Author Archives: admin

თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 27 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ისნის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის და შოთა ნადირაშვილის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, ახვლედიანის, მუხაძის, ჩანტლაძის, ამირანაშვილის, წურწუმიას, ...

Read More »

ირანის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელი: ირანი, შესაძლოა, მოლაპარაკებას ბირთვული პროგრამის განვითარებისთვის აჭიანურებდეს

ირანის საკითხებში აშშ-ის მთავარი წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოლაპარაკება, რომელიც მიზნად ისახავს თეირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის 2015 წელს მიღწეული ხელშეკრულების აღდგენას, “კრიტიკულ ფაზაშია” და გამოდის გაფრთხილებით, რომ ირანი ამ მოლაპარაკებას შესაძლოა თავისი ბირთვული პროგრამის განვითარების მიზნით აჭიანურებდეს. რობ მეილი ამ განცხადებებით გამოვიდა 25 ოქტომბერს, იმ ფონზე, როცა საერთაშორისო მოლაპარაკებებში ჩართული, ევროპის წამყვანი დიპლომატი მიმდინარე კვირაში ბრიუსელში უნდა შეხვდეს თავის ...

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

იტალიაში საწვავის ფასი რეკორდულად გაძვირდა

იტალიაში საწვავის ფასი რეკორდულად გაძვირდა. როგორც იტალიური მედია იუწყება, ამჟამად ერთი ლიტრი ბენზინი იტალიაში 1,7 ევრო, ხოლო ერთი ლიტრი დიზელი 1,6 ევრო ღირს. მომხმარებელთა კავშირის მონაცემებით, იტალიაში საწვავი ასეთი ძვირი ბოლოს 2014 წელს იყო. ამასთან ერთად, იტალიური მედია წერს, რომ გაძვირდა ბუნებრივი აირი, თხევადი გაზის ფასი 0,8 ევროს შეადგენს.

Read More »

ჩინეთი 2024 წლიდან მფრინავ ავტომობილებს გამოუშვებს

ჩინურმა ელექტრო მობილების მწარმოებელმა Xpeng-მა კონცეფციის მოდელი HT Aero წარადგინა. ამის შესახებ გამოცემა Carscoops წერს. გამოცემის ცნობით, HT Aero-ს კორპუსი დამზადებულია მსუბუქი მასალისგან, რაც მას ჰაერში გაჩერებას უადვილებს. ფრენის რეჟიმში ავტომობილის გვერდებზე სპეციალური ძრავი იშლება, რისი წყალობითაც მანქანას  ვერტიკალურად აფრენისა და დაშვების შესაძლებლობა აქვს. HT Aero-ის მასობრივი წარმოება 2024 წელს დაიწყება. 25 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ Telsa-მ, ტექნიკური პრობლემების გამო, მფრინავი ავტომობილის ავტოპილოტის ახალი ვერსიის ტესტირება ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს

“Azeri LT CIF”-ის ნედლ ნავთობზე, რომელსაც აზერბაიჯანი მსოფლიო ბაზარს აწვდის, ფასი 1.5 აშშ დოლარით (1,73%) გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. Azeri Light-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი ამ დროისათვის 88,19 აშშ დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ყველაზე დაბალი ფასი, 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა, იმ დროისთვის 1 ბარელი “Azeri LT CIF”-ის ნედლი ნავთობი 15,81 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო მაქსიმალური ფასი 2008 წლის ივლისში ...

Read More »
ირანი, პაკისტანი და ჩინეთი ენერგოპარტნიორები ხდებიან

ჩინურმა კომპანიამ დაიწყო ნავთობსადენის მშენებლობა ნიგერიდან ბენინამდე

ჩინეთის ნავთობის და გაზის ნაციონალურმა კორპორაციამ დაიწყო ნიგერი-ბენინის ნავთობსადენის მშენებლობა, ამის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება, Cceonlinenews.com-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყედნობით. მილსადენის სიგრძე იქნება 1950 კილომეტრი. მისი დასაწყისი იქნება ნიგერიში აგადემის აუზში. აქედან ნავთობის მიწოდება მოხდება გვინეის ყურეში ბენინის პორტ სემში. ამის შემდეგ მილსადენის საზღვაო მონაკვეთის გავლით ნედლეული ჩაიტვირთება ტანკერებში და უცხოელ მყიდველებს გაეგზავნება. მოსალოდნელია, რომ ნავთობის გატარება აღნიშნული მილსადენით ...

Read More »
ფედერალური ბანკის მოსალოდნელი გადაწყვეტილება ნავთობის ფასს შეამცირებს

საუდის არაბეთი ნავთობის საბადოზე უზარმაზარი ექსტრემალური პარკის აშენებას გეგმავს

ბოლო პერიოდია, საუდის არაბეთი ცდილობს, თავისი ეკონომიკის  ნავთობზე დამოკიდებულება შეამციროს, თუმცა ეს სულაც არ უშლის  ხელს, ნავთობინდუსტრია ორიგინალური იდეების გენერირებისათვის გამოიყენოს და ახალი ტურისტული მიმართულებები შექმნას. ახლახან საუდის არაბეთმა  საკუთარი გეგმები გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ ნავთობის საბადოზე 150,000 კვადრატული მეტრის „ექსტრემალური პარკის“ მშენებლობას გეგმავს.  საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდის (PIF) მიერ დაფინანსებული პროექტი The Rig–ი მოიცავს რამდენიმე სასტუმროს, ათზე მეტ ...

Read More »

მასკმა Shiba Inu-ს რეკორდი უკან დახია

ილონ მასკი Shiba Inu-ს უმსხვილესი კრიპტოვალუტების რიგებში მოხვედრაში დაეხმარა. ახლა, როცა მასკი აცხადებს, რომ Shiba Inu-ს არ ფლობს, კრიპტოვალუტის ღირებულება ისევ იკლებს. “შიბა ინუს” კრიპტოვალუტის ღირებულება წინა დღეების განმავლობაში 50%-ით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Bloomberg წერდა. გამოცემის ცნობით, “შიბა ინუ” მსოფლიოში მე-11 უმსხვილესი კრიპტოვალუტა გახდა. მონეტის ღირებულებამ გასულ წელს 40,500,000%-ზე მეტით მოიმატა.

Read More »

უკრაინა რუსეთიდან ტრანსპორტირებულ გაზზე ფასდაკლების ინიციატივით გამოდის

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით, უკრაინამ რუსეთს ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე ფასდაკლება შესთავაზა, რათა გაზარდოს მიწოდება და შეამსუბუქოს რეგიონში ენერგეტიკული კრიზისი. ფასდაკლება ვრცელდება ბუნებრივი აირის მოცულობებზე, რომლებიც აღემატება შეთანხმებულ 40 მილიარდ კუბურ მეტრს დღეში, რომელსაც უკრაინა უკვე აგზავნის ევროპაში რუსეთიდან, თქვა ზელენსკიმ Bloomberg News-ისთვის მიცემულ ელექტრონულ კომენტარში. “უკრაინა ამ დამატებით სიმძლავრეს სთავაზობს ყველა პოტენციურ სატრანზიტო ქვეყანას. Gazprom-ს აქვს დამატებითი შესაძლებლობები. არსებული ...

Read More »

“არ არსებობს არავითარი წარმოება თუ გამომუშავება, რომელსაც გარემოზე ზემოქმედება არ აქვს”

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი საკუთარ facebook გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “უგანდა ცენტრალურ აფრიკაში მდებარეობს და იქ 35 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ ადამიანზე 900 დოლარს უდრის. მსოფლიოს ამ ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანაში მოსახლეობის 76% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ორი დღის წინ უგანდის პრეზიდენტმა იოვერი მუსევენიმ უოლ სტრიტ ჯორნალში გამოაქვეყნა სტატია სათაურით ...

Read More »