ყაზახეთში, აბაისკაიას ქვანახშირის მაღაროში აფეთქება მოხდა. დაღუპულია 6 ადამიანი. შემთხვევის დროს ტერიტორიაზე 64 მუშა იყო, მათგან 56-მა გამოღწევა შეძლო, 2 კი ადგილზე დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, აფეთქება მეთანის გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მეთანი უსუნო აირია, რომელიც ქვანახშირის მოპოვებისას გამოიყოფა და აფეთქების თავიდან აცილება სავენტილაციო სისტემის მეშვეობით ხერხდება.