Author Archives: admin

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორის 2021 წლის მოკლე მიმოხილვა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: „2021 წელი ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორისათვის, ისევე როგორც ყველა ბიზნეს-ინდუსტრიისათვის, ხასიათდებოდა მნიშვნელოვანი გამოწვევებით. უმთავრესი, რა თქმა უნდა, არის პანდემია COVID-19. მიმდინარე წელი გასულ წელთან შედარებით გაცილებით უკეთესი იყო, რაც პირველ რიგში გამოწვეული იყო  ქვეყანაში დაწესებული სხვადასხვა სახის შეზღუდვის ეტაპობრივი მოხსნით, რასაც თავის მხრივ მოჰყვა ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა, რის გამოც მოხდა ნავთობპროდუქტების იმპორტისა და მოხმარების ზრდა. მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ვალუტის – ლარის კურსის გაუფასურება უცხოურ ...

Read More »
საქართველოში საწვავზე ფასმა იმატა

საბიუჯეტო ორგანიზაციებს საწვავს „ვისოლი“, „რომპეტროლი“, „სოკარი“ და „გალფი“ მიაწვდიან

საბიუჯეტო ორგანიზაციები საწვავს 2022 წელს სხვადასხვა მიმწოდებლისგან შეიძენენ. ლოტების მიხედვით, საწვავის კონსოლიდირებულ ტენდერს 4 გამარჯვებული კომპანია ჰყავს. სწორედ ამ კომპანიებიდან მოხდება საწვავის შეძენა. უფრო კონკრეტულად, საბიუჯეტო ორგანიზაციები 2022 წელს სუპერის მარკის საწვავს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასგან“ შეიძენენ, პრემიუმის – რომპეტროლისგან, ხოლო ევრორეგულარს საბიუჯეტო ორგანიზაციებს და კომპანიებს სოკარი“ მიაწვდის. „სოკარი“ იქნება დიზელის მიმწოდებელიც. რაც შეეხება ევროდიზელს გამარჯვებული ვისოლი და გალფის ქსელები იქნებიან.

Read More »

ნათია თურნავა – მესტია იმდენად კარგად ვითარდება, რომ არალეგალური საქმიანობა, ე.წ. მაინინგი საჭირო არ არის

საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ტურისტული თვალსაზრისით, მესტია იმდენად კარგად ვითარდება, რომ არალეგალური საქმიანობა, ე.წ. მაინინგი საჭირო არ არის. როგორც თურნავამ აღნიშნა, ე.წ. მაინინგი იწვევს ელექტროენერგიის ზედმეტ მოხმარებას და აზიანებს ხაზებს. მისი თქმით, ეს არის პრობლემა, რომელიც გადაწყდება. „ზოგადად, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა უწყვეტი და ხარისხიანი ელექტროენერგიის მიწოდება დროულად ხორციელდებოდეს 24 საათის განმავლობაში. გარკვეულ გამოწვევებს აწყდება მესტიის მუნიციპალიტეტში „ენერგო პრო“ ...

Read More »

ბრიუსელი ბუნებრივი აირის ფასების დასტაბილურების მიზნით რეზერვების შექმნას აანონსებს

ევროკომისია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ბუნებრივი აირის ნებაყოფლობითი სტრატეგიული რეზერვების შექმნას სთავაზობს, რაც მთელი ბლოკისათვის მიწოდების სტაბილურობას განაპირობებს. სამიტის წინ, ევროკავშირის ქვეყნებთან გაზიარებული დოკუმენტის საფუძველზე, Reuters-ი იტყობინება, რომ შემოთავაზებული სისტემა ევროკავშირის გაზის ბაზრის წესების განახლების ნაწილია. ევროკავშირი, აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, ბლოკის წევრ ქვეყნებს რეკომენდაციას აძლევს, ერთობლივად და ნებაყოფლობით შეიძინონ ბუნებრივი აირი სტრატეგიული რეზერვების შესაქმნელად. ოქტომბერში ბრიუსელმა დაადასტურა, რომ ისინი ერთობლივი სტრატეგიული ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 27 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  78.60  (+ 1.75)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75.57 (+  1.78)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

რამდენ ხანს გასტანს ევროპის ენერგეტიკული კრიზისი- ტრეიდერების პასუხი

იმის გასაგებად, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება წლევანდელი ენერგეტიკული კრიზისი, ევროპის ბუნებრივი აირის ბაზარს უნდა შევხედოთ. ფორვარდული ფასები გასული თვის განმავლობაში გაორმაგდა. ტრეიდერები ფსონს უპრეცედენტო შეკუმშვის 2023 წლამდე გაგრძელებაზე დებენ. ბუნებრივი აირი ძვირი იქნება ცხელ სეზონებზეც. მიმდინარე კვირაში ზაფხულის ფასებმა მეგავატ საათზე 100 ევროს გადააჭარბა, რაც რეკორდულად მაღალი ფასია. ევროპა ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას. რუსეთი მიწოდებას ზღუდავს, ხოლო საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურების ...

Read More »

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 დეკემბერს 09:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის და დუშეთის რაიონის სოფლებში: წითელსოფელი, ნავაზი, ნაოზა, ჭოპორტი, ბულაჩაური, მისაქციელი, ახალდაბა, ბაგიჭალა და მიმდებარე სოფლებში. კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

Read More »

ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების გადასახადის გადამოწმება მობილურზე *303#-ის აკრეფით არის შესაძლებელი

საქართველოს ენერგეტიკისა დ წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ *303#-ის მომსახურებას ახალი ფუნქცია დაემატა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეს შეუძლია მოითხოვოს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარიცხული გადასახადის გადამოწმება, – ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, *303#-ის ახალი ფუნქციით სარგებლობის შემთხვევაში მომხმარებელს აღარ დასჭირდება კომუნალური კომპანიისთვის განცხადებით მიმართვა ან ქოლ ცენტრთან დაკავშირება, არამედ *303#-ის საშუალებით მარტივად და მოკლე დროში მიიღებს ...

Read More »

იაპონიაში ზღვაში მსოფლიოში პირველი ელექტრო ტანკერი ჩაუშვეს

იაპონურმა გემთმშენებელმა კომპანიამ Koa Sangyou წყალში ჩაუშვა მსოფლიოში პირველი ელექტრო ტანკერი. აღნიშნულთან დაკავშირებული ცერემონია კაგავას პრეფექტურაში (კუნძული სიკოკუ) გაიმართა. ხომალდი აგებულია კომპანია Asahi Tanker-ის დაკვეთით და მისივე პატივსაცემად ეწოდა „ასაჰი“. ტანკერის სიგრძეა 62 მეტრი, ხოლო მისი ნავთობპროდუქტების საცავის მოცულობა გახლავთ 1,28 ათასი კუბური მეტრი. ის აღჭურვილია ლითიუმ-იონური ელემენტებით , რომლის ჯამური მოცულობა 3480 კვტ საათია. ტანკერს შეუძლია ერთჯერადი დამუხტვით 150-180 ...

Read More »

ვენესუელა დღეში მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებს

ვენესუელის მთავრობამ გადააჭარბა ნავთობის საშუალო დღიურ მოპოვებას მილიონი ბარელის ოდენით აშშ-ის ეკონომიკური სანქციების მიუხედავად. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი იუწყება” მრავალეროვნულ სატელევიზიო არხზე საუბრისას სამხრეთ ამერიკის ნავთობის მინისტრმა ტარეკ ელ-აისამიმ მადლობა გადაუხადა სახელმწიფო ნავთობკორპორაციის PDVSA-ის თანამშრომლებს, განსაკუთრებით პერსონალს გაწეული „ძალღონისთვის“, რომლებიც დაზვერვასა და წარმოებას  ახორციელებენ. „მე ვნახე მათი ნამუშევრები. შეერთებული შტატების მხრიდან კრიმინალური ბლოკადის საფრთხის მიუხედავად, ხალხი აგრძელებს ფეხზე მყარად დგომას, ...

Read More »