Author Archives: admin

აზერბაიჯანს გაზის დეფიციტის შევსებაში გაზპრომი ეხმარება

ფინეთმა რუსული ნავთობის იმპორტი 70%-ით შეამცირა

ფინეთმა 70%-ით შეამცირა რუსული ნავთობის იმპორტი 2022 წლის მარტში. მოცულობები ანაზღაურდა ნორვეგიიდან. ამის შესახებ Bloomberg წერს. გამოცემა ფინეთის საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მარტში 70%-ით ნაკლები ნავთობი შევიდა რუსეთიდან. რუსეთიდან შესყიდული ნავთობის ღირებულება წინა წელთან შედარებით 45%-ით დაეცა. „ფინეთის სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან თანდათან იშლება“, – აღნიშნა ეკონომისტმა პასი კუოპამაკიმ. ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტად სლოვაკეთი არის დამოკიდებული რუსეთზე მისი ენერგეტიკული მოთხოვნილებებით, ხოლო პოლონეთის, ...

Read More »

OPEC+ ბაზრისთვის ნავთობის მიწოდებას დაგეგმილზე მეტად არ გაზრდის

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC+) წევრთა შეხვედრა დასრულდა, მომავალ თვეს ენერგეტიკული გაერთიანება საერთაშორისო ბაზრისთვის ნავთობის მიწოდებას დღიურად მხოლოდ 432,000 ბარელით გაზრდის – აღნიშნული მოცულობა ჯერ კიდევ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე წარდგენილი გეგმით იყო გათვალისწინებული. OPEC-ის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ორგანიზაცია კონფლიქტში ნეიტრალურ მხარეს შეინარჩუნებდა და მიუხედავად რუსეთის მიერ მიწოდების შეზღუდვისა, ის ნავთობის წარმოების მოცულობას დაგეგმილზე მეტად არ გაზრდიდა. ექსპერტების შეფასებით, საერთაშორისო ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1.3 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1.3 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 415,7 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა  2.23   მილიონი ბარელით  და შეადგინა  228.58  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა  2.34  მილიონი ბარელით და შეადგინა  104.94 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,8 ...

Read More »

ბორელი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებისთვის შეხვედრას მომავალ კვირას დანიშნავს

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსის, ჯოზეფ ბორელის თქმით, 7-8 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტონ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხი. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ევროპის ქვეყნების მაღალჩინოსნები ვერ შეთანხმდებიან, შეხვედრა მომავალ კვირასაც გაიმართება. ბორელი აღნიშნავს, რომ ევროკომისია რუსულ ნავთობზე დაგეგმილ ემბარგოში ცვლილებებს შეიტანს, რათა ახალი პირობები უნგრეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთისთვის მისაღები აღმოჩნდეს. ბორელის თქმით, მას სჯერა, რომ საერთო კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია, “ვინაიდან ...

Read More »

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა დავიწყეთ

გერმანიამ რუსული გაზის ჩანაცვლებისთვის თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა დაიწყო. პირველი ქვა საპორტო ქალაქ ვილჰელმშჰავენში უკვე დაიდო. გერმანია აპირებს მშენებლობა დაასრულოს და ტერმინალი გაზმომარაგების სისტემაში უმოკლეს ვადაში – 10 თვეში ჩართოს, განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა ცერემონიაზე. ჰაბეკმა სხვა ტერმინალების მშენებლობაც დააანონსა. დაგეგმილია, რომ მომავალში ეს ინფრასტრუქტურა „მწვანე“ წყალბადის მიწოდებისთვისაც გამოიყენებოდეს. თხევადი ბუნებრივი აირის დახმარებით გერმანია რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას გეგმავს.

Read More »
ახალი გაზსადენი ევროპას რუსული ზეწოლისგან გაათავისუფლებს

პოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა ახალი გაზსადენი გახსნეს

გამოცემა France-Presse-ის ინფორმაციით, პოლონეთმა და ლიეტუვამ რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად ახალი გაზსადენი გახსნეს, რომელიც ბალტიის ქვეყნებს დანარჩენ ევროპასთან დააკავშირებს. მისი მშენებლობა 500 მილიონი ევრო დაჯდა და თანხის დიდი ნაწილი ევროკავშირმა დააფინანსა. “ეს ჩვენი პასუხია რუსეთის მხრიდან შანტაჟზე“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ გაზსადენის გახსნის ცერემონიაზე. შედეგად, პოლონეთისა და ლიეტუვის გაზის ქსელებს უკვე 508 კმ სიგრძის მილსადენი აკავშირებს, რომლითაც წელიწადში ...

Read More »

თიბისისა და კომპანია “ფერის” პარტნიორობის ფარგლებში, “ხობი 2 ჰესის” გვირაბის გაყვანა დასრულდა

თიბისის მხარდაჭერით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში “ხობი 2 ჰესის” 7 კილომეტრამდე სიგრძის გვირაბის გაყვანა დასრულდა. პროექტის ინფრასტრუქტურული ნაწილის განხორციელებას კომპანია “ფერი” უზრუნველყოფს. დამფუძნებლები კი, “ფერისთან” ერთად, ისეთი მსხვილი კომპანიები არიან, როგორებიცაა: “კავკასუს როად პროჯექტ”, “მეიდანი” და “ჯი დი ენერჯი”. პროექტის ჯამური ინვესტიცია $84 მლნ–ია, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა $28 მლნ–ს შეადგენს. „ხობი 2 ჰესის“ სიმძლავრე – 46.7 მეგავატი, წლიური გამომუშავება კი 195 გვტ/სთ-ია. პროექტი 2015 წელს დაიწყო და ის ...

Read More »
რამდენად შეესაბამება ხუდონჰესის პროექტი დღევანდელ მოთხოვნებს?!

სახელმწიფოს დამოუკიდებლად დიდი ჰესების მშენებლობა გაუჭირდება

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დიდი წყალსაცავიანი ჰესი არ აშენებულა. რამდენიმე მსხვილი პროექტი დაწყებამდე ან მშენებლობის პროცესში გაჩერდა. დავათა ნაწილმა საარბიტრაჟოში გადაინაცვლა. ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის გამო ბოლო პერიოდში მთავრობასა და პარლამენტში ჰესების სახელმწიფოს მიერ აშენების იდეამ პოპულარობა მოიპოვა. ენერგეტიკა კაპიტალტევადია და საიდან გეგმავს მთავრობა ასეულობით მლნ დოლარის მოძიებას, მაშინ როცა სახელმწიფო ვალი მშპ-ის 60%-ს უახლოვდება, უცნობია. ჰესების მოწინააღმდეგეთა არგუმენტები მრავალფეროვანია. ზოგი ეკოლოგიურ ...

Read More »

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 6 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი თხინვალას (ნაწილობრივ), სოფელი ლისის, სოფელი ქვემო ლისის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), კვაჭაძის, ანდრო ბიწაძის, ფერმწერთა, ავთო ვარაზის, ბუდაპეშტის, ტაშკენტის, გურამ ფანჯიკიძის, მუხრან მაჭავარიანის, ბროწეულის, საირმის ...

Read More »

BP-მ რუსეთიდან გასვლით გამოწვეული დანაკარგი ნაწილობრივ აინაზღაურა

BP-მ საკუთარი აქციების გამოსყიდვა $2.5 მილიარდით გაზარდა, რამაც ნაწილობრივ დააკომპენსირა $25.5 მილიარდიანი დანაკარგი, რომელიც რუსეთიდან გასვლას უკავშირდება. კომპანიამ პირველი კვარტლის პოზიტიური შედეგების შემდეგ ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა. BP-ის პირველ კვარტლის მოგებამ $6,25 მილიარდი შეადგინა, რაც ორჯერ აჭარბებს წინა წლის შედეგს და ასევე ანალიტიკოსების მოლოდინს, რომელიც $4,43 მილიარდი იყო. თუმცა, მაჩვენებელი არ ითვალისწინებს კომპანიის $29.29 მილიარდიან დანაკარგს, რომელიც რუსულ Rosneft-ში 20%-იანი წილის ...

Read More »