Author Archives: admin

შოლცი: გერმანია და ევროპა მზად არიან, სრულად თქვან უარი რუსულ გაზზე

გერმანია და ევროპა მზად არიან, სრულად თქვან უარი რუსულ გაზზე. Bloomberg-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში უკვე მზადაა ტერმინალები თხევადი ბუნებრივი აირის მისაღებად და გერმანიამ საკუთარი მარაგების ეკონომია დაიწყო. შოლცის განცხადებით, გერმანია მზადაა რუსეთის მხრიდან ენერგომატარებლების მიწოდების მკვეთრი შემცირებისთვის.

Read More »

რუსები შესაძლოა იაფი გაზის გარეშე დარჩნენ

რუსეთის მაცხოვრებლებმა შეიძლება დაკარგონ იაფი გაზი რუსეთსა და ევროკავშირს შორის დაპირისპირების გამო. ამ დასკვნამდე მივიდა რუსეთის მთავრობა, რომლის შესახებ აღნიშნულია დახურულ ანგარიშში, წერს Reuters. „უცხოელ მომხმარებელთა მიწოდების შემცირება გამოიწვევს სისტემის დისბალანსს, როდესაც შიდა ბაზარზე დაბალი ფასები კომპენსირდება ექსპორტის შემოსავლით“, – ნათქვამია დოკუმენტში. აღნიშნული განიხილეს 30 აგვისტოს, პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინთან შეხვედრაზე. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ საუბარია 1960-იან წლებში ლეონიდ ბრეჟნევის დროს შექმნილი ეკონომიკური ...

Read More »

„დიდმა შვიდეულმა“ ზღვით რუსული ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება აკრძალეს

„დიდი შვიდეული“ ზღვით რუსული ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებას კრძალავენ. როგორც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ სახელმძღვანელოშია მითითებული, აკრძალვა 2022 წლის 5 დეკემბრიდან ამოქმედდება, 2023 წლის 5 თებერვლიდან კი გაფართოვდება. 2 სექტემბერს „დიდი შვიდეულის“ (G7) სახელმწიფოებმა განაცხადეს, რომ რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვარს დააწესებენ, რამაც უნდა შეამციროს ნავთობის გაყიდვებიდან შემოსავალი და შეასუსტოს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსების შესაძლებლობა.

Read More »

დანიაში მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მომავალი ზამთარი ჩვეულებრივზე უფრო ჩაბნელებული იქნება

ევროპის ქვეყნების მთავრობები ენერგომოხმარების შემცირებისთვის ემზადებიან. დანიაში მოსახლეობას აფრთხილებენ,  რომ მომავალი ზამთარი ჩვეულებრივზე უფრო ჩაბნელებული იქნება. გარკვეულ ადგილებში ქუჩის სუსტი განათება იქნება, ზოგან კი საერთოდ გამოირთვება. სავარაუდოდ, რამდენიმე ადგილას არ იქნება საახალწლო განათება და არც ყოველწლიური საციგურაო მოედნები მოეწყობა. ადგილობრივი ივონ რასმუსენი ამბობს, რომ ქალაქი ვაილე დეკემბერში ულამაზესია და არცთუ ისე სასიამოვნო იქნება განათებების გარეშე ქალაქის ნახვა. როგორც წესი, მთავარ მოედანზე დიდი ნაძვის ხე დგას ხოლმე ...

Read More »
თურქეთმა გაზის იმპორტზე ყატართან მემორანდუმი გააფორმა

ლატვიამ რუსეთიდან გაზის იმპორტი განაახლა

რუსეთიდან ლატვიაში ბუნებრივი აირი კვლავ მიედინება. ინფორმაციას ამის შესახებ ლიეტუვური მედია ლატვიის მაგისტრალური გაზსადენების ოპერატორ Conexus Baltic Grid-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ოპერატორის მონაცემებით ირკვევა, რომ 3 და 4 სექტემბერს რუსეთიდან ლატვიაში 3 გიგავატ საათი გაზი იყო მიწოდებული, 5 სექტემბერს – 4 გიგავატ საათი, ხოლო 6, 7 და 8 სექტემბერს – 11 გიგავატ საათი. ლატვიამ, ისევე როგორც ლიეტუვამ და ესტონეთმა, შეაჩერა გაზის იმპორტი რუსეთიდან ...

Read More »

ევროკავშირის, სულ მცირე, 10 წევრი სახელმწიფო ითხოვს, რომ ბრიუსელმა გაზის ფასის ზედა ზღვარი ყველა მიმწოდებლისთვის და არა მხოლოდ რუსეთისთვის დააწესოს

ევროკავშირის, სულ მცირე, 10 წევრი სახელმწიფო ითხოვს, რომ ბრიუსელმა გაზის ფასის ზედა ზღვარი ყველა მიმწოდებლისთვის და არა მხოლოდ რუსეთისთვის დააწესოს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს მთავრობა ოფიციალურ ბრიუსელს აფრთხილებს, რომ მხოლოდ რუსეთის გამოყოფამ, შესაძლოა, პუტინს ევროპაში გაზის მიწოდების სრულად შეწყვეტისკენ უბიძგოს. ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მხოლოდ რუსულ გაზზე ფასის ზღვარის დაწესებას ...

Read More »

პოდოლიაკი: უცნაურია, რომ IAEA-ს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მხოლოდ 2 საათი იყო

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი თვლის, რომ IAEA-ს მისიამ ბევრი რამ ვერ დაინახა იმ ორნახევარი საათის განმავლობაში, რაც მან გაატარა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე. ამის შესახებ პოდოლიაკმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში ისაუბრა. “ძალიან უცნაურად გამოიყურება, ჩემი აზრით. უკრაინულ მხარეს სჯერა, რომ როდესაც ასეთი დონის მისიაა – და ეს არის უპირველეს ყოვლისა საინჟინრო, ბირთვული ფიზიკის მისია, რომელიც მოვიდა არა მხოლოდ სასადილოს ან ...

Read More »

სალომე ზურაბიშვილი სვანეთში „მესტია-ჭალა ჰესის“ მუშაობის სპეციფიკას გაეცნო

საქართველოს პრეზიდენტი სვანეთში 30 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის, „მესტია-ჭალა ჰესის“ მუშაობის სპეციფიკას და პოტენციალს გაეცნო, რომელიც წლიურად დაახლოებით, 100 მლნ კვტ. სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. როგორც „მესტია-ჭალა ჰესის” საოპერაციო სამსახურის უფროსმა, ანდრო გოგოლაძემ განაცხადა, ეს არის მწვანე, მინიმალური ზიანისა და თანამედროვე, ევროპული აგრეგატებით გაწყობილი ჰესი. „ეს არის ე.წ. მწვანე ჰესი, ე.წ. მინიმალური ზიანის მქონე, თანამედროვე, ევროპული აგრეგატებით აწყობილი სადგური. ვისაუბრეთ რეგიონისთვის ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: ეკონომიკის ყველა დარგი პირდაპირ არის დაკავშირებული ენერგეტიკის სფეროს წარმატებასთან

ელექტროენერგიის წარმოება და ენერგეტიკის სფერო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში – ეკონომიკის ყველა დარგი პირდაპირ არის დაკავშირებული ენერგეტიკის სფეროს წარმატებასთან. იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ეკონომიკის ამბიციურ გეგმებზე, მიღწევებზე, შედეგებსა და ამოცანებზე, ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება წარმატებულ ენერგეტიკულ დარგს, რადგან ყველა დარგი პირდაპირ კავშირშია ენერგეტიკის სფეროსთან, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს ენერგეტიკოსის ...

Read More »

„მიმდინარეობს მზადება ცივ მდგომარეობაში გადასაყვანად” – ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ოპერაციები სრულად შეწყდა

უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ოპერაციები სრულად შეწყდა უსაფრთხოების ღონისძიების გამო, განაცხადა კვირას სადგურზე პასუხისმგებელი სახელმწიფო სააგენტო Energoatom-მა. ქარხანა “სრულად შეჩერებულია” მას შემდეგ, რაც სააგენტომ გათიშა #6 ენერგობლოკი ქსელიდან, ნათქვამია განცხადებაში. „მიმდინარეობს მზადება მისი გაგრილებისა და ცივ მდგომარეობაში გადასაყვანად”. ცნობისთვის, კიევმა ოთხშაბათს მოუწოდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ, საკუთარი უსაფრთხოებისთვის. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მოითხოვა მიმდებარე ტერიტორიის ...

Read More »