Author Archives: admin

სალომე ზურაბიშვილი: „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების“ ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბისვილის თქმით, ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმება ნიშნავს იმას, რომ ახლა შავი ზღვა ევროპული ზღვა ხდება და ის ხიდია, რომელიც ორივე მხარეს ერთმანეთთან აკავშირებს. ამის შესახებ ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ წერს. „მივესალმები „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების“ ხელმოწერას. ეს ისტორიული ნაბიჯია, რომელიც კავკასიას ევროკავშირთან დააკავშირებს. ეს ნიშნავს, რომ ახლა შავი ზღვა ევროპული ზღვა ხდება ...

Read More »

გერმანიაში თხევადი გაზის პირველი ტერმინალი გაიხსნა

გერმანიაში თხევადი გაზის პირველი ტერმინალი გაიხსნა. ობიექტის გახსნას კანცლერი ოლაფ შოლცი, ასევე ქვეყნის ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები დაესწრნენ. როგორც შოლცმა აღნიშნა, ტერმინალის მეშვეობით გერმანიის ენერგომომარაგება “რუსეთის მილსადენებისგან დამოუკიდებელი გახდება”. არსებული ინფორმაციით, ტერმინალს ყოველწლიურად გერმანიაში მოხმარებადი გაზის 6 პროცენტის მიწოდება შეუძლია. მთლიანობაში გერმანია რუსული გაზის ჩასანაცვლებლად თხევადი გაზის ოთხი მცურავი ტერმინალის გახსნას გეგმავს. მეორე ტერმინალის გახსნა 2023 წლის დასაწყისშია დაგეგმილი.

Read More »

რომეო მიქაუტაძე ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონს შეხვდა. შეხვედრა ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს მე-20 შეხვედრის ფარგლებში, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა. განხილულ იქნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ორმხრივი პროექტები და საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოება.განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანზე როგორც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. აღინიშნა, რომ ...

Read More »

ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევში თბომომარაგება სრულად აღდგა

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ ქალაქში თბომომარაგება სრულად აღდგა. ამის შესახებ ის ტელეგრამში წერს. “ბოლო დაბომბვების შემდეგ ქალაქი ყველა სერვისის მუშაობას უბრუნდება. კერძოდ, სრულად აღდგენილია თბომომარაგების სისტემის მუშაობა”, – წერს კლიჩკო. 16 დეკემბერს რუსეთმა მასობრივი სარაკეტო იერიში უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიიტანა. შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რამდენიმე ობიექტი და საცხოვრებელი სახლები ჟიტომირის, კიევის, ხარკივის, დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში. შაბათს დილით ...

Read More »

დღეს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

19 დეკემბერს სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), კრწანისის, თელეთის და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდების და სოფელი ბეთანიის მოსახლეობას. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – ელექტროენერგია სულ უფრო მოთხოვნადი იქნება, საქართველო ევროპას კასპიის რეგიონთან დააკავშირებს

ელექტროენერგია სულ უფრო მოთხოვნადი იქნება, საქართველო ევროპას კასპიის რეგიონთან დააკავშირებს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. დავითაშვილის თქმით, საქართველოს ორი მიმართულებით გააჩნია დიდი როლი. „ერთი ეს არის ის, რომ ჩვენ ჩვენი გენერაციის პროდუქტის პირდაპირი ექსპორტირება მოვახდინოთ ყველაზე მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე, მაღალ ფასიან ბაზარზე და შესაბამისად, ჩვენი სექტორის მიზიდულობა გაიზარდოს. პრემიერ-მინისტრი ამას ...

Read More »
ახალი სიტყვა განახლებედი ენერგიის წარმოებაში

საქართველოში განახლებადი ენერგიების 596 სადგურია, 98% მზის ენერგოსადგურს წარმოადგენს

დღეისათვის არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული განახლებადი ენერგიებიდან ქსელს 32 423 კვტ/სთ ელექტროენერგია მიეწოდება, საიდანაც თელასის ქსელში მიწოდება 12 911 კვტ/სთ-ია, ხოლო ენერგო-პრო ჯორჯიას ქსელში 19 512 კვტ/სთ. მთლიანობაში თელასის ქსელში, ამ დროისათვის, ჩართულია განახლებადი ენერგიების 200 სუბიექტი, საიდანაც 199 სუბიექტი არის მზის ენერგიაზე მომუშავე სადგური. ხოლო ენერგო პრო ჯორჯიაა ქსელში ჩართულია 396 ობიექტი, საიდანაც მზის სადგურია ...

Read More »

ურსულა ფონ დერ ლაიენი: მოხარული ვარ, რომ რუმინეთის, უნგრეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის შეთანხმება დიდ აქცენტს აკეთებს განახლებად ენერგიებზე

მოხარული ვარ, რომ რუმინეთის, უნგრეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის შეთანხმება დიდ აქცენტს აკეთებს განახლებად ენერგიებზე, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „შავი ზღვის ორი სანაპირო არასდროს ყოფილა ასე ახლოს. მოხარული ვარ, რომ რუმინეთის, უნგრეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის შეთანხმება ასეთ დიდ აქცენტს აკეთებს განახლებად ენერგიებზე. ჩვენ ახლა ავაგებთ უფრო მტკიცე ენერგეტიკულ ურთიერთკავშირებს“, – წერს ურსულა ...

Read More »

აზერბაიჯანიდან საქართველოზე ტრანზიტით თურქეთში გასული ელექტროენერგიის მოცულობა 208%-ით არის გაზრდილი

საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მომდინარე წლის თერთმეტ თვეში საქართველოდან ტრანზიტის მიზნით გასული ელექტროენერგიის მოცულობამ 2 643,8 მლნ ლვტსთ შეადგინა. საქართველოზე ტრანზიტით ელექტროენერგია თურქეთში აზერბაიჯანმა, რუსეთმა და სომხეთმა გაიტანეს. საქართველოდან ტრანზიტით გასული ელექტროენერგიის მოცულობა გასული წლის თერთმეტ თვესთან შედარებით 154%-ით არის გაზრდილი – 1 042,4 მლნ კვტსთ-დან 2643,8 მლნ კვტსთ-მდე. იანვარ-ნოემბერში თურქეთში აზერბაიჯანიდან საქართველოზე ტრანზიტით გასული ელექტროენერგიის ...

Read More »

ილია დარჩიაშვილი: ჩვენი ქვეყანა მწვანე ენერგიისა და განახლებადი ენერგიების გამომუშავების მიმართულებით ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა ხდება

მნიშვნელოვანი დღეა რუმინეთში, სადაც ხელი მოეწერა მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიულ შეთანხმებას, აღნიშვნის ღირსია, რომ საქართველოს ამ პროცესში გამორჩეული ადგილი აქვს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო ნამდვილად ხდება ამ მიმართულებით მწვანე, განახლებადი ენერგიის გამომუშავების მიმართულებით ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა და ასევე, როგორც გადაცემის ნაწილში, საქართველოს მომავალშიც აქტიური და მნიშვნელოვანი როლი ექნება. „უნდა ...

Read More »