Author Archives: admin

“საქართველოში საწვავის ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება საერთაშორისო ფასებისგან”

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოში საწვავზე არსებული ფასები საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ ფასებთან თანხვედრაში არაა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეს მიგნებები კონკურენციის სააგენტომ ბაზრის მოკვლევის შემდეგ გამოავლინა. მინისტრი ამბობს, რომ ბაზრის მოთამაშეებთან შეხვედრები მიმდინარე კვირაში დასრულდება, რის შემდეგაც სავარაუდოდ, საწვავი გაიაფდება. “კონკურენციის სააგენტომ ბაზარი შეისწავლა და საინტერესო მიგნებები აქვს. დეტალურად გავიარეთ საკითხები, რომელიც წარმოაჩენს, რომ ბაზარზე ღიად საცალო ქსელებში არსებული ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება ...

Read More »

ზელენსკი: ახლა პრიორიტეტი რუსულ ნავთობზე ემბარგოა

უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მსოფლიომ მაქსიმალური ყურადღება შეინარჩუნოს უკრაინის მიმართ –  ახლა პრიორიტეტი რუსულ ნავთობზე ემბარგოა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „როგორც არ უნდა ეცადოს მოსკოვი ამ გადაწყვეტილების ჩაშლას, რუსეთის ენერგორესურსებზე ევროპის დამოკიდებულების დრო დასასრულს უახლოვდება. ეს არ შეიძლება შეიცვალოს. კიდევ ერთი ამოცანა, რომელიც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, არის ის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა შევინარჩუნოთ მსოფლიოს მაქსიმალური ...

Read More »
კომპანია აჭარის წყალი (AGL) შუახევიჰესის კასკადის მშენებლობას ერთ წელიწადში დაასრულებს

სამშენებლო ნარჩენების გავლენა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობზე მეტად საშიშია – ამბობენ გარემოსდამცველები

თბილისში მშენებლობები უცხო არაა. დედაქალაქის მასშტაბები იზრდება და საცხოვრებელ უბნებს ახალი კორპუსები ემატება. მშენებლობების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სამშენებლო ნარჩენების ზრდაა, რომლებიც გადამუშავებას საჭიროებს. გარემოსდამცველები ამბობენ, რომ თბილისში უამრავი სამშენებლო ნარჩენი ყოველგვარი გადამუშავების გარეშე იყრება არალეგალურ ნაგავსაყრელებზე, რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს. „სამშენებლო ნარჩენების უმეტესობა, პირდაპირ რომ ვთქვათ, ველურად იყრება, ყოველგვარი გაუვნებელყოფისა და უტილიზაციის გარეშე, რაც ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ორგანული ...

Read More »

შოლცი მოუწოდებს შროდერს, დატოვოს Nord Stream 2 და სხვა რუსული კომპანიები

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შროდერმა უნდა დატოვოს რუსული კომპანიები. ამის შესახებ მან T-Online-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც 14 მაისს გამოქვეყნდა. შოლცის თქმით, ბოლოს მან შროდერი ფიცის დადების დროს ნახა. “რადგან გერჰარდ შროდერმა დიდი სამსახური გაუწია ჩვენს ქვეყანას, როგორც კანცლერმა, იმედი მაქვს, რომ ის გადავა იმ გზიდან, რომელსაც ახლა ადგას. შრედერმა უნდა დათმოს თავისი უფლებამოსილება რუსულ კომპანიებში. მე ...

Read More »
უკრაინა რუსულ გაზში 232 დოლარს გადაიხდის

იტალიური ენერგო კომპანია Eni „გაზპრომ ბანკში“ რუბლის ანგარიშს გახსნის

იტალიური ენერგო კომპანია Eni „გაზპრომ ბანკში“ რუბლის ანგარიშს გახსნის, რათა რუსული გაზის საფასური გადაიხადოს. Bloomberg-ის ცნობით, 20 ევროპელ კლიენტს უკვე გახსნილი აქვს რუბლის ანგარიში, ოთხმა მათგანმა კი უკვე გადაიხადა. Eni-ს წარმომადგენელმა ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ აქამდე იტალიურ კომპანიას გადახდის ახალი მექანიზმისთვის არ მიუმართავს და გაზის საფასურს ის მხოლოდ ევროში იხდიდა. გადახდის შემდეგი რაუნდი მაისის მეორე ნახევარში შესრულდება. ...

Read More »

“გამარჯვება მოითხოვს რუსულ ნავთობზე ემბარგოს”

უკრაინას სჭირდება მძიმე იარაღი დასავლეთისგან და „რუსულ ნავთობზე ნამდვილი ემბარგო“, რათა რუსეთი წლის ბოლომდე დაამარცხოს, ამბობს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი. „უკრაინა, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, არ არის დაინტერესებული რუსეთთან გაჭიანურებული ომით.  გამარჯვების რეცეპტი მარტივია: ნამდვილი ემბარგო,ტანკები, თვითმფრინავები და არტილერია. მოდით, ეს ერთად დავასრულოთ”, – აცხადებს პოდოლიაკი.

Read More »

ევროკომისიას გაზის ფასის ზედა ზღვრის დაწესება სურს

ევროკომისია (EC) აპირებს დააწესოს გაზის ფასების ზედა ზღვარი რუსეთიდან მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში. ამის შესახებ იტყობინება გაზეთი Welt am Sonntag, მის ხელთ არსებულ დოკუმენტზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, ამ ღონისძიების მიღებით, ევროკომისიას სურს დაიცვას ევროპელი მომხმარებლები გაზის მუდმივად მზარდი ფასებისგან. „ამ გამონაკლის გარემოებებში, ევროკავშირის წევრებს უნდა მიეცეთ უფლება დაარეგულირონ სამომხმარებლო ფასები სახელმწიფო დონეზე გარდამავალ პერიოდში“, – ნათქვამია დოკუმენტში. როგორც გამოცემა წერს, გაზის ...

Read More »

„რუსულ გაზზე სრული ემბარგოს დაწესებისთვის მზად არ ვართ“

„გერმანია ჯერჯერობით რუსული ენერგორესურსების სრულ ემბარგოს ვერ დათანხმდება“, – ამის შესახებ გერმანიის ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა. „ამჟამად, დღეის მდგომარეობით, სრული ემბარგოს დაწესება არ შეგვიძლია, გაზის ტერმინალები და საცავი 40%-ით გავავსეთ, ეს საკმარისი იქნება ზაფხულისთვის, მაგრამ მომავალში მთლიანად უნდა დავძლიოთ რუსეთზე დამოკიდებულება. ვფიქრობ, ჯერჯერობით ვერ მოვახერხებთ, რომ საშემოდგომოდ რუსულ გაზზე მთლიანად უარი ვთქვათ. ჩვენი ეკონომიკა მთლიანად არ უნდა განადგურდეს. ჩვენ უნდა ...

Read More »

ბირთვული ენერგიის განვითარებისთვის ბრიტანეთი $120 მილიონს გამოყოფს

დიდი ბრიტანეთი 120 მილიონ ფუნტს ($147 მილიონს) ატომური ენერგიის განვითარების ახალ ფონდში ჩადებს. ქვეყანა მიზნად ისახავს ბირთვული ენერგია ელექტროენერგიის გამომუშავების ხერხემლად აქციოს. მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბირთვული მომავლის ფონდი დაეხმარება მთავრობას 2030 წლისთვის რვა ახალი რეაქტორის ამოქმედებაში, რასაც ენერგეტიკული უსაფრთხოების სტრატეგია ითვალისწინებს. ფონდის მიზანია წაახალისოს კერძო ინვესტიციები ბრიტანულ პროექტებში. “ფონდი გააგრძელებს ჩვენს გეგმას ახალი ატომური ელექტროსადგურების შესახებ, როგორც ბრიტანეთის ბირთვული ...

Read More »

დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 16 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გრიგოლ ლორთქიფნიძის და პოლიციის ქუჩების მოსახლეობას. ამავე მიზეზით, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ხომლელოს ქუჩის მოსახლეობას. ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მოსახლეობას. ხოლო ამავე ...

Read More »