Author Archives: admin

შარშან საქართველოში ნავთობისა და გაზის სექტორში $76 მილიონამდე ინვესტიცია ჩაიდო

საქართველოს ნავთობის და გაზის სექტორში ინვესტიციები 17%-ით გაიზარდა

2022 წელს საქართველოს ნავთობის და გაზის სექტორში ინვესტიციები 17%-ით გაიზარდა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ნავთობის და გაზის სააგენტოს დირექტორმა განუცხადა, ინვესტიციების ძირითადი ნაწილი მოდის სხვადასხვა კომპანიაზე – გასულ წელს ინტესიური სამუშაოები ჩატარდა ახალი ე.წ. გვერდითი ლულის ჭაბურღილების გაბურღვაზე. „ეს ის მეთოდია, რომელიც ალბათ, დღეს სჭირდება დამუშავებაში მყოფ ჩვენს საბადოებს და შედეგიც, როგორც უკვე ვნახეთ გამოჩნდა – მკვეთრად მოიმატა გაზის მოპოვებამ – დაახლოებით ...

Read More »

უკრაინის ენერგოსისტემა მუდმივი თავდასხმის ქვეშ არის

რუსული ძალების მიერ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე მიტანილი უწყვეტი სარაკეტო და საარტილერიო იერიშების ფონზე, უკრაინელი ელექტრიკოსები ცდილობენ, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას. სწორედ ამ ადამიანების დამსახურებით უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში მაინც მიეწოდება ელექტროენერგია. უკრაინის ერთ-ერთი ელექტროსადგური უკვე რამდენიმე თვეა, რაც რუსი სამხედროების მიერ იბომბება, მიუხედავად ამისა, სადგური მუშაობს და მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფას მაინც ახერხებს. სადგურის ტერიტორია სავსეა რუსული რაკეტების ნარჩენებით, ელექტრიკოსთა ...

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

ირაკლი ლექვინაძე: მოსალოდნელია საწვავის ფასის შემცირება

2022 წლის მარტიდან დღემდე საქართველოში საწვავის ფასი 1 ლარზე მეტით არის შემცირებული. კონკურენციის სააგენტოს განმარტებით, ეს ამის საფუძველი საერთაშორისო ფასების შემცირება და ეროვნული კურსის გამყარების ტენდენციაა. თუმცა, სააგენტოში მიიჩნევენ, რომ დღესაც შესაძლებელია საწვავის ფასის კორექტირება შემცირების კუთხით. “2022 წლის მარტიდან დღემდე დაახლოებით 1 ლარზე მეტად არის შემცირებული საწვავზე ფასი, ვგულისხმობ ყველა ტიპის საწვავს, დაწყებული ბენზინ რეგულარით, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი საწვავია, ...

Read More »

2023 წელს ნავთობის ფასი 105 დოლარს მიაღწევს – Goldman Sachs

საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs-ის თანახმად, 2023 წელს ნავთობზე მოთხოვნის ზრდის შედეგად ფასებიც მოიმატებს და 100 აშშ დოლარსაც გადააჭარბებს, Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის ღირებულება კი მეოთხე კვარტალში 105 დოლარამდე იქნება. ბანკის პროგნოზით, მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა წელს დღეში 2.7 მილიონი ბარელით გაიზრდება და ბაზარზე დეფიციტი წლის მეორე ნახევარში გაჩნდება. ჩინეთის მიერ ვიზიტორებისთვის საზღვრების გახსნამ და ნავთობის იმპორტზე კვოტების დაწესებამ გაზარდა მოლოდინი, რომ ...

Read More »
„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტები ახალი, სმს მომსახურებით ისარგებლებენ

დასავლეთ საქართველოში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს

დასავლეთ საქართველოში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური წყვეტა არ მომხდარა. თუმცა, ძლიერმა ქარმა დააზიანა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფრასტრუქტურის ნაწილი. მოგლეჯილმა ხეებმა მწყობრიდან გამოიყვანა ელექტროგადამცემი ხაზები. ზოგ შემთხვევაში დაწყვეტილია სადენები, მოტეხილია ელექტრობოძებიც. სტიქიის გამო, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება სამეგრელოში – ზუგდიდის, ხობის, ფოთის, აბაშის და სენაკის აბონენტების ნაწილს. ...

Read More »

სომხეთმა 2022 წელს საქართველოში უფრო მეტი ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა, ვიდრე 10 წლის განმავლობაში

სომხეთმა 2022 წელს საქართველოში უფრო მეტი ელექტროენერგიის ექსპორტი მოახდინა, ვიდრე წინა 10 წლის განმავლობაში. ამის შესახებ რესპუბლიკის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ჰაკობ ვარდანიანმა ეროვნულ ასამბლეაში 11 იანვარს ეკონომიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 2022 წელს სომხეთმა საქართველოში 365 მლნ კვტ/სთ  ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა, 2012 წლიდან 2021 წლის ჩათვლით ეს მაჩვენებელი 242 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენდა. „ეს ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

13 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.  საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), პეტრე ქავთარაძის და ჯურხა ნადირაძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩის მოსახლეობას. ვაკის რაიონი გადაუდებელი ...

Read More »

ბულგარეთი აზერბაიჯანთან, ბუნებრივი აირის მოცულობის გაზრდაზე მოლაპარაკებებს იწყებს

ბულგარეთი აზერბაიჯანთან, ბუნებრივი აირის მოცულობის გაზრდაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს. ამის შესახებ ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა როზენ ჰრისტოვმა ქვეყნის პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ბულგარეთი ასევე ემზადება რუმინეთთან მოლაპარაკებებისთვის გაზის მიწოდებაზე. მისივე თქმით, ეს პროცესი 2026 წლის შემდეგ დაიწყება. ბულგარეთში ბუნებრივი აირის წლიური მოხმარება დაახლოებით 3,5 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

12 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიაჩელის, რჩეულიშვილის, ჯაფარიძის და ზემო ვაკის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანდრონიკაშვილის, ულიანოვის, კეცხოველის და ვეკუას ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობას. ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი 2%-ით გაიზარდა, თუმცა კვლავ $800-ზე შენარჩუნდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით  1,8%-ით გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 777,4 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის მოცულობა ...

Read More »