ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
2022 წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1150,3 ათასი ტონა, რაც 1,6 ათასი ტონით ანუ 0,1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1148,7 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, 2022 წლის 12 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 607,4 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 542,9 ათასი ტონა.
კატეგორიების მიხედვით, 2022 წელს ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი – 381 ათასი ტონა (62,7%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი – 213,3 ათასი ტონა (35,1%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი – 13,1 ათასი ტონა (2,2%);
2022 წლის 12 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 651,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 56,6%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი – 240,3 ათასი ტონა – 20,9%; ბულგარეთი – 109,3 ათასი ტონა – 9,5%; თურქმენეთი – 75,2 ათასი ტონა – 6,5%; აზერბაიჯანი – 55,3 ათასი ტონა – 4,8%; თურქეთი – 7,6 ათასი ტონა – 0,7%, საბერძნეთი – 4,8 ათასი ტონა – 0,4%, ყაზახეთი – 2,0 ათასი ტონა – 0,1%, ბელარუსი – 1,0 ათასი ტონა – 0,1% და სხვ.