ილონ მასკი Shiba Inu-ს უმსხვილესი კრიპტოვალუტების რიგებში მოხვედრაში დაეხმარა. ახლა, როცა მასკი აცხადებს, რომ Shiba Inu-ს არ ფლობს, კრიპტოვალუტის ღირებულება ისევ იკლებს.
“შიბა ინუს” კრიპტოვალუტის ღირებულება წინა დღეების განმავლობაში 50%-ით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Bloomberg წერდა.
გამოცემის ცნობით, “შიბა ინუ” მსოფლიოში მე-11 უმსხვილესი კრიპტოვალუტა გახდა. მონეტის ღირებულებამ გასულ წელს 40,500,000%-ზე მეტით მოიმატა.