Author Archives: admin

პოლონეთი რუსულ ბუნებრივ აირზე საბოლოოდ უარის თქმას აპირებს

დასრულებულია მილსადენის ყველაზე რთული მონაკვეთის მშენებლობა, რომლითაც პოლონეთი ნორვეგიიდან ბუნებრივ აირს მიიღებს. პროექტის საბოლოო დასრულება 2022 წლის ბოლოსთვის იგეგმება, ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. გაზსადენის ამოქმედების შემდეგ პოლონეთი რუსულ ბუნებრივ აირზე საბოლოოდ უარის თქმას შეძლებს. გაზსადენის, Baltic Pipe-ის ყველაზე რთული ნაწილის, ბალტიის ზღვის მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა. მილსადენის ბოლო ნაწილის დასრულების შემდეგ დანია და პოლონეთი ერთმანეთს დაუკავშირდა. პროექტი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. მილსადენის ...

Read More »

შოტლანდიაში ელექტროდამტენების ქსელი მწყობრიდან გამოვიდა და მძღოლებს კოლოსალური გადასახადები მიუვიდათ

მთელი შოტლანდიის მასშტაბით, ასობით მძღოლმა აღმოაჩინა, რომ ავტომობილების დამუხტვის საფასურს იმაზე გაცილებით მეტს სთხოვდნენ, ვიდრე, რეალურად, უნდა გადაეხადათ, – ამის შესახებ BBC წერს. მაგალითისთვის, ერთ მძღოლს, ავტომობილის 16 წუთით დატენვის შემდეგ, სისტემამ აცნობა, რომ 3 ათას ფუნტზე მეტი ჰქონდა გადასახდელი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ChargePlace Scotland-ში, რომელიც ქსელს მართავს, ტექნიკური ხარვეზი იყო და მძღოლებს ზედმეტი თანხის გადახდა არ მოუწევთ.

Read More »
აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზს შეისყიდის

გლობალური ენერგეტიკული კრიზისი მწვავდება

ევროპა ზამთარს სავარაუდოდ ბუნებრივი აირის საჭირო ოდენობის გარეშე შეხვდება, ხოლო ფასები კიდევ უფრო გაიზრდება,- ასეთია ენერგეტიკოსების შეფასება გერმანიის მარეგულირებლის მიერ Nord Stream 2-ის სერტიფიცირების შეჩერების შესაძლო შედეგებზე. გერმანიის მარეგულირებლის განცხადებით, ახალი მილსადენის დამტკიცების პროცესი იქამდე შეჩერდება, ვიდრე ექსპლუატატორი კომპანია (“გაზპრომი”) წარმოდგენილი არ იქნება გერმანიის კანონმდებლობის შესაბამისი იურიდიული ფორმით. “2019 წლის მაისში გერმანიამ მიიღო დოკუმენტი, რომლის თანახმად, ევროკავშირის ტერიტორიაზე გამავალ მილებში აუცილებლად უნდა იყოს გაზის ...

Read More »

სემეკის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, სალომე ჯანელიძე GWNET-ის პროექტის ფარგლებში ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ ქალებს მენტორობას გაუწევს

სემეკის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, სალომე ჯანელიძე GWNET-ის პროექტის ფარგლებში ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ ქალებს მენტორობას გაუწევს და მათ პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარება. გლობალური ქსელი ენერგეტიკაში ქალების განვითარებისათვის (GWNET) წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნებში ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ ქალებს. სალომე ჯანელიძე 2019 წლიდან ხელმძღვანელობს სემეკის იურიდიულ დეპარტამენტს. იგი არის ენერგეტიკული თანამეგობრობის (Energy Community) ექსპერტი, ასევე მომხმარებელთა და საცალო ბაზრების სამუშაო ჯგუფის ...

Read More »
ირანი ევროპის გაზმომარაგებას აზერბაიჯანის გავლით შეეცდება

უკრაინის პრემიერი აცხადებს, რომ უკრაინას „გაზპრომთან“ ბუნებრივი აირის ტრანზიტის შესახებ კონტრაქტის 15 წლით გახანგრძლივება სურს

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინას „გაზპრომთან“ ბუნებრივი აირის ტრანზიტის შესახებ კონტრაქტის 15 წლით გახანგრძლივება სურს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრემიერმა მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე კონტრაქტი 2024 წლამდე მოქმედებს და ამჟამად ევროპელ პარტნიორებთან ერთად კონტრაქტის 15 წლით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები. გარდა ამისა, დენის შმიგალის თქმით, უკრაინა მზად არის, ბუნებრივი აირის ტრანზიტის მოცულობა 55 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზარდოს და ...

Read More »

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ენერგორეფორმებისთვის €87,5 მლნ-ის სესხს გამოუყოფს

აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს ენერგორეფორმებისთვის €87,5 მლნ-ის სესხს გამოუყოფს, – საქართველოსა და ბანკს შორის სასესხო შეთანხმების რატიფიცირებას მხარი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაუჭირა. პროექტის მიზანია ელექტროგადამცემი ხაზების სექტორში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” საოპერაციო, ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობის გაძლიერება. „აზიის განვითარების ბანკი უკვე 3 წელია გვეხმარება ენერგეტიკის სექტორში სხვადასხვა რეფორმების კუთხით. წარმოდგენილ ტრანშთან დაკავშირებით მოლაპარაკებები 2020 წელს დაიწყო, რომლის მთავარი ...

Read More »

“პლასტმასის ნარჩენების პრევენციის პროგრამა მოგვცემს შესაძლებლობას უკეთესი გარემო შევქმნათ”

რა უნდა გაკეთდეს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე პლასტმასის ნარჩენებით მიღებული ზიანის პრევენციისთვის – მიზნები საქართველომ 10 წლიან სტრატეგიასა და 5-წლიან სამოქმედო გეგმაში გაწერა. დოკუმენტი, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) პრეზენტაციაზე წარადგინეს. პროგრამის პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ დოკუმენტში გამოკვეთილია მიზნები და ღონისძიებები, რომელთა შესრულებაც ხელს შეუწყობს პლასტმასის ...

Read More »

შვედურმა კომპანიამ მსოფლიოში პირველი სრულად გადამუშავებული ელემენტი შექმნა

შვედურმა კომპანია Northvolt-მა პროგრამა Revolt-ის ფარგლებში მსოფლიოში პირველი სრულად გადამუშავებული ლითიუმ-იონის ელემენტი შექმნა, რომელიც ელექტრომობილებში გამოიყენება. ის ნიკელ-მანგანუმ-კობალტის (NMC) კათოდს შეიცავს, რომელიც ელემენტის ნარჩენების გადამუშავების შედეგად აღდგენილი ლითონებისგან არის მიღებული. Northvolt-მა ყველა საჭირო ღონისძიება შვედეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ვესტეროსში განლაგებულ ლაბორატორიაში განახორციელა. როგორც ცნობილია, ახალ ელემენტში გამოყენებული ნიკელი, მანგანუმი და კობალტი ნარჩენებიდან დაბალენერგიული ჰიდრომეტალურგიული დამუშავების გზით შეაგროვეს. პროცესი წყალხსნარის ...

Read More »

არაბეთის გაერთიანებული საემიროების ენერგეტიკის მინისტრი ოპეკის გადაწყვეტილებას ნავთობის მიწოდების “არგაზრდაზე” გამოეხმაურა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ენერგეტიკის მინისტრმა სუჰაილ ალ-მაზრუეი გამოვიდა  ოპეკისა და მისი მოკავშირეების გადაწყვეტილების მხარდაჭერით ნავთობის მიწოდების “არგაზრდასთან” დაკავშირებით. „მოვუწოდებ ხალხს, დამშვიდდნენ და გვენდონ“, – განაცხადა მან. მინისტრმა აქვე დასძინა, რომ EIA 2022 წლის პირველ კვარტალში ნავთობის ჭარბ რაოდენობას პროგნოზირებს. მან აღნიშნა, რომ თუ “OPEC +”-ის ამჟამინდელი გეგმა მოპოვების 400 000 ბარელით გაზრდის შესახებ გამოიწვევს ჭარბ ოდენობას, მაშინ ...

Read More »
ქვესადგურის "ხორგა" და ელექტროგადამცემი ხაზების "ხორგა 1,2" მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

რომელი ქვეყნებიდან იღებს საქართველო ელექტროენერგიას?

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2021 წლის ათ თვეში საქართველომ 12367.2 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია მოიხმარა. ადგილობრივმა გამომუშავებამ 10 266.0 მლნ კვტ/სთ, იმპორტმა კი 1 724.5 მლნ კვტ/სთ შეადგინა. ძირითადი იმპორტიორები რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი არიან. ათ თვეში საქართველომ რუსეთიდან 1057.6 მლნ კვტ/სთ, თურქეთიდან – 923.7 მლნ კვტ/სთ, აზერბაიჯანიდან კი 161.2 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია შეიძინა. წყარო: report.ge

Read More »