Author Archives: admin

მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

ევროკავშირმა მიწისქვეშა გაზსაცავები 75%-ით შეავსო

ევროპის მიწისქვეშა გაზსაცავები (UGS) 75%-ით შეივსო, ხოლო რუსეთიდან მიწოდება შეზღუდულ რეჟიმში გრძელდება. ივნისში ევროკავშირმა მიიღო ახალი წესები, რომლის მიხედვითაც საცავები 2022 წლის 1-ელ ნოემბრამდე ბუნებრივი აიროთ მინიმუმ 80%-ით, ხოლო მომდევნო წლებში 90%-ით უნდა შეივსოს. გაზსაცავები თავის ტერიტორიაზე ევროკავშირის 18 ქვეყანას აქვს. ყველაზე მეტ (92 მილიარდ კუბურ მეტრ) გაზს გერმანია მოიხმარს, რომლის ტერიტორიაზეც ევროკავშირში ყველაზე მსხვილი გაზსაცავებია. მათი რეზერვები 24 მილიარდ კუბურ მეტრად არის ...

Read More »

ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსები კვლავ ბომბავენ ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიას და მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ

რუსები კვლავ ბომბავენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიას. ადგილობრივი ადმინისტრაცია ენერგოდარის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ, ეროვნული ტელემარათონის ეთერში ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ სტარუხმა განაცხადა. „სამოქალაქო დაცვის ყველა უწყება მუშაობს შეზღუდულ რეჟიმში. ჩვენ ვურჩევთ ხალხს, დატოვონ ენერგოდარი, განსაკუთრებით ქალებმა და ბავშვებმა. ატომურ ელექტროსადგურზე არის ოთხი ელექტროგადამცემი, დარჩა მხოლოდ ერთი. გუშინ დაიბომბა დნიპროს ოლქი და ჩვენს ოპერატორებს მოუწიათ მე-5 ენერგობლოკზე დატვირთვის შემცირება, ეს არის წმინდა ბირთვული ტერორიზმი“, – განაცხადა სტარუხმა. მან განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ...

Read More »

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ჩუღურეთის, ნახალადევის, და დიდუბის რაიონში 3700 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

ჩუღურეთის რ-ნი, გიორგი ჩუბინაშვილის ქ. 55-თან არსებული ავარიული საშ/წნევის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაობის გამო, 17 აგვისტოს 22:00 სთ-დან 18 აგვისტოს 09:00 სთ-მდე გაზის მიწოდება შეუწყდება აბასთუმნის ქ. 1, 2, 4, 8, ცაბაძის ქ. 15, 15ა, თევდორე მღვდლის ქ. 1, 3, 4, 5, 5თ, 5ბ, 7, 6, 8, 10, 13, ფოცხვერაშვილის, გიორგი ჩუბინაშვილის, თამარ-მეფის, ბაქოს, სურამის, ფოცხვერაშვილის, კარგარეთელის, წინამძღვრიშვილის ქ. 121, 125ა, ...

Read More »

პრეზიდენტი: „ენგურჰესი“ არის ჩვენი ხიდი აფხაზეთთან, მას ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკისთვის, ჩვენი ენერგოპროდუქციის 40% აქედან მოდის

საქართველოს პრეზიდენტმა სამეგრელოს რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, „ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხალი დაათვალიერა, რომელიც ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტშია შეტანილი. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ენგურჰესს“ ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, არა მხოლოდ როგორც ნაგებობასა და კაშხალს, ეს არის რეალურად, ჩვენი ნამდვილი ხიდი აფხაზეთთან, რამეთუ ერთობლივად იმართება და ეს ალბათ, ერთადერთი ასეთი, საერთო ეკონომიკური საქმიანობაა. ეს არის ის, რაც დღეს კიდევ გვაერთიანებს და რასაც ძალიან დიდი მომავალი აქვს. ამავდროულად, ...

Read More »

ესკო-მ ელექტროენერგიის საბალანსო მაჩვენებლების გამოქვეყნება შეაჩერა – გამოქვეყნდება თუ არა მონაცემები მომავალში

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) ვებგვერდზე ელექტროენერგიის ყოველთვიური საბალანსო მაჩვენებლების სტატისტიკა მიმდინარე თვეს აღარ გამოქვეყნებულა. როგორც უწყებაში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, საიტი რეკონსტრუქციის რეჟიმშია და მისი განახლება სექტემბრიდან მოხდება. კითხვაზე, გამოქვეყნდება თუ არა სტატისტიკური მონაცემები იმავე ფორმით, როგორც აქამდე ქვეყნდებოდა, ესკო-ში ვერ დააკონკრეტეს. უწყებაში მხოლოდ ის თქვეს, რომ მონაცემები შესაძლოა, განახლდეს, თუმცა რა ფორმით, ჯერჯერობით უცნობია. ესკო-ში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ რეკონსტრუქცია ქვეყნის ...

Read More »
ნავთობის ფასი 6-წლიან მინიმუმამდე დაეცა

კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზარზე მოკვლევა დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციით და 2022 წლის მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზარზე მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის მიზანია – საწვავის ბაზარზე მსხვილი რეალიზატორების მხრიდან, კონკურენტული ქცევის შესწავლა და მისი თავსებადობა კონკურენციის კანონმდებლობასთან. “2022 წლის 7 თვის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში იმპორტის დონეზე და რუმინეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში საბაჟო საწყობის თვითღირებულების გათვალისწინებით კონკრეტულ კომპანიებს ფასში კონკურენტული უპირატესობა ...

Read More »

მედიის ცნობით, უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომზე“ მასშტაბური კიბერთავდასხმა განხორციელდა

უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომზე“ მასშტაბური ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას უკრაინული მედია კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს. „დღეს, 2022 წლის 16 აგვისტოს, რუსეთის შემოჭრის შემდეგ ყველაზე ძლიერი ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა „ენერგოატომზე“. მასზე თავდასხმა რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელდა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმის შედეგად „ენერგოატომის“ ვებგვერდის მუშაობა არ შეფერხებულა და მომხარებლისთვის ის შეუმჩნეველი დარჩა.

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 17 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 17 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის გამზირის (ნაწილობრივ), ლოტკინის მთის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, თემქა-მუხიანის გადასახვევის, მარიამ ივანიშვილ-დემურიას, ხუდადოვის, ინტერნატის, სამღერეთის, ზაქარაიას, ურიდიას, კაჭრეთის, კახიანის, ნოსტეს, კონდოლის, თიგიშვილის, მესხიშვილის, ჟღენტის და წერონისის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან ...

Read More »
ირანი მზად არის საქართველოს მიაწოდოს გაზის საკმარისი მოცულობები, როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე ტრანზიტისთვის

ირანმა უპასუხა ევროკავშირის წინადადებას ბირთვულ შეთანხმებაზე, დეტალები უცნობია

ირანმა განაცხადა, რომ პასუხი გასცა ევროკავშირის საბოლოო წინადადებას 2015 წლის ბირთვული შეთანხმების განახლების თაობაზე, თუმცა პასუხის დეტალები არ გამოუქვეყნებია. ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA 16 აგვისტოს იტყობინება, რომ მოლაპარაკებების მონაწილეებმა საკუთარი პასუხები წარმოადგინეს და რომ თეირანი ჯერ არ მიიღებს ევროკავშირის წინადადებას, მიუხედავად გაფრთხილებისა, რომ მეტი მოლაპარაკება აღარ გაიმართება. „უთანხმოება ეხება სამ საკითხს, რომელთაგან ორში აშშ-მა სიტყვიერად გამოთქვა თავისი პოზიციის მოქნილობა, მაგრამ ...

Read More »

უკრაინა: ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, 400 000 ადამიანის ევაკუაცია იქნება საჭირო

დროებით ოკუპირებულ ენერგოდარში ვითარება „საშიშია“. ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ალექსანდრ სტარუხმა განაცხადა. ის ქალაქის ევაკუაციის გეგმაზე საუბრობს. სტარუხის თქმით, სამოქალაქო დაცვის ზომების სრულად განხორციელება რთულია, რადგან ტერიტორიის ნაწილი მტრის ძალებმა დაიპყრეს. „ვითარება საშიშია არამხოლოდ ზაპოროჟიეს რეგიონისთვის. თუ გადავხედავთ სავალდებულო ევაკუაციის ზონას, ატომური ელექტროსადგურის შესაძლო ავარიის გამო, მაშინ საუბარია 200 000-ზე მეტ ადამიანზე ჩვენს რეგიონში და 200 000-ზე დნიპროპეტროვსკში. ...

Read More »