Tag Archives: #წიაღისეული

„წიაღის მოპოვების დროს რესურსის მაქსიმალური, ეფექტიანი ათვისება და ასევე, გარემოსდაცვითი მაღალი სტანდარტების დანერგვა წიაღის მოპოვებისთვის არის ჩვენი მიზანი“

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხატია წილოსანი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს – რემი პელონს, ნარინე თადევოსიანს და აბდულაზიზ ფაღის შეხვდნენ. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მხარეებმა წიაღის სექტორში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტებისა და იმ რეფორმების შესახებ იმსჯელეს, რომლებიც მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფრო ეფექტური ფუნქციონირებისთვის არის საჭირო. საუბარი, ასევე, შეეხო ჩვენი ქვეყნის ბუნებრივ ...

Read More »

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ადმინისტრირების ახალი წესი 3 000 ლიცენზიანტს შეეხება

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ადმინისტრირების ახალი წესი 3 000-ზე მეტ ლიცენზიანტს შეეხება, – ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. სამსახურის ცნობით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ადმინისტრირების გაუმჯობესების პროექტი პირველ ეტაპზე მიზნად ისახავს სსიპ „წიაღის ეროვნული სააგენტოს“ მიერ გაცემულ ლიცენზიებზე მოსაკრებლის ადმინისტრირების პროცესის სრულყოფას. როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის ადმინისტრირების პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესებას და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას, ასევე ...

Read More »

წიაღის ეროვნული სააგენტო – რიონის აუზში ურანის საბადოების არსებობა არ ფიქსირდება

თითქმის 2 საუკუნის მანძილზე შეგროვილი გეოლოგიურ ინფორმაცით, რიონის აუზში ურანის საბადოების არსებობა არ ფიქსირდება, – ამის შესახებ ინფორმაციას წიაღის ეროვნულმა სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის, როგორიცაა „ნამახვანჰესის“, განხორციელების ხელშეშლას. „გვინდა, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ დეზინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს რიონის ხეობაში, სადაც ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, ურანის საბადოები არსებობს. ცალსახად ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო ...

Read More »

“საქართველოში არსებული წიაღისეული მარაგების უმრავლესობა არარენტაბელურია”

ბოლო პერიოდში Facebook სივრცეში აქტიურად ვრცელდებოდა ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული პოსტი, სადაც ის საუბრობდა რიონის ხეობაში არსებული ურანის, სპილენძის, ოქროს და სხვა წიაღისეულის დიდი მარაგების შესახებ და ირწმუნებოდა, რომ ინვესტორი თუქეთიდან თუ ჰესის მშენებლობის დროს აღმოაჩენდა ოქროს, ურანის თუ სხვა წიაღისეულის საბადოს, მას უფლება ექნებოდა მათი ლიცენზიის გარეშე მოპოვებისა და გაყიდვის. ხსენებულ პოსტზე უამრავ მომხმარებელს საკმაოდ მძაფრი რეაქცია ჰქონდა და ...

Read More »

BAG: წიაღით სარგებლობის მარეგულირებელი ნორმები სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობას უნდა ემსახურებოდეს

აქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გარემოს დაცვის კომიტეტის ფარგლებში, წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე იმსჯელეს, რომელშიც ასოციაციის წევრი უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე გამოიკვეთა ის სისუსტეები, რომელიც დღეს წიაღის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის შემაფერხებელი გარემოებებია. აღინიშნა, რომ რეგულაციების სათანადო ცვლილების პირობებში ინდუსტრიას შუძლია ეკონომიკური აღდგენისთვის მნიშვნელოვანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და სხვა. გარემოს დაცვის კომიტეტის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ...

Read More »

თურნავა: წიაღისეული არის ის რესურსი, სადაც ჯერ კიდევ დიდი რეზერვი გაგვაჩნია

„წიაღისეული არის ის რესურსი, სადაც ჯერ კიდევ დიდი რეზერვი გაგვაჩნია იმ თვალსაზრისით, რომ უფრო მეტად ჩაერთოს ეკონომიკურ ბრუნვაში და შექმნას დოვლათი, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას. მისი თქმით, წიაღის სექტორის რეფორმა გულისხმობს წიაღის სექტორის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს განახლებას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ინტეგრირებული სალიცენზიო სისტემის დანერგვა, გეოლოგიურ მონაცემთა მართვის თანამედროვე სისტემის ...

Read More »