Tag Archives: #წყალი

ენგურჰესის ფინანსური მდგომარეობა

ზამთრის მარაგი მთლიანად ამოწურულია – ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონე საპროექტო მინიმუმს ჩამოსცდა

ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონე საპროექტო მინიმუმს ჩამოსცდა, რაც ასე ადრე პირველად მოხდა, აღნიშნულის შესახებ განცხადებას ენგურჰესის ტექნიკური დირექტორი გია ხუბუა აკეთებს. „ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონე ჩამოსცდა საპროექტო მინიმუმს. ზამთრის მარაგი მთლიანად ამოწურულია. ასე ადრე ეს პირველად მოხდა. მიზეზი – ელექტროენერგიაზე მოთხოვნილების პერმანენტული ზრდაა. წყალუხვი წელი არ იყო, მაგრამ არც წყალმცირე ეთქმის, ორივე მოქმედ ჰესზე საშუალო წლიურზე მეტი ელექტროენერგია გამოვიმუშავეთ – წლის ბოლომდე ჯამი ასცდება ...

Read More »

არქტიკული ტბები ნავარაუდევზე ერთი საუკუნით ადრე შრება

ახალი კვლევის თანახმად, არქტიკული ტბები ნავარაუდევზე თითქმის ერთი საუკუნით ადრე შრება, რაც რეგიონს მტკნარი წყლის კრიტიკულ წყაროს ართმევს. გლობალური დათბობის პირობებში, თბილი ამინდი ათბობს არქტიკას, ყინული სწრაფად დნება და იწვევს ტბების გაფართოებას. საბოლოოდ, ეს ტბები წყლით ვეღარ მომარაგდება და დაშრება. ადრინდელი პროგნოზით ამ პროცესს საუკუნეზე ნაკლები უნდა დასჭირვებოდა, მაგრამ სატელიტურმა სურათებმა ცხადყო, რომ ტბები იმაზე სწრაფად მცირდება, ვიდრე ნავარაუდევი იყო. ...

Read More »

წყნარი ოკეანე გაქრობისთვის არის განწირული, მის ადგილს კი ერთი უზარმაზარი სუპერკონტინენტი დაიკავებს

წყნარი ოკეანის დღეები დათვლილია — ამის შესახებ დედამიწის მუდმივად მოძრავი ტექტონიკური ფილების ახალი სუპერკომპიუტერული სიმულაცია მიუთითებს. კარგი ამბავი ის არის, რომ ჩვენი პლანეტის უძველეს ოკეანეს წინ კიდევ 300 მილიონი წელიწადი დარჩა. თუ იღბლიანი აღმოჩნდა, წყნარმა ოკეანემ შეიძლება მილიარდი წლის იუბილეც აღნიშნოს, ვიდრე საბოლოოდ გაქრება. თუმცა, ავსტრალიის კურტინის უნივერსიტეტის მკვლევრები ფიქრობენ, რომ იქამდე ეს ოკეანე გაქრება. სიცოცხლის ბოლო წლებში, ძნელი იქნება იმის წარმოდგენა, რომ წყნარო ...

Read More »
მცხეტელებს წყლის ტარიფი გაეზარდათ

საქართველოში სუფთა სასმელ წყალზე მოსახლეობის მხოლოდ 66 პროცენტს მიუწვდება ხელი

საქართველოში ამაყობენ, რომ ქვეყანა წყლის რესურსებით არის მდიდარი. ქვეყანაში 25 000-ზე მეტი მდინარეა, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და UNICEF-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში სუფთა სასმელ წყალზე მოსახლეობის მხოლოდ 66 პროცენტს მიუწვდება ხელი. ეს რეგიონში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ ონკანის წყალს არ სვამს, ნაწილი სხვადასხვა ხერხს მიმართავს მის გასაფილტრად, თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც ეს პრობლემა საერთოდ არ აწუხებს. სპეციალისტები აცხადებენ, რომ მთავარი ...

Read More »
რატომ შეიქმნა თბილისის ზღვა – დედაქალაქის უდიდესი წყალსაცავის საგანძური

წყლის რესურსების მართვის საკითხებს ახალი კანონი დაარეგულირებს

წყლის რესურსების მართვის საკითხებს ახალი კანონი დაარეგულირებს. პარლამენტი “წყლის რესურსების მართვის შესახებ”კანონპროექტს განიხილავს.  პროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა, ავტორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.  გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის განცხადებით, კანონპროექტი წყლის რესურსების მართვასთან დაკავშირებით სრულიად ახალ სტანდარტებს აწესებს და ნერგავს წყლის სააუზო მართვის სისტემას, რომლის თანახმად, ჩვენი ქვეყანა დაიყოფა მდინარეების აუზებად და სწორედ, ამ აუზების ფარგლებში მსხვილი მდინარეები ...

Read More »

საიდან და როგორ გაჩნდა წყალი დედამიწაზე — ახალი კვლევა სრულიად განსხვავებულ წყაროზე მიუთითებს

დედამიწაზე წყლის გარეშე სიცოცხლე არაფერს შეუძლია. შესაბამისად, დედამიწაზე წყლის წარმომავლობა მზის სისტემაში სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმის წარმომავლობაც არის. იმის დადგენა, სად და როგორ მიიღო წყალი ჩვენმა პლანეტამ, შეიძლება საკვანძო იყოს სხვა პლანეტებზე სიცოცხლის საპოვნელადაც. თუმცა, რეალობა ის არის, რომ დაზუსტებით არ ვიცით, საიდან მოხვდა წყალი დედამიწაზე. მიუხედავად ამისა, ფართოდ მიღებულია, რომ წყლის მიღების ერთ-ერთი პოტენციური მექანიზმი გახლდათ წყლის შემცველი ასტეროიდებითა და კომეტებით ბომბარდირება დედამიწის ახალგაზრდობისას. ...

Read More »

2021 წელს საქართველოში ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი 64.4%-ით გაძვირდა

საქსტატის მონაცემებით, ბოლო ერთ წელში საქართველოში ფასი 264 დასახელების პროდუქტზე გაიზარდა. ინფლაციის მაჩვენებელი ბოლო ერთ წელში 13,9 პროცენტია. გაძვირებული პროდუქტისა და მომსახურების ჩამონათვალში მოხვდა კომუნალური გადასახადები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ბოსტნეული და ხილი. ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის მოხვდა ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და საწვავი. გაძვირებულია წყლისა და ნაგვის გატანის მოსახურების ღირებულებაც: წყლის გადასახდელი – 77,37%; ბუნებრივი გაზის გადასახდელი – 76,59%; ელექტროენერგიის გადასახდელი ...

Read More »

სემეკის მიერ შპს “ბათუმის წყალისა” და შპს “საგარეჯოსთვის” წყალმომარაგების ტარიფები პირველად დადგინდა

სემეკის მიერ შპს “ბათუმის წყალისა” და შპს “საგარეჯოსთვის” წყალმომარაგების ტარიფები პირველად დადგინდა. სატარიფო მეთოდოლოგიების საფუძველზე გაანგარიშებული ტარიფები ამოქმედდება 2022 წლის პირველი იანვრიდან და ძალაში იქნება 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. შპს „ბათუმის წყალისთვის“ დადგენილი წყალმომარაგების ზღვრული (ზედა ზღვარი) ტარიფებია: გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის – 51 თეთრი/მ3; გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის – 2.626 ლარი/სულზე/თვეში; არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის – 5.765 ლარი/მ3. შპს „საგარეჯოსთვის“ დადგენილი სასმელი ...

Read More »

წყლის რესურსების დაცვის დღეს ენერგოომბუდსმენი სემეკის თავმჯდომარესთნ ერთად საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა. ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიასთან და სემეკის წევრებთან ერთად შპს „ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერის“ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ მედიაში, ასევე მასობრივი ინფორმაციების საშუალებებით ვრცელდება არაერთი მომხმარებლის ინფორმაცია წყალმომარაგების კომპანიების არასათანადო მომსახურეობასთან დაკავშირებით, როგორც დედაქალაქის მაშტაბით, ასევე რეგიონულ ...

Read More »