Author Archives: admin

ენერგიის განახლებადი წყაროები გერმანიაში

ევროპის ქვეყანები, სადაც ყველაზე მეტ ელექტროენერგიას განახლებადი რესურსებიდან გამოიმუშავებენ

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და შექმნილმა კრიზისმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად არის ევროპა დამოკიდებულ რუსეთის ბუნებრივ რესურსებზე. რუსეთი ევროპისთვის გაზისა და ნავთობის მიწოდებას პოლიტიკურ იარაღად იყენებს და ევროკავშირის ქვეყნებს რესურსების მიწოდების შეჩერებით ემუქრება. შესაბამისად, ევროპის ქვეყნებმა უკვე იმაზე დაიწყეს ფიქრი, რომ რუსული გაზისა და ნავთობის მიწოდებაზე დამოკიდებულება მინიმუმამდე დაიყვანონ და განახლებადი რესურსებით ენერგიის მიღება გაზარდონ – წერს „ევრონიუსი“. განახლებადი რესურსების ...

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს, 4 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), საბურთალოს, ბროლოსანის, გამსახურდიას, ნუცუბიძის, ასათიანის, დელისის, ზემო ვეძისის, ზემო დელისის, ზალდასტანის, მაღალაშვილის, გეგეჭკორის, ლორთქიფანიძის და შავგულიძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ...

Read More »

“უკრაინა, რუსეთის ნაცვლად, ევროპისთვის ენერგიის საიმედო მიმწოდებელი გახდება”

„უკრაინა რუსეთს ევროპის ენერგეტიკული ბაზრებიდან გააძევებს. ეს არის ჩვენი ენერგეტიკული ბაზრების ინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი. უკრაინა, რუსეთის ნაცვლად, ევროპისთვის ენერგიის საიმედო მიმწოდებელი გახდება“, – განაცხადა “უკრენერგოს” ბორდის თავმჯდომარემ, ვოლოდიმირ კუდრიცკიმ უკრაინის რადიოს პირდაპირ ეთერში. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ უკრაინის ენერგეტიკული სისტემის სინქრონიზაციამ პოლონურ ENTSO-E-სთან გზა გაუხსნა ელექტროენერგიის გაცვლის შესაძლებლობას ევროკავშირის ქვეყნებში და განმარტა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის ...

Read More »

ლიეტუვა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსულ გაზზე უარი თქვა

1-ლი აპრილიდან ლიეტუვამ სრულად შეწყვიტა გაზის იმპორტი რუსეთიდან და გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა. ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, აპრილის დასაწყისიდან ლიეტუვის გაზის გადამცემ სისტემას რუსეთის ფედერაციიდან გაზი აღარ შემოაქვს. ახლა უკვე ლიეტუვა თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს კლაიპედის ტერმინალის მეშვეობით ახორციელებს, რაც წინასწარი გათვლებით საკმარისი იქნება. აუცილებლობის შემთხვაში ასევე შესაძლებელია გაზის გადაქაჩვა ლატვიიდან, 1 მაისიდან კი – პოლონეთის ...

Read More »

ალიევი: წელს იტალიისთვის გაზის მიწოდებას გავზრდით

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ევროპისთვის გაზის მიწოდების გაზრდის გეგმებზე ისაუბრა. ამ თემაზე ილჰამ ალიევმა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლუიჯი დი მაიოსთან შეხვედრაზე ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული Interfax ავრცელებს. “სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანი იტალიის ძირითადი სავაჭრო პარტნიორია – იტალიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების 95% სწორედ აზერბაიჯანზე მოდის. ძალიან კარგი რიცხვებია თითქმის 10 მილიარდი დოლარი გასულ წელს. დარწმუნებული ვარ მიმდინარე წელს ეს რიცხვები გაიზრდება აზერბაიჯანული ...

Read More »

ანტარქტიდის ყველაზე ცივ რეგიონში ჩაინგრა შელფური მყინვარი, რომელიც აქამდე სტაბილურად მიიჩნეოდა

ანტარქტიდის ერთ-ერთი შელფური მყინვარი, რომელიც აქამდე სტაბილურად მიიჩნეოდა და ზომით ქალაქ ნიუ-იორკზე დიდია — ჩაინგრა. ამ შელფური მყინვარის ფართობი 740 კვადრატული კილომეტრია; The Associated Press-ის ცნობით, ეს აღმოსავლეთ ანტარქტიდაზე ისტორიაში აღრიცხული პირველი ამ სახის კოლაფსია. „ანტარქტიდის ამ ნაწილში, რომელიც მიბმულია უმაღლეს, ყველაზე მშრალ და ცივ რეგიონს — აღმოსავლეთ ანტარქტიდას, ნამდვილად არ ველოდით შელფური მყინვარის კოლაფსს“, — ამბობს მინესოტის უნივერსიტეტის გლაციოლოგი პიტერ ნეფი. შელფი მას შემდეგ დაიმსხვრა, ...

Read More »

ავსტრია უარს იტყვის რუსულ გაზზე, მაგრამ ეს არ მოხდება დღეს ან ხვალ – ავსტრიის კანცლერი

ავსტრია დგამს ნაბიჯებს, რათა უარი თქვას რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულებაზე, მაგრამ ეს სწრაფი პროცესი არ იქნება, – ამის შესახებ ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა კარლ ნეგამერმა გერმანელ კოლეგასთან ერთად ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ სანქციების მომხრე ვართ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ისინი სათანადო და სწორია. რუსეთისთვის დიდი მარცხი იქნება სამომავლოდ ის, რომ ახლა ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობთ დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად ენერგიის წიაღისეულ წყაროებზე, ...

Read More »

2035 წლისთვის კანადაში შიგაწვის ძრავის მქონე ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება

ნახშირორჟანგის გლობალური ემისიების შემცირების საერთო ხედვას კიდევ ერთი ქვეყანა, კანადა შეუერთდა – ქვეყანაში „ემისიების შემცირების გეგმა“ დაამტკიცეს, რომლითაც განისაზღვრა, რომ 2035 წლისთვის, ქვეყანაში გაყიდული ყველა სამომხმარებლო ავტომობილი ნულოვანი ემისიისა უნდა იყოს. თავისთავად ცხადია, რომ უგამონაბოლქვო მანქანებზე გადასვლა მდგრადად და ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდება: ამგვარი მანქანების წილმა საერთო გაყიდვებში 2026 წლისთვის, სულ მცირე 20%, ხოლო 2030 წლისთვის – 60% უნდა შეადგინოს. აღსანიშნავია, რომ ამ ...

Read More »

პესკოვი: ევროპისთვის გაზის მიწოდება არ შეწყვეტილა, რუბლში გადახდა შეიძლება, 1-ლი მაისიდანაც დაიწყოს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდა ევროპისთვის უკვე მიწოდებულ ბუნებრივ აირზე არ ვრცელდება. “გუშინ ბევრი კითხვა დამისვეს, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თუ არ იქნება დასტური, 1-ლი აპრილიდან მიწოდება შეწყდება. არა, ეს ასე არ არის”, – განუცხადა მან ჟურნალისტებს. მისი თქმით, “იმ გაზის საფასურის გადახდა, რომელსაც დღეს ვაწვდით, დაახლოებით, აპრილის შუა რიცხვებში ან სულაც ...

Read More »
რატომ ვერ შედგა “გაზპრომთან” შეთანხმება

ექსპროპრიაციის შიშით „გაზპრომი“ გერმანიას ტოვებს

Reuters რუსული ენერგეტიკული გიგანტის, „გაზპრომის“ დღევანდელ განცხადებას ავრცელებს, რომ კომპანია გერმანიაში თავის საქმიანობას წყვეტს. სააგენტოს შეფასებით, ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება მოსკოვის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა, რომ ბერლინმა რუსულ გაზზე გადახდები ევროდან რუბლზე უნდა გადაიტანოს. ჯერ გაურკვეველია, თუ რა გავლენას მოახდენს ეს ნაბიჯი რუსული გაზის გერმანიისთვის მიწოდებაზე, რაზეც ეს ქვეყანა, დაახლოებით, 40%-ით არის დამოკიდებული. „გაზპრომმა“განაცხადა, რომ Gazprom Germania GMBH-ში ...

Read More »