელის. რუსული გაზსადენის ...

Read More »

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ფრანგულ მხარესთან თანამშრომლობის ფორმატში მიმდინარე საკითხები განიხილა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩ დიეგო კოლას, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ევრაზიის რეგიონულ დირექტორ სესილ კუპრის და ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურას შეხვდა. მხარეებს შორის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის ფორმატში მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ზემო სამგორის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტზე. მინისტრის მოადგილემ ევროპის ...

Read More »

Shell-ის „ნაშირბადის დამჭერი“ ობიექტი ემისიების ახალი წყარო გახდა

ერთ-ერთი ობიექტი იმ მცირე სიიდან, რომელიც ემისიების შესამცირებლად „ნახშირბადის დაჭერისა და შენახვის“ (CCS) ტექნოლოგიას იყენებს, აღმოჩნდა, რომ იმაზე მეტ სათბურის აირებს გამოყოფს, ვიდრე რეალურად იჭერს. კანადაში მდებარე Quest-ის ქარხანა, რომელიც ნავთობის გიგანტ Shell-ს ეკუთვნის, CCS-ის ტექნოლოგიის წარმატებულ პროექტად ითვლებოდა. Global Witness-ის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თუ 2015 წლიდან ქარხანამ ატმოსფეროში 5 მილიონი ტონის მოცულობის ნახშირორჟანგის ემისიის გაშვება შეაჩერა, სამაგიეროდ, ...

Read More »

იენს სტოლტენბერგი: ევროპას ენერგომომარაგების დივერსიფიცირება სჭირდება

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ევროპას ენერგომომარაგების დივერსიფიცირება სჭირდება. „ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ევროპაში ენერგეტიკული სიტუაციით, რადგან ეს ცხადყოფს ბუნებრივი აირის ერთ მიმწოდებელზე ზედმეტად დამოკიდებულების მოწყვლადობას და ამიტომ ნატოს მოკავშირეები თანხმდებიან, რომ ჩვენ გვჭირდება მუშაობა და ფოკუსირება მომარაგების დივერსიფიცირებაზე“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ევროკავშირი მზად არის, რუსეთს ...

Read More »
რუსულმა საწვავმა ქართული ბაზარი დაიპყრო

ნავთობის ფასი 8 წლიან მაქსიმუმზეა – გაძვირება საქართველოშიც გარდაუვალია

ნავთობის ფასი ზრდას შეუჩერებლად განაგრძობს. ორშაბათს 31 იანვარს Brent-ს მარკის ნავთობის მარტის ფიუჩერსულმა ფასმა $91-ს, WTI-ს ღირებულებამ კი $87-ს გადააჭარბა. 2014 წლის შემდეგ პირველად შავი ოქროს ფასი შესაძლოა ისევ სამნიშნა მაჩვენებლით განისაზღვროს, რაც საქართველოში საცალო ფასზე აუცილებლად აისახება. ნავთობის გაიაფება სწორედ 2014 წელს დაიწყო და ივნისში მაშინ როცა ბარელი ჯერ კიდევ $110 ღირდა, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 1.77 იყო. ...

Read More »

ტყიბულის ქვანახშირის მაღაროში მომხდარი შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები

ტყიბულის შახტში, არსებული ინფორმაციით, აფეთქება მოხდა. მომხდარის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათგან ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც საქართველოს პირველ არხს ტყიბულის შახტების მმართველ კომპანიაში განუცხადეს, შახტში ინციდენტი მოხდა, მომხდარის დეტალებს ადგილზე კომპანიის შრომის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები სწავლობენ. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია ხუთი-ექვსი პირი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ინციდენტი მოხდა, ახლა არის ჩასული ჩვენი შრომის უსაფრთხოება შახტში და იკვლევენ, რა ...

Read More »

დღეს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 31 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ვასო აბაშიძისა და თაბუკაშვილის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მონადირის, ავშნის, ფირცხალავასა და ნუშის ქუჩების მოსახლეობას. 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ჩაქვისა და მანჯგალაძის ქუჩების ...

Read More »
ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი სს "სართიჭალა გაზს" რეკომენდაციით მიმართვას

ენერგოომბუდსმენი გლდანში მომხდარ ტრაგედიაზე: პირველადი შეხედვით, იქ იყო გამოყენებული გაზქურის ღუმელი გასათბობად, რაც დაუშვებელია

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი გლდანში მომხდარ ტრაგედიას დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა. „პირველადი შეხედვით, იქ იყო გამოყენებული გაზქურის ღუმელი გასათბობად, რაც დაუშვებელია. გათბობის მიზნით, ისევე როგორც კამფორების ჩართვა, ასევე „ფურნაკის“ გამოყენება და ღია მდგომარეობაში დატოვება დაგმანულ პირობებში იწვევს როგორც უჟანგბადობას, ასევე, გარკვეულწლილად CO-ს დაგროვებასაც, რაც რასაკვირველია არის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი მოვლენა“, – განაცხადა ვარდიაშვილმა.

Read More »

Bentley ელექტრო ინდუსტრიაში შესაბიჯებლად 2.5 მლრდ გირვანქა სტერლინგის ინვესტიციას განახორციელებს

მდიდრული ავტომობილების მწარმოებელი ბრენდი, Bentley, უახლოეს პერიოდში საკუთარი ელექტროსაწარმოო ხაზის განსავითარებლად 2.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანია თავისი პირველი ელექტრომობილის გამოშვებას მომდევნო სამი წლის განმავლობაში გეგმავს. ექსკლუზიური ელექტრომოდელის გამოშვებას კი 2030 წლისათვის აანონსებს. Bentley-ის განცხადებით, აღნიშნული ინვესტიცია ინგლისში, ქრუში მდებარე საწარმოში განხორციელდება. თუმცა, გარდა იმისა, რომ ქარხანა ელექტრომობილების საწარმოებლად აუცილებელი ინვენტარით აღიჭურვება, ინვესტიციის ნაწილი მისი გამონაბოლქვისაგან განეიტრალებასაც მოხმარდება. ...

Read More »

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ით პუტინს ზედმეტად დიდი ბერკეტი ჩავუგდეთ ხელში“ – ბუნდესტაგის დეპუტატი ფრანკ მიულერ-როზენტრიტი

„არ შეიძლება, ამხელა ვალში ვიყოთ სხვა ქვეყანასთან, მით უმეტეს, დიქტატურასთან, არ შეიძლება, დიქტატორს ჩვენს პოლიტიკაზე ამხელა ბერკეტი ჰქონდეს“, –  უთხრა რადიო თავისუფლებას ბუნდესტაგის დეპუტატმა ფრანკ მიულერ-როზენტრიტმა, როდესაც უკრაინაში ახალი რუსული აგრესიის საფრთხის შესახებ საუბრისას კითხვა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენსა და გერმანიის პოზიციას შეეხო. უკრაინაში რუსეთის შეჭრის ალბათობის ზრდასთან ერთად, პროპორციულად მატულობს იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდებას ემხრობიან. რამდენიმე ...

Read More »