Author Archives: admin

„როიტერი“ – ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობას ევროპაში ნავთობის მიწოდების მარშრუტების დივერსიფიცირება დაავალა

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობას ნავთობის მიწოდების გზების დივერსიფიცირება დაავალა მას შემდეგ, რაც რუსეთის სასამართლომ 30 დღით შეაჩერა „კასპიის მილსადენის კონსორციუმის“ მუშაობა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს. სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ნავთობსადენით ხდება ყაზახეთის „თენგიზის“ მსხვილი საბადოდან ნავთობის რუსეთის გავლით შავ ზღვამდე ტრანსპორტირება. მისი შეჩერება დატვირთვა იქნება ნავთობის ბაზრისთვის, რომელიც 1970-იანი წლების შემდეგ ნავთობის მიწოდების ყველაზე სერიოზული შეფერხებების წინაშე დგას. თოყაევმა მთავრობას ...

Read More »

ევროკავშირი მსოფლიოში ყველაზე მაღალი, როგუნის კაშხლის მშენებლობის დაფინანსებას გეგმავს

საინფორმაციო სააგენტო „როიტერი” ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ ევროკავშირი გეგმავს გახდეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი კაშხლის უმსხვილესი ინვესტორი რათა ტაჯიკეთისა და მისი მეზობლების რუსეთისგან სრული ენერგეტიკული დამოუკიდებლობა უზრუნველყოს. ტაჯიკეთმა გიგანტური, 335 მ სიმაღლის როგუნის კაშხლის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და დღემდე მის მშენებლობაზე ~3 მილიარდი დოლარია დახარჯული. მისი სავარაუდო ღირებულება კი ~8 მილიარდი დოლარია. ევროპის საინვესტიციო ბანკი მის დაფინანსებაში დღემდე ...

Read More »
დავით ნარმანია: თბილისში შემოდგომის ჩათვლით უკვე დაირგო ნახევარი მილიონი ხე

“გაზის ფასი შემდგომი 3 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, არ შეიცვლება” – ნარმანია

“ჩვენ ტარიფს ვადგენთ 3-წლიანი ვადით. არსებული ტარიფი, რომელიც 2022 წლის ბოლომდე შენარჩუნდება, სწორედ ამ ვადით იყო დადგენილი. ამავე ვადით დადგინდება შემდგომი ტარიფიც. დღევანდელი გადმოსახედიდან კი, ვალუტის არსებული კურსისა და აზერბაიჯანიდან შემოტანილი ბუნებრივი აირის ფიქსირებული ფასებიდან გამომდინარე, ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდას არ ველოდებით.” აღნიშნულის შესახებ BM.GE-ს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განუცხადა.

Read More »

„ინვესტორი რომ ხედავს ქვეყანა ენერგოდეფიციტურია და ეს კიდევ უფრო იზრდება, არ შემოვა!“ – ვახტანგ ჭარაია

„ევროკავშირს გაცხადებული აქვს, რომ წლების შემდეგ უარს იტყვის არამწვანე ენერგიის მიღებაზე ანუ არც აწარმოებს და არც იყიდის, საქართველოს სწორედ ბუნებრივი უპირატესობა აქვს ამ მხრივ, სადაც მოთხოვნაც გაჩნდა და არ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა – არასწორი იქნება. საქართველოს ექნებოდა ევროკავშირთან სათქმელი, რომ ელექტროენერგიის დივერსიფიცირებას თვითონ ახდენს“, — ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა, თსუ–ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ, გიორგი აბაშიშვილის საავტორო გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი“ ...

Read More »

ფრანგულმა TotalEnergies-მა რუსეთში, ნავთობის საბადოს პროექტი დატოვა

ფრანგულმა ენერგოკომპანია TotalEnergies-მა რუსეთში, ხარიაგინსკში ნავთობის საბადოს პროექტში 20%-იანი წილი, რუსულ კომპანიას დაუთმო და ბიზნესიდან გავიდა. ამის შესახებ Reuters წერს. ხარიაგინსკის ნავთობის საბადო რუსეთის ფედერაციაში, ნენეცკის ავტონომიურ ოლქში მდებარეობს. საბადოს საერთო მარაგები 160,4 მილიონ ტონადაა შეფასებული. საკონტრაქტო ზონაში კი მარაგები 97 მილიონ ტონას შეადგენს.

Read More »
ნორვეგიელი მუშების გაფიცვამ ნავთობის ფასი გაზარდა

ნორვეგიის მთავრობის ჩარევის შემდეგ, ევროპული გაზის ფასი 2.5%-ით შემცირდა

მაღალი ფასების ოთხთვიანი პერიოდის შემდეგ, ოთხშაბათს, ნორვეგიის მთავრობის ჩარევის შედეგად, ერთი მეგავატ-საათი ევროპული ბუნებრივი აირის ფასი 2.5%-ით, €161 ევრომდე შემცირდა, – ამის შესახებ CNBC წერს. ცნობისთვის გეტყვით, რომ წინა დღიეს ერთი მეგავატ-საათი ბუნებრივი აირის ფასი €178-მდე გაიზარდა, რაც მარტის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გახლდათ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ევროპული ბუნებრივი აირის ფასის შემცირება ნორვეგიის მთავრობის მიერ ნავთობისა და გაზის ოფშორულ კომპანიების თანამშრომლების ...

Read More »

თურქმენეთმა და აზერბაიჯანმა, ენერგეტიკის საკითხებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი ოფიციალური ვიზიტით დედაქალაქ აშხაბადში ჩასულ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობითი განცხადების მიხედვით, მხარეებმა საერთაშორისო ბაზარზე ენერგეტიკისა და ენერგომომარაგების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე მოსაზრებები გაცვალეს. განცხადებაში აღნიშნულია, გასულ წელს, მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობა, რომელიც კასპიის ზღვის დოსტლუკის საბადოზე, ბუნებრივი რესურსების ერთობლივ კვლევას მოიცავს. თურქმენულმა მხარემ გამოაცხადა მზადყოფნა, რომ ენერგეტიკის სფეროში ...

Read More »

ენერგოკრიზისის გამო საფრანგეთი უდიდესი ბირთვული კომპანიის ნაციონალიზაციას აპირებს

ევროპის ყველაზე მძიმე ენერგოკრიზისთან გასამკლავებლად, საფრანგეთის მთავრობა ბირთვული ენერგიის მწარმოებლის, Electricite de France-ის (EDF), ნაციონალიზაციას აპირებს. კომპანია ფინანსურად რთულ მდგომარეობაშია. “კლიმატის საგანგებო მდგომარეობა მოითხოვს გადამწყვეტ და რადიკალურ გადაწყვეტილებებს. უნდა გვქონდეს სრული კონტროლი წარმოებასა და ჩვენს ენერგეტიკულ მომავალზე. უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი ომის შედეგებისა და მომავალი გამოწვევების ფონზე. დღეს ვადასტურებ სახელმწიფოს განზრახვას, ფლობდეს EDF-ის კაპიტალის 100%-ს”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა პარლამენტში ...

Read More »
კლიმატის ცვლილების მიზეზები

მეცნიერები იტალიაში გვალვას კლიმატის ცვლილებებს უკავშირებენ

იტალიაში წელს ყველაზე მაღალი ტემპერატურაა. ასეთი სიცხე იტალიაში 70 წლის განმავლობაში არ ყოფილა. გვალვა გავლენას ახდენს ქვეყნის არა ერთ რეგიონზე. იტალიის სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტმა დღის განმავლობაში ვერ მოახერხა წყლის რესუსრების მართვა. ქვეყნის ზოგიერთ რაიონში დაწესებულია შეზღუდვები. ბევრ ქალაქს წყლის სატვირთო მანქანებით შემოტანა უწევს. ზოგიერთ რაიონს კი წყალი ღამით საერთოდ არ მიეწოდება. ჩრდილოეთში, მდინარე პოსთან ახლოს ბრინჯისა და სიმინდის წარმოება შეჩერებულია. ...

Read More »

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლებმა ენერგეტიკული გაერთიანების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

მიმდინარე წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკული გაერთიანების მიერ ორგანიზებულ SEEGAS-ის (the South-East and East European Gas) ერთობლივი მმართველი კომიტეტის რიგით მე-4 შეხვედრაში, რომელიც ეთმობოდა უკრაინასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ენერგეტიკულ კრიზისზე რეაგირებას. აღნიშნული ინიციატივის მიზანია სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში ბაზრების ინტეგრაციის ხელშეწყობა. შეხვედრას ესწრებოდა ამავე რეგიონისა და ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნების ...

Read More »