Author Archives: admin

ურსულა ფონ დერ ლაიენი – წელიწადზე ნაკლებ დროში ევროპამ რუსული ენერგიის წყაროებზე საშიში დამოკიდებულება დაძლია

ჩვენ დავაწესეთ უძლიერესი სანქციები, რაც რუსეთის ეკონომიკას ათწლეულის განმავლობაში რეგრესის წინაშე აყენებს, მის ინდუსტრიას კი ნებისმიერი თანამედროვე და კრიტიკული ტექნოლოგიების გარეშე ტოვებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსში განცხადა, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იმართება. ევროკომიისის პრეზიდენტმა საკუთარ გამოსვლაში ენერგოუსაფრთხოების საკითხზე გაამახვილა ყურადღება და ამ თვალსაზრისით ხაზი გაუსვა რუსული ენერგორესუსებისგან დამოუკიდებლობის მნიშვნელობას. „ბევრს ეჭვი ეპარება, იქნება თუ ...

Read More »
აზერბაიჯანიდან საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი იზრდება

ბულგარეთი და საბერძნეთი, ტრანსბალკანური ნავთობსადენის პროექტის განახლებას აპირებენ

ბულგარეთის ხელისუფლებამ საბერძნეთთან ტრანსბალკანური ნავთობსადენის პროექტის განახლების შესახებ მოლაპარაკებები გამართა. ამის შესახებ პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ფორუმზე „ბულგარეთის ენერგეტიკა – სტრატეგია 2023-2053“ განაცხადა. ბერძნულ ალექსანდროპოლისსა და ბულგარულ ბურგასს შორის ნავთობსადენის მშენებლობის იდეა დაახლოებით 20 წლის წინ გაჩნდა. 2011 წელს ბულგარეთმა ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მიზეზების გამო მიატოვა პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა წელიწადში 50 მილიონ ტონამდე რუსული ნავთობის მისი ტერიტორიის გავლით საბერძნეთში გადატანას. რამდენიმე ...

Read More »

რუსული ნავთობის ექსპორტის 30%-ით გაიზარდა, შემოსავალი კი მხოლოდ 4%-ით

რუსეთის ეკონომიკამ შეძლო სანქციებით გამოწვეული თავდაპირველი სირთულეების გადალახვა, ნავთობის ექსპორტის ზრდა, თუმცა გადაუჭრელ პრობლემად დასავლეთის მიერ დაწესებული საფასო ჭერი რჩება. გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, გასულ კვირებში რუსული ნავთობის ექსპორტის მოცულობა 30%-ით გაიზარდა და დღე-ღამეში 3.8 მილიონი ბარელი შეადგინა. გაყიდული მოცულობის ზრდის მიუხედავად შემოსავალი მხოლოდ 4%-ით გაიზარდა, რაც 3 მილიონი დოლარის ექვივალენტია. ამის მიზეზად დასავლეთის მიერ დაწესებული საფასო ჭერი სახელდება, რის გამოც ...

Read More »

2022 წელს შუახევი ჰესი მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა საპროექტო ნიშნულზეა

საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2022 წელს საქართველოში 14 მილიარდ 246 მილიონ 600 ათასი კვტსთ ელექტროენერგიაა გამომუშავებული, რაც 2021 წელს გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობას (12, 645 მლრდ კვტსთ) 12,7%-ით სჭარბობს. 2022 წელს საქართველოს ჰიდროელექტროსადგურებმა 10 მილიარდ 771 მილიონ 400 ათასი კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც 2021 წელს გამომუშავებულზე (10,1821 მლრდ კვტსთ) 5,8%-ით მეტია. ყველაზე დიდი რაოდენობით ელექტროენერგია შემდეგმა ჰიდროელექტროსადგურებმა ...

Read More »

გერმანული ნავთობკომპანია Wintershall Dea რუსეთის ბაზარს ტოვებს

გერმანული ნავთობკომპანია Wintershall Dea-ს სამეთვალყურეო საბჭომ რუსეთის ბაზრის დატოვების შესახებ განაცახდა. „კომპანია რუსეთიდან ყველა მოქმედი კანონისა და რეგულაციის დაცვით გავა”, – აცხადებენ კომპანიაში. კომპანიის პრესსამსახურმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციიდან გასვლა Wintershall Dea-ს 5,3 მილიარდი ევრო დაუჯდება. „Wintershall Dea შეწყვეტს ოპერაციებს რუსეთში. რუსეთში ოპერაციების გაგრძელება არ არის მიზანშეწონილი. რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში შეუთავსებელია ჩვენს ღირებულებებთან, რამაც გაანადგურა რუსეთსა და ევროპას ...

Read More »

შავ ზღვის ენერგოკაბელის მშენებლობის პარალელურად ჩვენ უნდა განვავითაროთ გენერაციის წყაროები

შავ ზღვაში უნდა აშენდეს ენერგოკაბელი და ფიზიკურად მოხდება საქართველოს დაკავშირება უკვე ევროპის ქვეყნებთან — ამის შესახებ სემეკის წევრმა, ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონალური ასოციაციის პრეზიდენტმა მაია მელიქიძემ, ლევან ბოძაშვილის საავტორო გადაცემაში „ნეირონი“ განაცხადა. „შავ ზღვის ენერგოკაბელის მშენებლობის პარალელურად ჩვენ უნდა განვავითაროთ გენერაციის წყაროები. ჩვენ თვითონ უნდა გავხდეთ გენერაციის წყარო და მოვიზიდოთ მეზობლები. ევროპამ უკვე დაიწყო ალტერნატიული გზების ძებნა და ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა პირველი სადაც ...

Read More »
სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიაზე შეღავათით ისარგებლებენ

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

18 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის და ბუაჩიძის ქუჩების   მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არბოს და ვარდისუბნის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, ქოშიგორის დასახლების, ფარნავაზ მეფის ...

Read More »

ენერგეტიკის სექტორი CFD მექანიზმის მოლოდინშია – რა შენიშვნები აქვს საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციას

ენერგეტიკის სექტორი  განახლებადი  ენერგიების  მხარდამჭერი ახალი  მექანიზმის,  ე.წ.  CFD  სქემის ფარგლებში  პირველი  აუქციონის   მოლოდინშია.  განსხვავდებით PPA  მექანიზმისგან, CFD – ის  მოდელში  სახელმწიფო ინვესტორებთან მოლაპარაკებას არ აწარმოებს  და  CFD   კონტრაქტები  აუქციონის  პრინციპით  გაფორმდება. რა მოლოდინები აქვს სექტორს და რამდენად  მისაღებია  მათთვის  CFD  სქემა, თემაზე  რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა  გიორგი  აბრამიშვილმა ისაუბრა. მისი  თქმით,  ...

Read More »

„სოკარის“ სადგურები, სადაც ყინვაგამძლე ევრო დიზელის შეძენაა შესაძლებელი

ზამთარში, ტემპერატურის მკვეთრი ვარდნიდან გამომდინარე, ევრო 5 ხარისხის დიზელი, ხშირ შემთხვევაში, -6 გრადუსზე იყინება. აღნიშნული პრობლემის თავიდან ასაცილებლად და მომხმარებლისათვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად, „სოკარმა“ გადაწყვიტა, ევრო 5 ტიპის დიზელს ანტიფრიზი დაუმატოს. „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურებში შეგიძლიათ შეიძინოთ ევრო 5 ტიპის დიზელი, რომელსაც საერთაშორისო გერმანული კომპანია BASF-ის მიერ წარმოებული სპეციალურად საწვავისთვის განკუთვნილი ანტიფრიზი აქვს დამატებული, რომელიც საწვავს ყინვაგამძლეობას მატებს და -20 გრადუსზეც ...

Read More »
მექსიკაში ნავთობის ხუთი ახალი საბადო აღმოაჩინეს

KazMunayGas-ი და AbuDhabi Ports-ი კასპიისა და შავ ზღვაში ოფშორული პროექტებისთვის, ერთობლივ საწარმოს ქმნიან

KazMunayGas-მა და Abu Dhabi Ports Company-მ ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რომელიც საზღვაო ფლოტისა და სანაპირო ინფრასტრუქტურის განვითარებაში კასპიისა და შავი ზღვებში თანამშრომლობას ითვალისწინებს. დოკუმენტს ხელი მოეწერა ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში (UAE) ვიზიტის ფარგლებში. ამის შესახებ ყაზახეთის მედია იტყობინება. დოკუმენტის მიხედვით, მხარეები ასტანას საერთაშორისო ფინანსურ ცენტრზე დაფუძნებულ ერთობლივ საწარმოს შექმნიან, რომელიც კასპიის ზღვაში ნავთობისა და გაზის ოფშორული პროექტებისთვის საზღვაო ...

Read More »