Author Archives: admin

რუსული გაზი ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტშიც ვერ მოხვდება

ევროკავშირი უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტს ამზადებს, რომელშიც რუსეთიდან ბუნებრივი გაზის იმპორტის აკრძალვა ისევ არ შევა. როგორც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ Reuters-ს განუცხადა, სანქციები, რომლებსაც ახლა დააწესებს ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლება, სავარაუდოდ აკრძალავს ოქროს იმპორტს, გააფართოებს ორმაგი დანიშნულების საქონლის სიას, რომლებიც აკრძალულია რუსეთში ექსპორტისთვის. პაკეტი ასევე მიზნად ისახავს უფრო მეტი პირისთვის სანქციების დაწესებას. რუსეთიდან ბუნებრივი გაზის იმპორტის აკრძალვა უკრაინის ...

Read More »
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 518 მლნ. ტონა ნავთობი გადაიტვირთა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით გატარებული ნავთობის, დაახლოებით, 90% აზერბაიჯანულია. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი Twitter-ზე წერს. მისი მონაცემებით, 16 წლის განმავლობაში, სისტემის სრული ექსპლუატაციის შედეგად მილსადენით მთლიანობაში 518 მილიონი ტონა ნავთობი იქნა გადატვირთული, საიდანაც 463 მილიონი ტონა აზერბაიჯანული ნავთობია. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში მაგისტრალური ნავთობსადენებით 8 642 500 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება მოხდა. აზერბაიჯანული სააგენტო „აზერტაჯს“ სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტში აცნობეს, რომ ...

Read More »
საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი გაზარდა

ქვეყანაში მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, უნგრეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ქვეყანაში მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, უნგრეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. უნგრეთის მთავრობამ შვიდპუნქტიანი გეგმა შეიმუშავა, რომელიც მოიცავს ისეთ ზომებს, როგორიცაა ბუნებრივი აირის შიდა წარმოების ორ მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდა, ენერგორესურსების ექსპორტის აკრძალვა და მურა ნახშირის შიდა წარმოების გაძლიერება. გარდა ამისა, დამატებითი ზომები მოიცავს ელექტროსადგურების ხელახლა გაშვებას, ატომური ელექტროსადგურის მუშაობის გაფართოებასა და საშუალოზე მაღალი რაოდენობის ენერგიის მოხმარების ...

Read More »
ევროკომისიამ ადრიატიკის ზღვის გავლით გაზსადენის მშენებლობას მხარი დაუჭირა

რატომ შეცვალა რუსეთმა გადაწყვეტილება, როცა კასპიის მილსადენის კონსორციუმის საზღვაო ტერმინალით, ყაზახეთის ნავთობის ექსპორტი დაუშვა

კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალი, რომლის მეშვეობითაც ყოველწლიურად, ყაზახეთიდან 60 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის ექსპორტი ხდებოდა, ფუნქციონირებას ისევ დაიწყებს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ გადაწყვეტილება, კრასნოდარის სამხარეო სასამართლომ, კომპანიის სააპელაციო სარჩელის განხილვის შემდეგ მიიღო. CPC-ს 200 ათასი რუბლის ჯარიმა დაეკისრა. რატომ შეცვალა რუსეთმა გადაწყვეტილება 6 დღეში და რატომ დაუშვა კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალით ევროპის მიმართულებით, „თენგიზი-ნოვოროსიისკის“ ნავთობსადენით გადაზიდული ყაზახეთის ...

Read More »

არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას იაფად გაზზე. მოვემზადოთ რთული ზამთრისთვის – მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ ქვეყანა რთული ზამთრისთვის უნდა მოემზადოს და მოსახლეობა ენერგორესურსების დაზოგვის რეჟიმზე გადავიდეს. „არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას, იაფი რუსული გაზის სანაცვლოდ“, – განაცხადა სანდუმ. მაია სანდუმ თქვა, რომ მოლდოვამ ხელი მოაწერა კონტრაქტს რუსულ გაზპრომთან იმ პირობებით, რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო იმ დროს, მოსკოვის პოლიტიზებული პოზიციის გათვალისწინებით. „მე არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას მხოლოდ იმიტომ, რომ ნახევარი წლის განმავლობაში უფრო ...

Read More »

ჯასტინ ტრიუდო – „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის ტურბინის რუსეთისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება იყო ძალიან რთული

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის ტურბინის რუსეთისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება იყო ძალიან რთული. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. მისივე თქმით, კანადას მოუწია მის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო გამონაკლისი დაეშვა და გარემონტებული ტურბინა გერმანიისთვის გადაეცა. „სანქციები მიმართულია პუტინისა და მისი თანაშემწეების მიმართ და არ არის განკუთვნილი ჩვენი მოკავშირეებისა და მათი მოსახლეობისთვის ზიანის მისაყენებლად“, – განაცხადა ტრიუდომ. მისი თქმით, კანადა ...

Read More »

თბილისის ზოგიერთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 14 ივლისს, „თელასის“ აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნასაკირალის, ირბახის, იუსტინე აბულაძის, წურწუმიას, ალადაშვილის, დმანისის, მარტყოფის და მთავარანგელოზის ქუჩების მოსახლეობას. ამავე მიზეზით, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), შანდორ პეტეფის და ემზარ სულაქველიძის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 ...

Read More »

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში, მდინარე ძირულას დაბინძურების შესახებ გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე, საქმის წარმოება დაიწყო

სოციალურ ქსელში მდინარე ძირულას დაბინძურების შესახებ გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საქმის წარმოება დაიწყო. აღებულია წყლის სინჯები და დახოცილი თევზის ნიმუშები. უწყებაში აცხადებენ, რომ მდინარის დაბინძურება შესაძლოა ბეტონის საწარმოს უკავშირდებოდეს. „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ დაწყებულია ბეტონის საწარმოს ინსპექტირება. ლაბორატორიული კვლევების პასუხების მიღებისა და ინსპექტირების დასრულებისთანავე, გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

Read More »

აშშ-ისა და ჩინეთის ემისიებმა $3.6 ტრილიონის ეკონომიკური ზარალი გამოიწვია

1990-2014 წლებში, ჩინეთისა და აშშ-ის მიერ გამოყოფილმა სათბური აირების ემისიებმა მთელ მსოფლიოში $3.6 ტრილიონის ეკონომიკური ზარალი გამოიწვია. მონაცემები ახალ ანგარიშში Dartmouth College-ის მკვლევრებმა წარმოადგინეს. სათბური აირებით ხუთ ყველაზე მსხვილ დამბინძურებელ ქვეყნებს შორის ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი და ბრაზილია არიან. ჩამოთვლილი ხუთი ქვეყანა ჯამში $6 ტრილიონის გლობალურ ეკონომიკურ ზარალზეა პასუხისმგებელი, რაც გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 11%-ის ეკვივალენტურია. მკვლევრებმა ქვეყნების ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  12 ივლისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  99.80 (+0.31)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  96.66 (+0.39)  დოლარი/ბარელზე.

Read More »