Author Archives: admin

ნაძალადევის ნაწილს წყალმომარაგება ხვალ 24 საათით შეუწყდება

ევროპას წყლის კრიზისი ემუქრება – კონტინენტზე მიწისქვეშა რეზერვუარები შრება

მეცნიერთა მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, ევროპის ტერიტორიაზე წყლის მიწისქვეშა ბუნებრივი რეზერვუარები შრება, რაც იქ ამ სასიცოცხლო რესურსის კრიზისს მოასწავებს. ავტორების თქმით, 2018-19 წლებში კონტინენტის ცენტრალურ ნაწილში წყლის ნაკლებობა უკვე შეიმჩნეოდა, მას შემდეგ კი მიწისქვეშ არსებული სითხის მარაგი არ აღდგენილა. ამის მიზეზი ძლიერი გვალვებია, რომლებიც გარემოსთვის, მეურნეობისთვისა და ენერგოსექტორისთვის საზიანოა. უნალექობისა და სიცხის უარყოფითი შედეგები ევროპამ 2022 წელს უკვე იხილა. წყლის მრავალმა ...

Read More »

გერმანია, სავარაუდოდ, უარს რუსულ თხევად გაზზეც იტყვის

გერმანიის მთავრობას სურს, შეზღუდოს რუსული თხევადი გაზის იმპორტი, რომ ამ გზით კიდევ უფრო შეამციროს რუსულ ენერგომომარაგებაზე დამოკიდებულება. Bloomberg-ის ცნობით, ამის შესახებ საუბარია ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, პატრიკ გრეიხენის წერილში, კონსერვატიული ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებზე საპასუხოდ. „ფედერალური მთავრობა მხარს არ უჭერს რუსული თხევადი გაზის შესყიდვას. ფედერალურმა მთავრობამ კომპანიებს აცნობა, რომ მიიღებს შესაბამის ზომებს, შეძლებისდაგვარად რუსული თხევადი გაზის შესყიდვის აღმოსაფხვრელად“, – ნათქვამია ...

Read More »

დანიური GreenGo მწვანე საწვავის წარმოებისთვის ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს

დანიის განახლებადი ენერგიის დეველოპერმა GreenGo Energy-მა მწვანე საწვავის წარმოებისთვის ახალი ელექტროსადგურის მშენებლობა დააანონსა, რომლის ღირებულებაც $8.77 მილიარდს უტოლდება. კომპანია დასავლეთ დანიის ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, 4 გიგავატის სიმძლავრის მზისა და ქარის ენერგიის მიღებას გეგმავს, რომელიც მწვანე საწვავის წარმოებისთვის იქნება გამოყენებული. პროექტი Megaton-ი, რომელიც შესაძლოა ათწლეულის ბოლომდე ამოქმედდეს, დანიას ემისიების შემცირებაში დაეხმარება. Megaton-მა ერთი მილიონი ტონა მწვანე საწვავის წარმოება უნდა შეძლოს, როგორიცაა ...

Read More »

რომეო მიქაუტაძე: ენერგეტიკული უსაფრთხოება ეკონომიკური ზრდისა და განვითარების აუცილებელი წინაპირობაა

ენერგეტიკული უსაფრთხოება ეკონომიკური ზრდისა და განვითარების აუცილებელი წინაპირობაა და მისი მიღწევისთვის აუცილებელია ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია, ენერგოეფექტურობის ამაღლება, განახლებად ენერგიაში ინვესტირება და ახალი ენერგეტიკული ტექნოლოგიების განვითარება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკული პოლიტიკის ფორუმზე განაცხადა. ღონისძიება, რომელიც რომეო მიქაუტაძემ, USAID/საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა კლერ მეისონმა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ გახსნეს, USAID-ის ორგანიზებით ...

Read More »

ენერგეტიკული პოლიტიკის ფორუმი იმართება

ენერგეტიკული პოლიტიკის ფორუმი 2023. ღონისძიება USAID-ის წარმომადგენელთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავჯდომარემ გახსნეს. USAID ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკის და ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული გეგმის დამტკიცებაში ეხმარება. ასევე სამინისტროს მხარდასაჭერად, USAID ორგანიზებას უწევს ფორუმს, იმისათვის, რომ გაზარდოს დაინტერესებული მხარეების ცნობიერება ენერგეტიკის სექტორში გატარებული რეფორმების და ენერგეტიკული უსაფრთხოების ...

Read More »
ახალი სიტყვა განახლებედი ენერგიის წარმოებაში

დიდი ბრიტანეთის ეკონომიკურ ზრდას მწვანე პროექტები ასტიმულირებს

დიდი ბრიტანეთის სამრეწველო კონფედერაციის (CBI) ანგარიშით, ქვეყანას მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა 71 მილიარდი გირვანქა სტერლინგი უჯდება. ინვესტიციები მიმართულია გაერთიანებული სამეფოს იმ ნაწილზე,რომლებიც ინდუსტრიულ ვარდნას განიცდიან, წერს BBC. სამრეწველო კონფედერაციის დასკვნით, იმ ბიზნესების რაოდენობა, რომლებიც ნულოვანი ემისიებისკენ მიისწრაფვიან, 20 000-ზე მეტს შეადგენს. დღესდღეობით ბრიტანეთში 840 000 სამუშაო ადგილია დაკავშირებული ისეთ სექტორებთან, როგორიცაა განახლებადი ენერგია და ნარჩენების მართვა. დასკვნაში წერია, რომ შოტლანდიისა და ...

Read More »
საქართველოზე გამავალი სატრანზიტო მილსადენები

ბულგარეთსა და სერბეთს შორის გაზსადენის მშენებლობა იწყება

ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი და მისი სერბი კოლეგა ალექსანდრ ვუჩიჩი, ოთხშაბათს, ბულგარეთისა და სერბეთის დამაკავშირებელი გაზსადენის (IBS) მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას. სამშენებლო სამუშაოების საზეიმო გახსნას, რომელიც ბულგარეთის ტერიტორიაზე გაიმართება, ენერგეტიკის მინისტრები როზენ ხრისტოვი და დუბრავკა დედოვიჩი, ასევე Bulgartrnasgaz-ის დირექტორი ვლადიმერ მალინოვი დაესწრებიან. ცერემონიის დაწყებამდე რადევი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ვუჩიჩთან. ცნობისათვის, ინტერკონექტორის საერთო სიგრძე დაახლოებით 170 კილომეტრი იქნება ბულგარეთის ქალაქ ...

Read More »

2023 წელს ექსპლუატაციაში 105 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურები შევა

2023 წელს ექსპლუატაციაში შევა 105 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურები, რაც ბოლო წლებში ამოქმედებული სიმძლავრის ყველაზე დიდი მაჩვენებელია. როგორც პრემიერ-მინისტრის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან და მოადგილეებთან შეხვედრისას ითქვა, აღნიშნული ელექტროსადგურების საშუალო წლიური გამომუშავება 473 მეგავატ საათი იქნება, ინვესტიციის საერთო მოცულობა კი, 140.7 მლნ დოლარს შეადგენს. 2023 წელს ასევე დაგეგმილია 700 მეგავატი სიმძლავრის აუქციონის გამოცხადება. წყარო: bstandard.ge

Read More »

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლების სსე-ს სტუმრობდა

მსოფლიო ბანკის მისიის საქართველოში სტუმრობის ფარგლებში, სსე-ის გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი ევროპისა და ცენტრალური აზიის ენერგეტიკის სექტორის ხელმძღვანელ სუდეშნა გოშ ბანერჯის, პროექტის გუნდის ლიდერს იორნ ჰუენტლერს და მსოფლიო ბანკის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოსა და რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებებზე. განიხილეს გარემოსა და სოციალური ზემოქმედების და შავი ზღვის ფსკერის ღრმაწყლოვანი კვლევების აუცილებლობა, რაც მნიშვნელოვან ...

Read More »

განახლებადი ენერგიის წილი ევროკავშირში 2021 წელს 37,5% იყო – ევროსტატი

ევროკავშირში განახლებადი ენერგიის წილი ელექტროენერგიის მთლიან მოხმარებაში 2021 წელს 37,5% იყო, ამის შესახებ ევროსტატი წერს. ქარის და ჰიდრო ელექტროენერგია – 37% და 32%, 15% გამოვიდა მზის ენერგიაზე. ევროსტატის მონაცემებით, განახლებადი ენერგიის წყაროების გამომუშავების მიხედვით ყველაზე მაღალი წილის მქონე ქვეყნები იყვნენ: ავსტრია (76.2%), შვედეთი (75.7%), დანია (62.6%) ყველაზე დაბალი წილი განახლებადი ენერგიის წყაროების გამომუშავების მიხედვით იყო: მალტაში (9.7%), უნგრეთში (13.7%), ლუქსემბურგში ...

Read More »