Author Archives: admin

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

9 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ერმილე ბედიას, დემეტრე თავდადებულის (ნაწილობრივ), პეტრიწის (ნაწილობრივ), მინდელის, პოლიტკოვსკაიას და  ანჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა $85 გადააჭარბა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,74 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 85,34 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »
ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

ჰაერის ხარისხი საქართველოში: საჭიროა თუ არა მკვეთრი ცვლილებები? კვლევას აქვეყნებს

დაბინძურება არის ეგზისტენციალური საფრთხე თანამედროვე საზოგადოებისთვის, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანის ჯანმრთელობას, ისე მთელ პლანეტას. როგორც ISET-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჰაერის დაბინძურება ხდება ოზონით, გოგირდით, აზოტის ჟანგეულებით და მცირე ზომის მყარი ნაწილაკებით (PM2.5). ჰაერის დაბინძურების შემცირება „მწვანე ზრდის“ ერთ-ერთი ძირითადი მიზანია, რომელსაც, პარიზის შეთანხმების მიზნების მიღწევის გარდა, ჰაერის დაბინძურების შემცირების შემთხვევაში, 2050 წლამდე მთელ მსოფლიოში მილიონი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ...

Read More »
მაისის თვეში საწვავის იმპორტი შემცირდა

რუსული საწვავის აკრძალვის მიუხედავად, ევროპაში დიზელის ფასი ეცემა

ევროკავშირში დიზელის საწვავის ფიუჩერსების ფასები 1,6%-ით დაეცა, რაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში 20%-ით შემცირებული მაჩვენებელია. CNN იუწყება, რომ რეგიონში მოთხოვნა შემცირდა. ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით, ევროკავშირში სატვირთო მანქანების დაახლოებით 96%, ფურგონების 91% და მანქანების 42% ამ საწვავზე მუშაობს. “იგულისხმებოდა, რომ აკრძალვის შემოღების შემდეგ ევროპისთვის დიზელის საწვავის მიწოდება შემცირდებოდა, მაგრამ რეალურად ეს ამჟამად არ ხდება”, – ამბობს მარკ უილიამსი, საკონსულტაციო ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას განაგრძობს

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას განაგრძობს. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 0,6%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 614,9 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის მოცულობა ...

Read More »

არ ვიცი, ვის უნდა გაუჩნდეს ხუდონჰესში ინვესტიციის სურვილი, თუნდაც სახელმწიფო იყოს მეწილე – სოსო ბერიკაშვილი

6 თებერვლის მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობა ხუდონჰესის ახალ პროექტზე მუშაობს, რომლის განსახორციელებლად სოფლების დატბორვა აღარ იქნება აუცილებელი. პრემიერის თქმით, ჰესი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება. ხუდონის ახალი პროექტისა და ჰესის მთავრობის თანამონაწილეობით აშენებასთან დაკავშირებით, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანმა სოსო ბერიკაშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა, რომ ენერგეტიკაში ინვესტიციებს ემხრობა, მაგრამ ამ პროექტის წარმატებაში ეჭვი ეპარება. მისი თქმით,  მთავრობის მხრიდან არც ერთხელ არ ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს

2023 წლის 8 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  83,69 (+   2.70)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  77.14   (+   3.03)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ყაზახეთის სახელმწიფო კომპანია „ყაზმუნაიგაზი“ ნავთობის ექსპორტს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით იწყებს

ყაზახეთის სახელმწიფო კომპანია „ყაზმუნაიგაზი“ მიმდინარე თვეში კომპანია Tengizchevroil-ის რესურსებიდან ნავთობის ექსპორტს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) ნავთობსადენით დაიწყებს. ინფორმაციას აზერბაიჯანული საგენტო Report ინდუსტრიის სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, თებერვალში მიწოდებამ შესაძლოა, 120 000 ტონას მიაღწიოს. აქტაუს ნავთობტერმინალის მფლობელ კომპანია Kaztransoil-ის პრესსამსახურში Report-ს განუცხადეს, რომ „2023 წლის თებერვალში Kaztransoil აქტაუს პორტში Tengizchevroil-ის კუთვნილი 120 000 ტონა ნავთობის ჩატვირთვას გეგმავს,“ თუმცა შემდგომ მარშრუტს კომპანია ...

Read More »

კლიმატის ცვლილების კანონის „მწვანე წიგნის“ შესახებ საჯარო კონსულტაციები გაიმართება

საქართველოს პარლამენტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ გამართულ შეხვედრაზე კლიმატის ცვლილების კანონისთვის შექმნილი „მწვანე წიგნი“ და საჯარო კონსულტაციების გამართვის გეგმა წარადგინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, კლიმატის ცვლილების კანონის „მწვანე წიგნი“ მოიცავს საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, არსებულ ეროვნულ პოლიტიკას, საქართველოზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენის ანალიზს, სამომავლო რისკებს და კლიმატის კანონის ...

Read More »

თურქეთმა ჯეიჰანის პორტის ტერმინალიდან ნავთობის მიწოდება განაახლა

თურქეთმა ჯეიჰანის პორტის ტერმინალიდან ნავთობის მიწოდება განაახლა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg პროცესებთან დაახლოებულ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს. „თურქეთმა ჯეიჰანის პორტიდან ნავთობის მიწოდება სამშაბათს გვიან ღამით განაახლა“, – თქვა მან. ჯეიჰანის პორტმა, რომელიც დამანგრეველი მიწისძვრის ეპიცენტრიდან 150 კილომეტრის დაშორებით ხმელთაშუა ზღვისა სანაპიროზე მდებარეობს, ოპერირება 6 თებერვალს შეაჩერა. კირკუკი–ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომლითაც ერაყიდან მიდის ნავთობი პორტში და ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენი მიწისძვრის შედეგად არ დაზიანებულა ...

Read More »