Author Archives: admin

ნარმანია: საქართველოდან თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი უახლოეს პერიოდშიც გაგრძელდება

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, მიმდინარე ეტაპზე საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი არ ხორციელდება, რადგან ადგილობრივი გამომუშავება მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს. მისი განმარტებით, საქართველოში გამომუშავებული ჭარბი ელექტროენერგია ექსპორტზე თურქეთში გადის და ეს პროცესი უახლოეს პერიოდშიც გაგრძელდება. „მიმდინარე წლის გაზაფხული საკმაოდ წყალუხვი იყო, ეს ტენდენცია ზაფხულის დასაწყისშიც შენარჩუნდა. ჩვენი ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავებული ენერგია მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს და მეტი ენერგიაც რჩება, ამიტომ ხორციელდება ჭარბი ენერგიის ექსპორტი ...

Read More »

სანავთობო ბიტუმისა და გათხევადებული აირების იმპორტი გაიზარდა

სანავთობო ბიტუმისა და გათხევადებული აირების იმპორტი გაიზარდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით,  2022 წლის მაისის თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 10.6 ათასი ტონა, რაც 5.3 ათასი ტონით ანუ 100%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (5,3 ათასი ტონა) შედარებით და 0,5 ათასი ტონით ანუ 4,5%-ით ნაკლები გასული წლის ანალოგიური თვის მაჩვენებელთან (11,1 ათასი ტონა) შედარებით. 2022 წლის მაისში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან – 10,5 ათასი ტონა, რაც მთელი ...

Read More »

დავით სონღულაშვილი: საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის აქტზე მუშაობა დაწყებულია

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის განცხადებით, საქართველო გეგმავს დივერსიფიცირებული გახადოს საკუთარი განახლებადი წყაროები. მან ხაზი გაუსვა რამდენიმე პროექტს, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარის მოსაზრებით, ინვესტორების დაინტერესებას გაზრდის.  “განახლებადი ენერგიის გენერირებისთვის, საქართველოში ტრადიციულად გამოიყენება ჰიდრორესურსები, რომლებიც ელექტროენერგიის გენერირებაში დომინირებენ. მომავალში, დიდი ჰესების მშენებლობა დაკავშირებულია გარკვეულ გამოწვევებთან და ქვეყანა გეგმავს დივერსიფიცირებული გახადოს საკუთარი განახლებადი წყაროები, ენერგო მოხმარების სტრუქტურაში მზისა და ქარის ...

Read More »

დავით ნარმანია: იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

ჩვენ გარკვეული თვეების განმავლობაში რუსეთიდან ვიღებთ ელექტროენერგიას, იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით უფრო იაფია – ტარიფის სენსიტიურობიდან გამომდინარე არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე ვთქვათ უარი, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე იმპორტი არ ხორციელდება, ვინაიდან ადგილობრივი წარმოებით სრულად ...

Read More »
"გაზპრომი" უკრაინის ანტიმონოპოლიურის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

1998 წლის შემდეგ პირველად, „გაზპრომი“ აქციონერებს დივიდენდებს არ გადაუხდის

დივიდენდების გადახდაზე უარის თქმის შემდეგ, მოსკოვის საფონდო ბირჟაზე „გაზპრომის“ აქციების ღირებულება 32%-ით დაეცა. კომპანიის წარმომადგენლის სერგეი კუპრინოვის ცნობით, „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებას ₽1,244 ტრილიონის დივიდენდის გაცემის შესახებ, აქციონერებმა მხარი არ დაუჭირეს. მათი გადაწყვეტილებით, შექმნილ ვითარებაში 2021 წლის დივიდენდების გაცემა არამიზანშეზონილია. ამ გადაწყვეტილებას, მოსკოვის საფონდო ბირჟაზე მყისიერი რეაქცია მოჰყვა და რუსული ენერგოგიგანტის აქციები მნიშვნელოვნად გაუფასურდა. ცნობისათვის, 1998 წლის შემდეგ ეს პირველი ...

Read More »

დავით ნარმანია – ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების ტარიფების ზრდას არ ველოდებით, ტარიფებთან დაკავშირებით ვართ მშვიდად

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ დავით ნარმანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, სხვადასხვა ფაქტორი, რომელიც მოქმედებს ტარიფებზე, არ გაუარესებულა. „ამის მოლოდინი არ გვაქვს, რადგან სხვადასხვა ფაქტორი, რომელიც მოქმედებს ტარიფებზე, არ გაუარესებულა, მათ შორის არც სავალუტო კურსი, არც ისეთი ფაქტორები, რაც გვიბიძგებს, ...

Read More »

მაია მელიქიძემ USAID-ის მიერ ორგანიზებულ ენერგეტიკულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) პრეზიდენტმა, მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღო USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში, რომელზეც  განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ იმსჯელეს. მაია მელიქიძემ ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ და მიმოიხილა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში რეფორმის მიმდინარეობა, სახელმწიფოს როლი ენერგეტიკასა და განახლებადი ენერგიების ათვისების ხელშეწყობის საკითხებში. აქვე, ...

Read More »

ბიტკოინის ფასი $20,000-იან ნიშნულს ისევ ჩამოსცდა

ერთკვირიანი სტაბილურობის შემდეგ, მსოფლიოს უმსხვილესი ციფრული მონეტა კიდევ 1.8%-ით, $19,991-მდე დაეცა. აღნიუშნულს მოწმობს CoinDesk-ის მონაცემები. ბიტკოინის შედარებით სტაბილურმა ვაჭრობამ, $17,560-იან ნიშნულზე ჩამოსვლის შემდეგ, ანალიტიკოსებში ოპტიმიზმის საფუძველი გააჩინა, რომ მძიმედ დაზარალებული კრიპტო ბაზარი აღდგენას დაიწყებდა. თუმცა, სექტორი ცენტრალური ბანკების მიერ ლიკვიდურობის შემცირებისთვის გაწეული ძალისხმევის ფონზე, ზეწოლის ქვეშ რჩება. ამასთან, ინვესტორების განწყობაზე მოქმედებს მაღალი დონის კრიპტო რყევები, რომელსაც ბოლო დროს სერიული სახე ...

Read More »

კანადა ერთჯერადი პლასტმასის დამზადებასა და იმპორტს კრძალავს

„მავნე“ ერთჯერადი პლასტმასების აკრძალვისთვის, კანადის მთავრობამ საბოლოო რეგულაციები გამოაქვეყნა. რეგულაციები ძალაში მიმდინარე წლის დეკემბრიდან შევა და ერთჯერადი პლასტმასის უმეტესი ნაწილის დამზადებასა და იმპორტსაც შეეხება. კანადის მთავრობის განცხადებით, აკრძალვა ერთჯერადი გამოყენების პლასტმასაზე, მათ შორის სავაჭრო ჩანთებზე, დანა-ჩანგალზე, საწრუპ ჩხირებსა და კვების სერვისთან დაკავშირებულ სხვა ნივთებზეც გავრცელდება. აღსანიშნავია, რომ ქვეყანამ, ჯერ კიდევ 2020 წელს, პროდუქტებსა და შეფუთვაში გადამუშავებადი პლასტმასის შემცველობის დარეგულირებისთვის სავალდებულო სტანდარტების ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,05% აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 124,68 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »