Author Archives: admin

იამალი-ევროპის გაზსადენით რუსული გაზის მიწოდება გერმანიაში კვლავ შეჩერდა

იამალი-ევროპის გაზსადენით რუსული გაზის მიწოდება გერმანიაში კვლავ შეჩერდა და მიედინება საპირისპირო, რუსეთის მიმართულებით. ამას ადასტურებს გერმანული გაზსადენის ოპერატორი Gascade-ის მონაცემები. გაზის ნაკადის მიმართულების ცვლილება სამი მაგისტრალური მილსადენიდან ერთ-ერთით, რომლითაც რუსულ გაზს დასავლეთ ევროპას აწვდის, უკვე მეორედ მოხდა ბოლო რამდენიმე დღეში. მიწოდების დეფიციტის გამო ევროპული გაზის საორიენტაციო ფასი გასულ კვირას 23%-ით გაიზარდა. მიწოდება შეიზღუდა იმ ფონზე, როცა ზოგიერთი რეგიონალური პოლიტიკოსი კრემლს მიწოდების შეზღუდვაში ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

მ/წელს საავიაციო ნავთის იმპორტი 54,7%-ით გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2021 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში  საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 9,4 ათასი ტონა, რაც 1,1 ათასი ტონით  ანუ 13,2%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (8,3 ათასი ტონა) და 5 ათასი ტონით ანუ 113,6%-ით მეტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (4,4 ათასი ტონა)  შედარებით. მათ შორის, 2021 წლის ოქტომბრის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 64,9%  (6,1 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 20,2% (1,9 ათასი ტონა) – თურქეთიდან; 14,9%  (1,4 ათასი ტონა) – იტალიიდან. 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის ...

Read More »
საწვავის ფასები სხვადასხვა ქვეყნებში (ფასების ცხრილი)

შემოდგომაზე საწვავის ფასი 10-30 თეთრით გაიზარდა

ემოდგომაზე, საქართველოს ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი კვლავ გაიზარდა. აგვისტოში “გალფის” ბენზინგასამართ სადგურზე “სუპერის” ტიპის საწვავის ფასი 3.20 ლარს შეადგენდა, 8 ნოემბრის მგომარეობით კი 3.37 ლარს აღწევს. იმავე ბრენდირებულ სადგურზე რეგულარის ფასი 2.99 ლარს უტოლდებოდა, შემოდგომაზე კი 16 თეთრით გაიზარდა და 3.15 ლარს შეადგენს. “რომპეტროლის” ბენზინგასამართ სადგურზე “სუპერის” საწვავი 3.20 ლარი ღირდა, დღეს კი 3.30-მდეა გაძვირებული. “ლუკოილში” სუპერი ecto 100-ის ტიპის ...

Read More »

ყაზახეთში, მეთანის გაჟონვის გამო, ქვანახშირის მაღაროში აფეთქება მოხდა. არის მსხვერპლი

ყაზახეთში, აბაისკაიას ქვანახშირის მაღაროში აფეთქება მოხდა. დაღუპულია 6 ადამიანი. შემთხვევის დროს ტერიტორიაზე 64 მუშა იყო, მათგან 56-მა გამოღწევა შეძლო, 2 კი ადგილზე დაშავდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება მეთანის გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მეთანი უსუნო აირია, რომელიც ქვანახშირის მოპოვებისას გამოიყოფა და აფეთქების თავიდან აცილება სავენტილაციო სისტემის მეშვეობით ხერხდება.

Read More »

Iberia-მ ნარჩენებისგან დამზადებული ბიოსაწვავით პირველი ფრენა განახორციელა

ავიაკომპანია Iberia-მ ნავთობკომპანია Repsol-თან თანამშრომლობით, პირველი რეისი განახორციელა, რომლის დროსაც ესპანეთში ნარჩენებისგან წარმოებულ ბიოსაწვავი გამოიყენა. ბიოსაწვავით Iberia-ს ლაინერმა მადრიდი-ბილბაოს (ბასკების ქვეყნის ავტონომიური თემი) რეისი შეასრულა. აღნიშნული რეისი ავიაკომპანიამ Airbus A320neo-ით განახორციელა. როგორც Iberia-ში განმარტავენ, აღნიშნული ფრენა, დაბალი ემისიებით, ერთი ნაბიჯია საავიაციო სექტორის დეკარბონიზაციისკენ, რამაც CO2 ემისიების 1.4 ტონით შემცირება განაპირობა. წყარო: avianews.ge

Read More »
“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

„გაზპრომი“ ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდებას იწყებს

რუსული კომპანია „გაზპრომი“ ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდებას იწყებს. რუსული მედიის ინფორმაციით, „გაზპრომი“ ასრულებს გაზის მიწოდებას რუსეთში მიწისქვეშა საცავებში, რათა უზრუნველყოს შიდა ბაზარზე გაზის უწყვეტი მიწოდება ზამთარში და ევროპის ობიექტებზე მიწოდების გაზრდას იწყებს. „გაზპრომის“ ხელმძღვანელის, ალექსეი მილერის განცხადებით, რუსეთში დამატებითი არასამუშაო დღეების გამოცხადების გამო, გეგმაზე მეტად ჩატვირთვის გაგრძელება 7 ნოემბრის ჩათვლით გადაწყდა. ევროპაში ბუნებრივი აირის ფასებმა მცირედით დაიკლო, თუმცა კვლავ მაღალ ნიშნულზეა. ...

Read More »

ნამახვანში მიღწეული „წარმატების“ შემდეგ, ახალი კამპანია ონის კასკადის წინააღმდეგ იგეგმება

ქართული ენერგეტიკისა და ეკონომიკის მკვლელები, რომელთა წარდგენასაც აზრი არ აქვს, რადგან შეგვიძლია, ძალიან მარტივად, „საბოტაჟნიკებად“ (უხდებათ ეს რუსული „ტერმინი“) მოვიხსენიოთ, ნამახვანში მიღწეული „წარმატების“ შემდეგ, ახალ კამპანიას გეგმავენ… ამჯერად ონის კასკადის საწინააღმდეგოდ. ამოცანის პირობა ისევ ისაა, რაც ნამახვანჰესის დროს იყო – პროექტი უნდა ჩავარდეს, თუმცა ამ ამოცანის შესრულებას უფრო მეტი სირთულე ახლავს, რადგან ინვესტორი „გადამთიელი“ – ურჯულო კი არა, არამედ, ქართველია ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 5 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82.74  (+ 2.20)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  81.27 (+ 2.46)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

პარლამენტში სემეკ-ის თავმჯდომარესა და ენერგოომბუდსმენს მოუსმენენ

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე სემეკ-ის თავმჯდომარეს ელოდებიან. დავით ნარმანია საკანონმდებლო ორგანოს 2020 წლის წლიურ ანგარიშს წარუდგენს. დეპუტატები გასულ წელს ენერგეტიკის სფეროში მიღწეულ სიახლეებსა და არსებულ გამოწვევებს გაეცნობიან. მოხსენებაში აქცენტირებული იქნება ბუნებრივი აირის სექტორში უსაფრთხოების საკითხები, ასევე რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემები და წყალმომარაგების სექტორში აღრიცხვიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები. კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის ანგარიშს ასევე წარადგენს ენერგოომბუდსმენი სალომე ...

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა

დღეს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. მთაწმინდის რაიონი: გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ვასო აბაშიძის, თაბუკაშვილის, ასათიანის, ლაღიძის, ჭანტურიას, ჯორჯიაშვილის, ინგოროყვას, ლეონიძის, იაშვილის, ლორთქიფანიძის და ლერმონტოვის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი: გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, ...

Read More »