Author Archives: admin

გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების ინტეგრირება სკოლებში გრძელდება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების სახელმძღვანელოების შექმნაზე იწყებს მუშაობას, – ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობა დარგის ექსპერტებმა და პედაგოგებმა მიიღეს, სახელმძღვანელოების ძირითადი კრიტერიუმები, თემები და კონცეფცია განიხილეს. სახელმძღვანელოები თანხვედრაში იქნება განათლების და  მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნებთან და შეესაბამება განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და ...

Read More »
აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზს შეისყიდის

კრემლის „უსისხლო ომი“ ევროპაში: რა პოტენციალი აქვს აზერბაიჯანს რუსული გაზის ჩანაცვლების და საქართველოს ინტერესები

ცივილიზებული სამყაროს მიერ რუსეთისთვის უკრაინაში ომის გაჩაღების საპასუხოდ დაწესებული უპრეცედენტო სანქციების შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, კრემლი, მათ შორის, რუსული გაზზე დამოკიდებული ევროპული ქვეყნების დაშანტაჟებას შეუდგა, – სწორედ ამგვარად აღიქვამენ ევროკავშირში ჯერ გაზის „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ მხოლოდ რუბლში მიყიდვის გადაწყვეტილებას, შემდეგ კი ამ რესურსის ბულგარეთისა და პოლონეთისთვის მიწოდების შეწყვეტას. საქმე იმაშია, რომ სადღეისოდ ევროკავშირის მოხმარების დაახლოებით 40% მოიცავს რუსულ გაზს, თუმცა ეს ...

Read More »
თბილისში ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი გაზის ჭარბმა ოდორიზებამ გამოიწვია

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 13 დასახლებულ პუნქტში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 13 დასახლებულ პუნქტში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. ნაგვაზაოში, ლეწურწუმეში, ლესიჭინეში, II ლესიჭინეში, ახუთში, მონგირში, ლეჯიქეში, ოჩხამურში, ქვ. ჩხოროწყუში, მოდინახეში, I ჭოღაში, II ჭოღასა და ლექობალეში პროექტის ფარგლებში აშენდა 334 440 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომლის საშუალებითაც 4031 ოჯახი შეძლებს ბუნებრივი გაზით სარგებლობას. სამუშაოები ღირებულებამ 10 695 770 ლარი შეადგინა. 2019 წელს აშენდა ჩხოროწყუს მკვებავი ...

Read More »

„მალე ნავთობის გადახდაც მოგიწევთ რუბლებში“ – დუმის დეპუტატი ევროკავშირს

„ევროკავშირს მალე მოუწევს ნავთობის გადახდა რუბლით“, – ამის შესახებ დუმის დეპუტატმა ვიაჩესლავ ნიკონოვიმ განაცხადა. „ევროპული ქვეყნები დიდხანს ვერ იტყვიან უარს რუსული ნავთობის იმპორტზე.  ევროპელების გადაწყვეტილება მხოლოდ ენერგიის გაძვირებას გამოიწვევს. მჯერა, რომ ახლა უნგრეთი და სლოვაკეთი გახდებიან ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორები ევროპაში. ეჭვი მაქვს, რომ მალე ნავთობის გადახდაც მოგიწევთ რუბლებში“, – განაცხადა ვიაჩესლავ ნიკონოვიმ. როგორც ნიკონოვმა აღნიშნა, ევროკავშირი დიდხანს ვერ დათმობს რუსულ ნავთობს. ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 4 მაისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  110.14  (+  5.17)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  107.81  (+  5.40)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

“გაზში გადახდილი ჩვენი ევროებით აშენდა რუსეთის გაუმაძღრად მდიდარი სამეფო”- ინტერვიუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან

„დასავლეთის ბევრი ქვეყანა დამოკიდებულია რუსულ ნავთობსა და გაზზე, და მათთვის ეს დილემად იქცა – ამ გაზის ონკანს ან ჩართულს ვტოვებთ და რუსეთისთვის ევროების გადახდას ვაგრძელებთ, ან ვკეტავთ და… გვცივა ზამთარში. პასუხი? მე ვიტყოდი, რომ დიახ, ზოგჯერ შეიძლება შეგცივდეს კიდეც. განსაკუთრებით, თუ ამას შეადარებ იმ ტანჯვას, რომლის გადატანაც დღეს უკრაინელ ხალხს უწევს. ყველამ რაღაც უნდა გავიღოთ”, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ევროსაბჭოს ...

Read More »

იაპონია რუსეთს უახლოეს მომავალში ნავთობზე ემბარგოს არ დაუწესებს

იაპონია რუსეთს უახლოეს მომავალში ნავთობზე ემბარგოს არ დაუწესებს – ქვეყანას ენერგორესურსები შეზღუდული აქვს, ამიტომ მას გაუჭირდება დაუყოვნებლივ მიჰბაძოს ევროკავშირის მაგალითს. ამის შესახებ იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა კოიჩი ჰაგიუდამ განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია კოორდინირება იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ შეზღუდონ ენერგორესურსების იმპორტი რუსეთიდან. მინისტრმა დასძინა, რომ იაპონია მზადაა განიხილოს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები G7-ის ფარგლებში, აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის წინადადების შემდეგ. ...

Read More »

GAZPROM: ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს რუსეთის შიდა საჭიროებისთვის გამოვიყენებთ

Gazprom-ს განცხადებით, გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს რუსეთის შიდა საჭიროებებისთვის გამოიყენებენ. Telegram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაზის გამოყენება რუსეთის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონების მომარაგებისთვის გადაწყვიტეს. “იმასთან დაკავშირებით, რომ ამჟამად საზღვაო გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2 არ გამოიყენება, ასევე,  ჩრდილო-დასავლეთი რეგიონების მომხარებლების ბუნებრივი აირით უზრუნველყოფისა და გაზიფიაციის რეალიზაციის პროგრამის გათვალისწინებით, გაზპრომმა მიიღო გადაწყვეტილება, აამოქმედოს პროექტი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გამოუყენებელი რუსული სახმელეთო გაზის ტრანსპტიორი შესაძლებლობები ჩრდილო-დასავლეთ რუსეთის რეგიონების გაზმომარაგების განვითარებისთვის”. – ვკიტხულობთ განცხადებაში. ასევე, ...

Read More »

საქართველოში ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა

ნავთობპროდუქტებისა და ავტოინდუსტრიის კომპანიებმა ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია ოფიციალურად წარადგინეს. როგორც ინდუსტრიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, შესაბამისი ავტორიზაციის გავლის შემდგომ ასოციაცია განახორციელებს ნარჩენი ზეთების, საბურავებისა და აკუმულატორების მართვის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების კოლექტიური ორგანიზაციის ფუნქციებს, რომლის მთავარი მისია იქნება ნარჩენების სწორი და კანონმდებლობის შესაბამისი მართვა. ასოციაციის მიზანს წარმოადგენს საქართველოში გარემოს დაცვის, ეკოლოგიის და ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების მუდმივი განხილვა ...

Read More »

ევროპაში ამერიკული ნავთობის ექსპორტმა 6-წლიან უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია

ამერიკიდან ევროპაში ნედლი ნავთობის ექსპორტმა აპრილში 6-წლიან მაქსიმუმს მიაღწია მას შემდეგ, რაც 2016 წელს აშშ-მა ნედლი ნავთობის ექსპორტი დაუშვა. ამის შესახებ Bloomberg-ის მიერ შესწავლილ გემების მოძრაობის მონაცემებში წერია. სააგენტოს შეფასებით, ამერიკელმა ნავთობმწარმოებლებმა ტეხასისა და ლუიზიანას მსხვილი ტერმინალებიდან ევროპელ მყიდველებს, თითქმის, 50 მილიონი ბარელი ნავთობი გაუგზავნეს. ეს მთლიანი მოცულობის, თითქმის, ნახევარია, რაც აშშ-ს მთავარი საექსპორტო ჰაბიდან, მექსიკის ყურედან საზღვარგარეთ იგზავება. Bloomberg-ის ...

Read More »