Author Archives: admin

ჩინეთმა გაზის მოცულობა გაზარდა – საბადოს დამატებითი მარაგი უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ევროკავშირის წლიური მოხმარება

ჩინეთში, ახალმა ბურღვითმა სამუშაოებმა აჩვენა დამატებითი რეზერვები ქვეყნის ტერიტორიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, 387 მილიარდ კუბური მეტრის მოცულობის. ეს ოდნავ მეტია, ვიდრე წლიური მოხმარება ევროკავშირში. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა კომპანია Sinopec-მა ახალი ჭაბურღილის წყალობით გაზარდა საბადოს მარაგი სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, სიჩუანის რეგიონში. დამატებითი მოცულობა 387 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, იტყობინება გამოცემა Beijing Daily. თავად ჭაბურღილში გაზის შემოდინება 258 ათასი კუბური მეტრია, განმარტავს გამოცემა. გუო ...

Read More »

რუსეთში, ბელგოროდში ელექტრო ქვესადგურს ხანძარი გაუჩნდა

რუსეთში, ქალაქ ბელგოროდში, 19 ოქტომბერს ხანძარი იუჟნაიას ელექტრო ქვესადგურში გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამის არხი “Белгородский осведомиель” ავრცელებს. ქალაქში ნაწილობრივ შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. არხმა ხანძრის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ირწმუნება, რომ ქალაქში “ტრანსფორმატორი გამორთული იყო იუჟნაიას ქვესადგურზე გადაჭარბებული ძაბვის გამო”. მისი თქმით, ელექტროენერგიის გარეშე ორი ქუჩა დარჩა. ბოლო დღეებში ქალაქ ბელგოროდსა და ბელგოროდის რეგიონში რამდენიმე ინციდენტი მოხდა. 13 ოქტომბერს ...

Read More »
თებერვალში ელექტროენერგიაში იმპორტის წილი შემცირდა

საქართველოდან თურქეთში ექსპორტზე გატანილი 1 კვტსთ ელექტროენერგიის ფასმა სექტემბერში 11,33 ცენტი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სექტემბრის თვის საგარეო ვაჭრობის მონაცემები გამოაქვეყნა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემების თანახმად, სექტემბერში საქართველოდან თურქეთში გასულია 10 249 600 დოლარის ღირებულების 90 442 000 კვტსთ ელექტროენერგია. სექტემბერში საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული 1 კვტსთ-ის ღირებულებამ 11,33 ცენტი შეადგინა სულ, იანვარ-სექტემბრის განმავლობაში საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებულია 79 553 100 დოლარის ღირებულების 861 მლნ კვტსთ ელექტროენერგია. იანვარ-სექტემბერში ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 20 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუზღუდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს  ასახელებს. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, სოფელი გლდანის და ჯანჯღავას  ქუჩის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ...

Read More »
ნავთობზე ფასი დაეცა

2022 წლის ივლისში ევროკავშირს 103,6 მილიონი ტონა ნავთობის საავარიო მარაგი ჰქონდა

2022 წლის ივლისში ევროკავშირს 103,6 მილიონი ტონა ნავთობის საგანგებო მარაგი ჰქონდა, რაც 2022 წლის იანვართან შედარებით 2,5% – იანი ზრდაა – ამის შესახებ ინფორმაციას eurostat ავრცელებს. მათივე მონაცემებით, ივლისში წინა  თვესთან შედარებით ნავთობის მარაგები გაჯანსაღებულია. აღსანიშნავია, რომ ნავთობის მარაგი ივნისში ისტორიულ მინიმუმზე იყო, რამაც 101,1 მილიონი ტონა შეადგინა. რაც 2022 წლის იანვრის მაჩვენებელზე 4,5%-ით ნაკლებია, ხოლო  2021 წლის ივნისზე 10,3%-ით ნაკლებია. ნავთობპროდუქტებს ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი $3-ით შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 3 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 91,44 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ოკუპანტებმა ბურშტინის თბოელექტროსადგური დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა ივანო-ფრანკოვსკის ოლქში ბურშტინის თბოელექტროსადგური დაბომბეს, სადაც ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ივანო-ფრანკოვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სვეტლანა ონიშჩუკმა “ტელეგრამში” დაწერა. “დღეს ჩვენი რეგიონი ისევ გახდა სარაკეტო იერიშების სამიზნე. ბომბი მოხვდა ბურშტინის თბოელექტროსადგურს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ადგილზე ყველა სამსახური მუშაობს, მაშველები ადგილზე არიან”, – განაცხადა მან. ონიშჩუკმა ასევე განაცხადა, რომ დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მისივე თქმით, ამჟამად, ბურშტინის თბოელექტროსადგურთან გზა გადაკეტილია, ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას აგრძელებს

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 2%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 118 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »

სვანეთში კრიპტოვალუტის მოპოვება და შესაბამისი აღრიცხვიანობა, კვლავ პრობლემაა – დავით ნარმანია

სემეკ-ის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ კრიპტოვალუტების მაინინგისთვის ელექტროენერგიის უკონტროლო გამოყენება კვლავ გამოწვევად რჩება. როგორც ნარმანია “ბიზნეს ფორმულასთან” განმარტავს, კრიპტოვალუტის მოპოვების მხრივ განსაკუთრებული პრობლემა, ოკუპირებული აფხაზეთის შემდეგ, სვანეთშია. “მაინინგი კვლავ ენერგიის მოხმარების ერთ-ერთ წყაროდ რჩება. აფხაზეთში, რა თქმა უნდა, უკონტროლოა მოხმარება. რაც შეეხება დანარჩენ საქართველოს, აქ აღრიცხვიანობასთან დაკავშირებული საკითხები მეტნაკლებად მოწესრიგებულია, თუმცა სვანეთში კრიპტოვალუტის მოპოვება და შესაბამისი აღრიცხვიანობა, კვლავ პრობლემაა”,- ამბობს დავით ...

Read More »

ურსულა ფონ დერ ლაიენი: 8 თვეში ევროკავშირმა რუსული გაზის ორი მესამედის ჩანაცვლება შეძლო

ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, 8 თვეში ევროკავშირმა რუსული გაზის ორი მესამედის ჩანაცვლება შეძლო. ამის შესახებ მან სტრასბურგში, ევროპარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „გაზაფხულზე ვვარაუდობდით, რომ რუსულ გაზზე უარის თქმას 7 წელი დასჭირდებოდა. დღეისათვის ფაქტები ასეთია; ჩვენ დაგვჭირდა მხოლოდ რვა თვე, რათა რუსული გაზის ორი მესამედი ჩაგვენაცვლებინა. ძალიან დავაჩქარეთ მოწოდების სხვა წყაროებზე გადასვლა, თუმცა ამისთვის მაღალი ფასი გადავიხადეთ“, – ...

Read More »