Author Archives: admin

ნავთობის ფასი გაიზარდა

2023 წლის 23 იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  87.63  (+  1.47)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  81.31   (+   0.98)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

საქართველოში ჰაერი ყარაყუმის უდაბნოდან გავრცელებული მტვრით აღარ ბინძურდება

მეორე დღეა, საქართველოს ჰაერი ცენტრალური აზიიდან, ყარაყუმის უდაბნოდან გავრცელებული მტვრით აღარ ბინძურდება და გაწმენდა დაიწყო. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას გარემოს დაცვის სააგენტოს გარემოს დაბინძურების დეპარტამენტის უფროსმა მარინა არაბიძემ მიაწოდა. “რამდენიმე დღეა, მოსახლეობა შეუიარაღებელი თვალითაც შეამჩნევდა, რომ მომატებული იყო მყარი ნაწილაკების შემცველობა ჰაერში. ეს დაფიქსირდა არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ ჩვენი სადგურებითაც… მტვრის მასების შემოჭრის პროცესი დასრულდა გუშინ და კონცენტრაცია ჰაერში ისევ მაღალია, ...

Read More »
აზერბაიჯანული გაზის პირველი მიწოდება ევროპაში 2019 წლის ბოლოსთვის დაიწყება

ალჟირი და იტალია გაზსადენის მშენებლობაზე შეთანხმდნენ

ალჟირმა და იტალიამ „გალის გაზსადენის“ (ალჟირი-სარდინია-იტალიის გაზსადენის) მშენებლობაზე შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ იტალიურმა სააგენტო Nova-მ ალჟირის პრეზიდენტ აბდელმეჯიდ ტებუნზე დაყრდნობით იტყობინება. მისი თქმით, მილსადენით არა მხოლოდ გაზი, არამედ ეკოლოგიურად სუფთა წყალბადი და ელექტროენერგია ტრანსპორტირება. ალჟირის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურა იტალიაში, შემდეგ კი ევროპაში გაზის ტრანსპორტირებისთვის იქნება გამოყენებული. იტალიური სააგენტო განმარტავს, რომ ეს არის 284 კმ წყალქვეშა მილსადენი, რომელიც დაახლოებით 2880 მეტრის ...

Read More »
ნავთობის ფასი 6-წლიან მინიმუმამდე დაეცა

ქვეყანაში ბენზინსა და დიზელიზე მოთხოვნაც მნიშვნელოვნად გაზრდილია

2022 საქართველოში ნავთობპროდუქტების ბაზრისთვის მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო. გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანაში ბენზინისა და დიზელის იმპორტი და შესაბამისად, მოთხოვნაც გაიზარდა, რაც ეკონომიკაში აღმავალ ტრენდს უკავშირდება. ამ პროცესს შიდა ბაზარზე სავალუტო კურსმაც საგრძნობლად შეუწყო ხელი, თუმცა საერთაშორისო ბაზრებზე რისკები ჯერ კიდევ არსებობს, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რამაც შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეცვალოს სიტუაცია. მიუხედავად გამოწვევებისა, არსებული ვითარება აშკარად პოზიტიურია, მით უმეტეს, ადგილობრივი ...

Read More »

ბიზნეს ასოციაციისა და გარემოს დაცვისა წარმომადგენლებმა ბენზინის შენახვისა და დისტრიბუციისას მავნე აირების შემცირების საკითხი განიხილეს

საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებიდან გამომდინარე ბენზინის შენახვისა და დისტრიბუციის დროს აქროლადი ორგანული ნაერთების გაფრქვევების შემცირების მიზნით მისაღები ნორმატიული აქტის განხილვა იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი ნავთობკომპანიებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელთა შეხვედრის მთავარი საკითხი. შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა ასოციაციის წევრ კომპანიებს გააცნეს ნორმატიული აქტის პროექტით განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებები, კერძოდ, საუბარი ...

Read More »

უდაბნოებიდან გავრცელებული მტვერი გლობალური დათბობის რეალურ მასშტაბს ნიღბავს

მე-19 საუკუნის შუა პერიოდის შემდეგ, დედამიწაზე ქარიშხლების სიხშირემ საგრძნობლად მოიმატა. ქარს სულ უფრო და უფრო მეტი ქვიშა ააქვს უდაბნოებიდან ატმოსფეროში. ახალი მონაცემების მიხედვით, ატმოსფეროში ასული ქვიშა ამჟამად მიმდინარე გლობალურ დათბობას რვა პროცენტით ნიღბავს. თანამგზავრული მონაცემებისა და ხმელეთზე ჩატარებული გაზომვების გამოყენებით, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ 1850 წლის შემდეგ, ჰაერში სტაბილურად იზრდება მიკროსკოპული ნაწილაკების რაოდენობა. ყინულის ნიმუშებში, ოკეანის დანალექებსა და ტორფის ჭაობებში არსებული მიწის მტვერი აჩვენებს, რომ ...

Read More »
სახელმწიფო კომპანიებისგან საწვავს 1.33–დან 1,47 ლარამდე ფასად შეიძენს

2022 წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2022 წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1150,3 ათასი ტონა, რაც 1,6 ათასი ტონით ანუ 0,1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1148,7 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის,  2022 წლის 12 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 607,4 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 542,9 ათასი ტონა. კატეგორიების მიხედვით, 2022 წელს ბენზინის საწვავის ...

Read More »

ყაზახეთმა ავტოტრანსპორტით ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი 6 თვით შეზღუდა

ყაზახეთში საავტომობილო საწვავის ექსპორტზე აკრძალვა ექვსი თვით გაგრძელდა. რასაც ენერგეტიკის, ფინანსთა, შს მინისტრებისა და KNB-ის თავმჯდომარის ერთობლივი ბრძანება ადასტურებს. 20 იანვარს ხელმოწერილი ბრძანება ათი კალენდარული დღის შემდეგ ამოქმედდება. ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტის შეზღუდვის ვადის გაგრძელებაზე ინფორმაცია დეკემბერში გავრცელდა. წინა აკრძალვას ვადა 2023 წლის 12 იანვარს ამოეწურა. ყაზახეთმა საავტომობილო საწვავის ექსპორტზე აკრძალვის ვადა რამდენჯერმე გაახანგრძლივა. კერძოდ, შეზღუდვები ექვსი თვით გახანგრძლივდა ...

Read More »
ირანი ქართულ წყალს ნავთობსა და გაზში გაგვიცვლის?

ევროპის წყალბადის მილსადენი გერმანიამდე გაგრძელდება

საფრანგეთი და გერმანია წყალბადის მილსადენის გერმანიამდე გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. არსებული პროექტის თანახმად წყალბადის მილით ბარსელონა მარსელს უნდა დაკავშირებოდა. ამის შესახებ ორი ქვეყნის ერთობლივ დეკლარაციაშია ნათქვამი, რომელიც ორი ქვეყნის ლიდერებმა კვირას, 22 იანვარს, ელისეის ხელშეკრულების 60 წლის იუბილეზე გააფორმეს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყნები „წყალბადის ევროპული მაგისტრალის“ მშენებლობას გეგმავენ, რომლის მეშვეობითაც წყალბადი მთელ ევროპას მიეწოდება. „ეს მოიცავს ნაციონალური და ტრანსსასაზღვრო წყალბადის ინფრასტრუქტურის მოწყობას, ...

Read More »

ხარკოვის მერი და ლვოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საქართველოს მთავრობას გადაცემული გენერატორების გამო მადლობას უხდიან

ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი და ლვოვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ კოზიცკი, მუნიციპალიტეტების სახელით, მადლობას უხდიან საქართველოს მთავრობას ხარკოვისა და ლვოვისთვის გადაცემული გენერატორების გამო. როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელძღვანელისადმი გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, ხარკოვისა და ლვოვის მუნიციპალიტეტები მადლიერი არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რომელიც მნიშვნელოვანწილად ეხმარება მათ არსებული გამოწვევების დაძლევაში. “გამოვხატავ გულწრფელ მადლიერებასა და ღრმა პატივისცემას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ...

Read More »