უკრაინის საგანგებო სიტუაციის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სუმიში “სუმიხიმპრომის“ ქიმიური მრეწველობის ქარხანაში ავარია ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური “ტელეგრამის“ გვერდზე წერს. მათი ინფორმაციით, ავარიის ლიკვიდირება ადგილობრივი დროით 07:49 საათზე გახდა შესაძლებელი. “07:49 საათზე ქალაქ სუმიში, ავარია, რომლის შედეგადაც ამიაკის გაჟონვა მოხდა, ლიკვიდირებულია“, – ნათქვამია განცხადებაში.
Read More »